საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

გეორგიკა > უცხოელები საქართველოს შესახებ

ჰაინალკა ბაბირაქი
ირაკლი ჭიჭინაძე
ამ წერილში შევეხებით ერთ მეტად საინტერესო პიროვნებას, საქართველოს ჭეშმარიტ პატრიოტს და დიდ გულშემატკივარს, რომელიც მთელ თავის ცხოვრებას საქართველოს და ქართულ კულტურას უძღვნის. ეს გახლავთ უნგრელი ქართველოლოგი ქალბატონი ჰაინალკა ბაბირაქი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოსა და ქართველი ერის წინაშე, ამიტომაც აუცილებელია მის შესახებ საქართველოში რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს. ქალბატონი ჰაინალკა ბაბირაქი უდიდეს სამუშაოს ეწევა ქართული კულტურის წარმოსაჩენად უნგრეთის სინამდვილეში და უნგრელი ხალხის ცნობიერებაში. ამიტომაც მას ფასდაუდებელი ღვაწლი მიუძღვის ქართველი ერის წინაშე.

აი რას წერს იგი იმაზე, თუ როგორ აღმოაჩინა საქართველო:

“1985 წელს, როცა პირველად, ორიოდე დღით ჩამოვედი საქართველოში, ჭეშმარიტად შემიყვარდა დედამიწის ეს მშვენიერი მხარე. მერე რამდენიმე ხნით, საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებულმა მთავარმა სარედაქციო კოლეგიამ მომიწვია თბილისში. შემდეგ კი, უნგრეთის კულტურის სამინისტროს სტაჟიორად ჩამოვედი საქართველოში. ამჟამად, როგორც უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტი, ვმუშაობ სადისერტაციო თემაზე უნგრეთ-საქართველოს ლიტერატურული ურთიერთკავშირები მეოცე საუკუნეში. საქართველო თანდათან ჩემი მეორე სამშობლო გახდა და ასე დარჩება ბოლომდე. მადლობელი ვარ ყველა ჩემი პროფესორ-მასწავლებლის, რომლებიც მომეხმარნენ ქართული კულტურისა და ლიტერატურის ღრმად შეცნობაში. განსაკუთრებული მადლობა მინდა მოვახსენო გამომცემლობა “მერანის” კოლექტივს, რომელმაც შესაძლებლობა მომცა ქართველ მკითხველს გაეცნო ჩემი ლექსები, მათ შორის საქართველოში დაწერილი. მინდა მადლობა გადავუხადო ამ კრებულის მთარგმნელებს-პოეტებს: ვახტანგ ხარჩილავას, ვაჟა ხორნაულს, ბაღათურ არაბულს და ჩემს უახლოეს მეგობარს, მარინა ჩადუნელს, რომელმაც უნგრულიდან ამ ლექსების ქართული პწკარედი მოამზადა. მადლობელი ვარ ქართული მიწის, ქართველი ხალხის იმ დიდი საჩუქრისათვის, რომელსაც უსასრულო აღფრთოვანება ჰქვია” (”ცხოვრებიდან ცხოვრებამდე” - ჰაინალკა ბაბირაქი. გამომცემლობა მერანი, თბილისი, 1990).

ქალბატონ ჰაინალკას გამოქვეყნებული აქვს
(და დღემდე აქვეყნებს) უამრავი მეცნიერული ნაშრომი საქართველოს, საქართველოს ისტორიის, ქართული კულტურის შესახებ, ასევე მას დიდი წვლილი შეაქვს უნგრულ-ქართული ურთიერთობების გაღრმავებაში. 1997 წელს ბუდაპეშტში გამოსცა წიგნი: “უნგრეთ-საქართველოს ლიტერატურული ურთიერთკავშირები”



ეს ადამიანი აგრეთვე გახლავთ პოეტი, რომელსაც მთელი ციკლი აქვს ლექსებისა საქართველოზე. აი ერთ-ერთი მისი ლექსი 1990 წელს თბილისში გამოცემული წიგნიდან “ცხოვრებიდან ცხოვრებამდე”:


საქართველოში წავიდოდი

საქართველოში წავიდოდი, საქართველოში,
ველურ მთებზე რომ გადამეფრინა.
მახსოვს თვალები: შიგ გიზგიზა ცეცხლი
გეფინა,
მე იმ თვალების შესახედად,
იმ ველურ მთებთან შესახვედრად,
საქართველოში წავიდოდი, საქართველოში.

ვესტუმრებოდი კვლავაც თელავს
და შენს ტალავერს,
ვაზის ფოთლებში დასამალავად.
გავუსინჯავდი გემოს შენს ყურძენს,
დაგილოცავდი კერას და ფუძეს.
საქართველოში წავიდოდი, საქართველოში,
შენი ჭიდან წყლის ამოსაღებად,
დოქიდან ჩამოსასხმელად,
მცხუნვარე მზის ქვეშ დასადგომად,
“მრავალჟამიერის” გასაგონად,
საქართველოში წავიდოდი, საქართველოში.

ჩემს კოცნას სიტკბო რომ ჰქონოდა
იქაურ ლეღვის,
ჩემს ტანს მიმოხვრა რომ ჰქონოდა
ლერწმის და ვერხვის.
ცის ხელისგულზე,
სადაც თეთრი დგას ალავერდი,
მეთქვა, რაც მქონდა შესახვეწი და შესავედრი.
საქართველოში წავიდოდი, საქართველოში,
რომ მიმეტანა თმის ღერივით წვრილი სანთელი
წმინდა გიორგის საკურთხეველთან.

საქართველოში წავიდოდი,
სადაც რეკს გრემის
ზარი, რომელიც ბოხხმიანი ძმა არის ჩემი.
ის შემისრულებს ყველა თხოვნას და ყველა
სურვილს:
თავის შენს მხარზე დაყრდნობას,
შენი ცხელი ხელის ხელში აღებას,
შენთან ერთად სიმღერას.
ჭირშიც და ლხინშიც ერთად ყოფნას, ერთად წვალებას.
ერთად სიცოცხლეს, მერე ერთად გარდაცვალებას.

საქართველოში წავიდოდი, საქართველოში,
მოვილოცავდი ქართლის მთა-ველს, ნათლით შემოსილს.
შენი გიტარის ასაჟღერებლად,
შენი გიტარის ასაღელვებლად
და შენი ზამთრის გასაფურჩქნად
საქართველოში წავიდოდი, საქართველოში.
ანთია გულში თმის ღერივით წვრილი სანთლების
ალი, გვიღიმის წმინდა გიორგი.
შენ ხარ საუნჯე, ჩემი განძი, მანდ შენახული,
შენ ხარ ტაძარი, მე მორჩილი შენი მსახური:
და ყველა წმინდანს შევთხოვ, ყველა ლექსსა და
სტრიქონს,

მიშველეთ რამე, წამიყვანეთ საქართველოში
და დამეხმარეთ სიყვარული ვიწამო ღმერთად,
მე ვიყო მასში, სამუდამოდ ის იყოს ჩემთან.

საქართველოში წავიდოდი, საქართველოში,
ველურ მთებზე რომ გადამეფრინა.
მახსოვს თვალები: შიგ გიზგიზა ცეცხლი გეფინა,
მე იმ თვალების შესახედად,
იმ ველურ მთებთან შესახვედრად
საქართველოში წავიდოდი, საქართველოში…


(“ცხოვრებიდან ცხოვრებამდე” - ჰაინალკა ბაბირაქი. გამომცემლობა მერანი, თბილისი, 1990).

საქართველოსადმი მიძღვნილი კიდევ ბევრი უაღრესად საინტერესო ნაშრომი ელოდება გამოცემას.


2011 წლის 13 დეკემბერს, უნგრეთში, საქართველოს საელჩოში, ცნობილი უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის (ვეფხისტყაოსნის დღემდე საუკეთესო ილუსტრატორად აღიარებულ უნგრელი მხატვრის) ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე საქართველოს ელჩმა ზვიად ჭუმბურიძემ საელჩოს მედალი „საქართველოს მეგობარი“ დამსახურებულად გადასცა ქალბატონ ჰაინალკა ბაბირაქს, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოსა და უნგრეთს შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებაში.

რუსიფიკაციის ზეგავლენით 1945 წლის შემდეგ უნგრულად საქართველოს “გრუზია” ეწოდებოდა, სწორედ ამ ქალბატონის თავგამოდების (სხვადასხვა ინსტანციებში სიარულის და შემეცნებითი სტატიების გამოქვეყნების) შედეგია რომ წელიწად ნახევარზე მეტია საქართველო უნგრულად “გეორგია”-დ მოიხსენიება.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს სამეცნიერო წრეებისგან და ოფიციალური სტრუქტურებისგან მეცნიერი ქალბატონი იმსახურებს სათანადო ყურადღებას, ღირსეულ პატივისცემას. მინიმუმ 22 წლის არყოფნის შემდეგ ჩვენს განახლებულ ქვეყანაში მოწვევას და საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭებას.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა სტეფანე საბაწმინდელი (+794)
13 (26) ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა სტეფანე საბაწმინდელის (+794) ხსენების დღეს.
წმიდა მოწამე აკვილინა
13 (26) ივნისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე აკვილინა (+293) ხსენების დღეს
gaq