საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

გეორგიკა > უცხოელები საქართველოს შესახებ

ტარას შევჩენკო - უკრაინის და კავკასიის თავისუფლების მესიტყვე!
georoyal.ge
ტარას შევჩენკოს ძეგლი თბილისში

აკაკი წერეთლის ბიოგრაფიიდან ცნობილია ფაქტი, როდესაც ჩვენს დიდ კლასიკოსს ტარას შევჩენკოს სამშობლოსადმი  უსაზღვრო სიყვარულით აღსავსე პოეზია საკუთარი შემოქმედების მსაზღვრელად მიუჩნევია.  საგულისხმოა, რომ აკაკის ცნობილი ”ამირანი”, რომელიც 1883 წელს არის დაწერილი და, რომლის სტრიქონებიც სკოლის მერხიდან გვახსოვს:  ”კავკასიის ქედზე იყო ამირანი მიჯაჭვული, ყვავ-ყორანი ეხვეოდა, დაფლეთილი ჰქონდა გული./ ქვეყნად ცეცხლის მოტანისთვის გულს ცეცხლი არ ჰნელდებოდა, და რაღაცა მანქანებით წყლული ისევ მთელდებოდა”, - გარკვეულწილად გახლავთ რემინისცენცია ტარას შევჩენკოს კავკასიისადმი მიძღვნილი ცნობილი ლექსისა - ”კავკასია”, სადაც ამირან-პრომეთეზე არის შემდეგი სტრიქონები:

”За горами гори, хмарою повиті,

Засіяні горем, кровію политі.

 Споконвіку Прометея

 Там орел карає,

 Що день божий довбе ребра

 Й серце розбиває.

 Розбиває, та не вип'є

 Живущої крові,—

 Воно знову оживає

 І сміється знову”.

ეს ლექსი გახლავთ ტარას შევჩენკოს მიერ დაწერილი თავისუფლების ჰიმნი, დაწერილი  რუსული იმპერიის მიერ პყრობილი ერების მხარდასაჭერად. ლექსში მან გამოიტირა  (”...მოგიწია ასჯერ გმობილი მოსკოვურ თასით მოსკოვური შეგესვა შხამი!”)  უცხო ქვეყნის ინტერესებს შეწირული, იჩქერიის მთებში დაღუპული მეგობარი იაკობ დე ბალმენი.

ქვემოთ გთავაზობთ შევჩენკოს ”კავკასიას” რაულ ჩილაჩავასეულ თარგმანში:

 

კავკასია

ჩემს გულითად იაკობ დე ბალმენს

 

“ვინ მისცეს თავსა ჩემსა წყალი,

და თუალთა ჩემტა წყაროი ცრემლთაი,

და ვსტიროდი ერსა ამას ჩემსა დღე და ღამე მოწყლულთა...”

იერემია, თავი 9, ქება I

 

მთებს გადაღმა მთები, მოგარსული ნისლით,

ხანძარდანანთები, დანატბორი სისხლით.

     იქ არწივი პრომეთეოსს

     სჯის მიჯაჭვის დღიდან,

     დღე ცისმარე ნეკნებს უმტვრევს,

     გულს უკორტნის ტიტანს.

     გულს უკორტნის, მაგრამ სისხლი

     ვეღარ გაათავა, -

     გული ისევ გულად რჩება

     და იცინის კვლავაც.

     არ მოკვდება სული ჩვენი,

     შვებაც სანუკველი.

     და ზღვის ფსკერსაც ვერ გადახნავს

     გაუმაძღრის ხელი.

     ცოცხალ სულს და ცოცხალ სიტყვას

     ვერ დაუსვამს წერტილს,

     ვერ შებღალავს ღმერთის სახელს,

     უდიადეს ღმერთის.

 

შენთან საქიშპოდ ჩვენ როგორ მოვალთ,

ვინ მოგვაშავა მსაჯულის პინა,

ჩვენ გვერგო გლოვა, გლოვა და გლოვა

და ვაცხოთ, როგორც ვაცხობდით წინათ,

პური, სისხლით და ცრემლით ნაზელი.

გვერდით ჯალათი დგას ამაზრზენი,

ხოლო სიმართლეს მთვრალივით სძინავს.

       ნეტავ, როდის გაიღვიძებს?

       შენ კი, ღმერთო, ნეტავ,

       როდის ჩასთვლემ, რომ გვეღირსოს

       ნათელ დღეთა ჭვრეტა?

