საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

გეორგიკა > უცხოელები საქართველოს შესახებ

მონაკოს პრინცი ალბერ II და ქართული კულტურა

ამ ორიოდე წლის წინ საქართველოს სტუმრობდა მონაკოს პრინცი - ალბერ II გრიმალდი - პრინც რენიე III-სა და ცნობილი ამერიკელი მსახიობის, გრეის კელის შვილი. მონაკოს პრინცმა ალბერ II-ემ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული საგანძური დაათვალიერა. სპეციალურად მისთვის გაიხსნა საცავი ოთახი, სადაც მილიონ 800 ათასი წლის წინანდელი თავის ქალები და პალეონთოლოგიური ნიმუშებია დაცული.

მაშინ ალბერ II-ემ გამოთქვა თავისი შთაბეჭდილებები :

”მადლობა ქართველებს ასეთი მასპინძლობისათვის. მე შემოვიარე საქართველოს სხვადასხვა მხარე - გავეცანი თქვენი ქვეყნის კულტურას; მათ შორის ვიყავი დმანისშიც, სადაც ვნახე უნიკალური ექსპონატები.

გაოცებული და, ამავდროულად, ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მომეცა მენახა მილიონ რვაასი ათასი წლის წინანდელი ადამიანის ჩონჩხი.

მე გატაცებული ვარ ანთროპოლოგიით, რადგან ჩემი წინაპარი პრინცი ალბერ პირველი ძალიან დიდი პალეონტოლოგი იყო.

ამიტომ, უძველეს ნივთებთან მე და ჩემს ოჯახს განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს, რადგან მათში შეგვიძლია დავინახოთ ადამიანის განვითარების ისტორია.

ჩემი ქვეყანა მზად არის ხელი შეუწყოს ქართველი მეცნიერებისა და არქეოლოგების კვალიფიკაციის ამაღლებას და ამ სფეროს კიდევ უფრო განვითარებას”.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq