საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

გეორგიკა > უცხოელები საქართველოს შესახებ

კავკასიის მზე

(ფრაგმენტი გიორგი ლასხიშვილის* მემუარებიდან)

 

 „ორიოდე სადგურის შემდეგ საპატიმრო ვაგონში შემოიყვანეს კიდევ ორი ტუსაღი. ერთ-ერთმა მათგანმა მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება: მაღალი, მშვენიერი ტანი, ჩვენებურად გამოწყობილი მოხუცი, იმერელ თავადად მივიღეთ. სალდათებმა იგი ჩვენთან დასვეს. აღმოჩნდა, რომ ახოვანი მოხუცი ყაბარდოელი იყო. მე პირველად ვხედავდი ჩრდილოკავკასიელს და ცნობისმოყვარეობით გამოვესაუბრე. რუსულად მშვენივრად ლაპარაკობდა, თითქმის უაქცენტოდ, და არცთუ მაინც და მაინც უსწავლელი იყო… მე გადაკვრით დავუწყე ლაპარაკი კავკასიის მდგომარეობაზე…

 როგორღაც უხალისოდ მაძლევდა პასუხს და მეც თავი დავანებე. მერე ჩვენ გამოგვკითხა ვინაობა. როცა გაიგო, ქართველები ვიყავით, სიამოვნება გამოაცხადა. კარგა ხნის სიჩუმის შემდეგ ღრმად ამოიოხრა და სთქვა:

 – როცა კავკასიის მზე ჩაესვენა, მთელი ჩვენი ქვეყანა მაშინ დაიღუპა. მე ვიფიქრე – შამილს გულისხმობს მეთქი და ამიტომ რაღაც იმის შესახებ ვკითხე.

 – არა, ყმაწვილო, – მიპასუხა მოხუცმა, მე შამილზე როდი მითქვამს. კავკასიის მზე – საქართველო იყო. საქართველომ თავი დაიღუპა და კავკასიაც თან გაიყოლია…

 მასთან საუბრის საღერღელი აგვეშალა, მაგრამ მეტი ხმა აღარ გაუცია ჩვენთვის...

---------------------------------------------------------------------------------------------------------

*გიორგი ლასხიშვილი (დ. 1866 – გ. 1931) - ქართველი პუბლიცისტი, რედაქტორი, საზოგადო მოღვაწე, სოციალისტ-ფედერალისტთა ერთ-ერთი ლიდერი.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე აპოლინარი, რავენელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 75)
23 ივლისს (5 აგვისტოს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მღვდელმოწამე აპოლინარის, რავენელი ეპისკოპოსის (+დაახლ. 75) ხსენების დღეს.
წმიდა მოწამენი ტროფიმე, თეოფილე და მათთან ათცამეტი მოწამე (IV)
23 ივლისი (5 აგვისტოს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამენი ტროფიმეს, თეოფილეს და მათთან ათცამეტი მოწამის (IV) ხსენების დღეს.
gaq