       გვჯერა შენი ძლიერების,

       და უკვდავი სულის,

       მოვა შვება, სამართალი,

       შენგან ხელდასმული

       და შენს ქებას ცისქვეშეთი

       იტყვის აღმაფრენით.

       ჯერ კი დიან მდინარენი,

       სისხლის მდინარენი.

 

მთებს გადაღმა მთები, მოგარსული სისხლით,

ხანძარდანანთები, დანატბორი სისხლით.

        სწორედ აქ ჩვენი მოწყალე ხელით,

        ტანგაძარცული, გუდამშიერი,

         ჩავბღუჯეთ შვება მოყვრის იერით

         და ძაღლებს  ვუსევთ. სიკვდილის ცელი

         ეტაკა ტანჯულთ, უსულოდ დასცა.

         ცრემლი და სისხლი? მათი ღვარები

         იმპერატორებს და ნაგრამს მათსას

         გამოათრობდა. გაუხარები

         ქვრივების ცრემლი, ცრემლი ქალწულთა,

         ღამენათევთა და დაქანცულთა.

         დედების ცრემლი უმხურვალესი,

         მამების ცრემლი, სისხლში ნალესი,

         ზღვასავით ბორგავს, ცად იზიდება,

         ცეცხლის ზღვასავით! ვაშა! დიდება!

         მწევრებს, მეძებრებს ტყე-ტყე მყეფელებს,

         და ჩვენს მწყალობელ მამებს - მეფეებს

                 დიდება!

 

         თქვენც დიდება, ლურჯო მთებო,

         ყინული რომ გფარავთ,

         თქვენც, დიადო რაინდებო,

         ღმერთს ახსოვხართ მარად.

         იბრძოლეთ და გაიმარჯვებთ,

         ღმერთიმც დაგეხმაროთ

         თქვენკენაა სამართალი,

         შვებაც სანეტარო!

 

მ ჭ ა დ ი ც  დ ა  ს ა ხ ლ იც  - შენია მარტო;

არცვის წყალობა, არცვის ნობათი,

ვერ გითხრან, მათი პატრონი ვართო,

ვეღარც შებორკონ შენი მყოფადი.

ჩვენ კი!.. ჩვენ მიტომ მოგმართავთ რიხით,

საღვთო წიგნების რომ ვართ მკითხველი!..

და ჯურღმულოვან, პირქუში ციხით

მაღალ ტახტამდე განუკითხველი,

ოქროში ვზივართ შიშველ-ტიტველი.

მოდით, გასწავლოთ განჭვრეტა საღი,

პური რა ღირს და მარილი რა ღირს!

გვაქვს ქრისტიანებს ტაძრებიც, სკოლაც,

გვაქვს ყველაფერი, ღმერთიც აქ არი.

ჩვენ თვალში ს ა ხ ლ ი  გვეჩრება მხოლოდ,

რატომ ის, მყარი, ლიბომაგარი,

ჩვენ არ დაგიდგით. ნეტავი, რატომ

არ გადმოგიგდებთ თქვენივე მჭადის

ნატეხს ძაღლივით! არ გვიხდით რატომ

ფულს, რომ თქვენთვისაც ანათებს მნათი!

არ ვართ წარმართთა მისამგვანები,

ჩვენ, ჭეშმარიტი ქრისტიანები.

მცირედიც გვყოფნის...სამაგიეროდ,

თქვენც რომ გვეძმოთ და ჩვენთან იაროთ,

არ იქნებოდით მართლაც საწყალი!

ჩვენ თვალუწვდენი გვაქვს მიწა-წყალი,

აღუწყავია ციმბირის მადლი.

ციხეში გვიზის მავნე და მტერი!

მოლდაველის და ფინელის ჩათვლით

ყველა ენაზე დუმს ყველა ერი,

ნეტარებს რადგან. გვიკითხავს მღერით

წმინდა ბიბლიას წმინდანი ბერი,

რომ ვიღაც მეფე მწყემსავდა ღორებს,

და თავის ძმაკაცს ცოლი წაჰგვარა,

თვითონ კი მოჰკლა. ჰოდა, ამგვარად,

ახლა ცაშია. ისეთნი სწორედ

სხედან ზეცაში. თქვენ კი... თქვენ ჯერაც

არ იცით ჯვარი, არც პირჯვრის წერა,

მაგრამ გასწავლით!.. წესია ძველი,

      ძარცვე და შემდეგ

      დამკვიდრდი ედემს,

თუნდაც იახლე სამოყვრო მთელი!

ჩვენ თვალსაწიერს ვინ შეგვიბურავს?

ვარსკვლავებს ვითვლით, ვთესთ წიწიბურას,

ვაგინებთ ფრანგებს. ერთმანეთს ვაქებთ,

ვყიდით, არადა ბანქოში ვაგებთ,

ზანგებს კი არა... ადამიანებს...

 მწირს და  მ დ ა ბ ი ო ს... თუმც ქრისტიანებს.

 ჩვენ დამპყრობლები არა ვართ. ღმერთმა

 დაგვიცვას, რათა ნაქურდალს ვყიდდეთ

 ურიებივით. ჩვენ მივდევთ კანონს!..

         მოციქულთა კანონებით

         გიყვართ მოძმე თქვენა,

         ლაქიებო, პირფერებო,

         ღმერთმა შეგაჩვენათ!

         თქვენ ძმის სული სულ არ გიყვართ,

         ძმას ტყავისთვის ღუპავთ.

         და კანონით აძრობთ, რათა

         გოგოს ერგოს ჯუბა,

         რათა ერგოს ბუშს მზითევი,

          ცოლს - ლამაზი ქოში,

          რასაც თვითონ დაიტოვებთ,

          არც კი ეტყვით ცოლ-შვილს.

 

          ქრისტევ, ჯვარზე ვისთვის ეცვი,

          ვისთვის განიქიქე?

          იქნებ ჩვენთვის... ან მართალი

          სიტყვისთვის ან... იქნებ

          რათა იყო სასაცილო?

          ვაგლახ, ასეც ვცდილობთ.

ციხე-ტაძრები, ხატების წყება,

შანდალ-კანკელი, სანთელ-საკმელი.

ყველა ყაჩაღი, ყველა მზაკველი

საკურთხეველთან მუხლმოყრით დგება.

გევედრებიან, უბოძო ძალა

ძმათა საკვლელად და სათარეშოდ,

მერე გიძღვნიან უანგარიშოდ

ცეცხლის ალიდან აგლეჯილ ალაფს.

          ჩვენ გავნათლდით! ახლა გვინდა

          განვანათლოთ სხვები,

          რომ სიმართლის მზეს ხედავდნენ

          საცოდავი ბრმებიც!..

          დავანახვებთ! ჯერ კი ხელში

          თქვენს ჩაგდებას ვლამობთ.

          ხუნდი როგორ გამოჭედოთ,

          ციხეც სამუდამო

          როგორ უნდა ააშენოთ

          როგორ დაწნათ ამო

          მათრახები - შეგასწავლით,

          ოღონდ ლურჯი მთები

          ჩაგვაბარეთ... დაგვიპყრია

          მინდვრები და ზღვები.

 

შენც გადაგხვეწეს, მეგობარო, ძალისძალათი,

იაკობ ჩემო, უკრაინელ ერის ჯალათის

გამო დაღვარე სისხლი წმინდა, კეთილშობილი

და არა შავი. მოგიწია ასჯერ გმობილი

მოსკოვურ თასით მოსკოვური შეგესვა შხამი!

ჩემო კეთილო მეგობარო! დასთრგუნე ჟამი!

უკვდავი სულით უკრაინის ცად იტრიალე,

აიყოლიე კაზაკების გუნდი ფრთოსანი

და როცა ნახავ ყორღანს  გათხრილს და სატიალეს,

იტირე ერთგულ კაზაკებთან, რისხვით იალე

და მომიხილე შებორკილი ძმა და მგოსანი.

 

            ჯერ კი ისევ ძველებურად

            ფიქრებს, დარდებს მწარეს

             ვთესავ, - დაე, გაიზარდონ,

             ესაუბრონ ქარებს.

             უკრაინის წყნარი ქარი

             შენ იქ ჩამოგიტანს

              ჩემს ნაფიქრალს ნამთან ერთად...

              ძმური ცრემლის ღვრითა

              დაუდგები ჭირისუფლად,

                 წაიკითხავ, ვგონებ...

                 ზღვას, ყორღანებს, გაშლილ ტრამალს

                  და მეც მომიგონებ.

                                        1845 წ. 18 ნოემბერი,

                                                 პერეიასლავი 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq