ნიკოლოზ დავითის ძე ჟევახოვი (1874-1946) იყო რუსეთის სახელმწიფო და რელიგიური მოღვაწე, ხელმწიფის კარის კამერ–იუნკერი, სინოდის ობერ–პროკურორის ამხანაგი. პოლტაველი მემამულის, დავით ჟევახოვის ვაჟი, რუსული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ეპისკოპოს იოასაფის ტყუპისცალი იყო, შთამომავალი ვახტანგ მეექვსის ამალაში მყოფ შიო(სიმონ) ჯავახიშვილისა, რომელიც მოგვიანებით პოლტავის მაზრაში დაემკვიდრა. ნიკოლოზმა 1898 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 1902 წლიდან არის პოლტავის გუბერნიის ერობის უფროსი. 1905 წელს მიაღწია სამოქალაქო მრჩევლის ტიტულს. იყო მემარჯვენე–კონსერვატიული მიმართულების საზოგადო და რელიგიური მოღვაწე. მისი ერთი უმთავრეს დამსახურებათაგანია მართლმადიდებლური სამყაროს წინაშე წმიდა იოასაფ ბელგოროდელის ხსოვნაზე ზრუნვა: 1906 წლიდან აგროვებდა მასალებს წმიდანის ცხოვრების შესახებ, რომელიც მას დედის მხრიდან შორეულ ნათესავად ერგებოდა. ითამაშა მნიშვნელოვანი როლი ამ წმიდანის საეკლესიო განდიდებაში 1911 წელს. გამოსცა წმიდანის ბიოგრაფია სამ ტომად. კიდევ ერთი დიდი დამსახურება მართლმადიდებლობის წინაშე მისი წმიდა ნიკოლოზის სამუდამო განსასვენებლისადმი გამოჩენილი ყურადღებაა და ამ წმიდანისათვის შესაფერი განსაკუთრებულ
 | | ნიკოლოზ ჟევახოვი რასპუტინთან და მის თაყვანისმცემლებთან ერთად (ზედა რიგში, მარცხნიდან მე-4) | ი პატივის მიგება იტალიის ქალაქ ბარში ტაძრისა და მეტოქის აგებით. 1910 წელს ქალაქ ბარში მოგზაურობის შემდეგ, მან მიაღწია წმიდა ნიკოლოზის განსასვენებლის მიმართ რუსული მართლმადიდებლური საზოგადოების ყურადღებას – საიმპერატორო მართლმადიდებლური პალესტინის საზოგადოების დადგენილებით 1910 წელს დეკანოზ ვოსტორგოვთან ერთად მივლინებული იყო ბარში (იტალია) მიწის ნაკვეთის ასარჩევად ტაძრისა და მეტოქისათვის, რუსეთიდან ჩასულ მომლოცველებისათვის. 1911 წლის იანვარში შეასრულეს დავალება. 1911 წლის მაისში გახდა ახლად გახსნილი ბარგრადის კომიტეტის წევრი. 9 მაისს ესწრებოდა ტაძრის და მეტოქის საძირკვლის ჩაყრას. დაინიშნა სამშენებლო კომისიის თავმჯდომარედ. ტაძრისა და მეტოქის მშენებლობაში დიდი დამსახურებისათვის 1914 წელს ებოძა კამერ–იუნკერის წოდება. 1917 წლის 1 იანვარს მიიღო კამერგერის წოდება; 1917 წლის 5 მარტიდან დაპატიმრებული იყო დროებითი მთავრობის განკარგულებით. განთავისუფლების შემდეგ, ბოლშევიკების დროს, 1920 წლის დასაწყისამდე ცხოვრობდა პიატიგორსკში, ყოფილ პეტროგრადელ მიტროპოლიტ, „რასპუტინელ“ პიტირიმთან. 1920 წლის იანვრიდან ემიგრაციაშია (სერბეთი, იტალია). 1920 წლის ოქტომბერში ხელმძღვანელობდა ბარში წმიდა ნიკოლოზის მეტოქს. საზოგადოებაში სარგებლობდა „რასპუტინელისა“ და „რეაქციონერის“ რეპუტაციით. თავის მოგონებები ს წიგნში დაწვრილებით აღწერა „წითელი ტერორი“. საზღვარგარეთ ჟევახოვი ცდილობდა ურთიერთობის დამყარებას სერბებთან – სლავური ნათესაობის, ხოლო გერმანელ მემარჯვენეებთან – ნაციონალისტობის ნიადაგზე – იგი ოცნებობდა მართლმადიდებლურ–მონარქისტული რუსეთის დიდსა და ნათელ მომავალზე. ამიტომაც, ამ მომავლის მოსაახლოებლად, ჟევახოვს მიიაჩნდა, რომ „სკოლის მოვალეობაა, არათუ მარტო მოსწავლის გონებრივი თვალსაწიერის გაფართოება და ცხოვრებისათვის სასარგებლო ცოდნის დაგროვება, არამედ ამ ცოდნის გამოყენება სიკეთისა და ცხოვრებისეული სიმართლისათვის“. იგი თვლიდა, რომ: „სიტყვა „პროგრესი“ გამოგონილია, არათუ მხოლოდ არარელიგიური ადამიანების მიერ, რომელთაც სურდათ მიწასთან გაესწორებინათ რელიგია და მოეკლათ რწმენა, არამედ „რეაქციონერის“ მეტსახელი დაიმსახურა ყველა იმ ადამიანმა, ვინც მიჰყვებოდა ქრისტეს მცნებებს და იბრძოდა ყოველივე იმის წინააღმდეგ, რაც ანგრევდა ეკლესიის და სახელმწიფოს საფუძვლებს და“პროგრესის“ ნიღაბქვეშ იმალებოდა.“ და, რაც მთავარია , ჟევახოვს, რომლის ცხოვრებაც, მისეული განსაზღვრებით, „იყო ერსა და მონასტერს, დედამიწასა და ზეცას შორის“, მტკიცედ სწამდა, რომ : „რევოლუცია – ეს არის ღვთიური სასჯელი უფლის მცნებებსა და კანონებზე გადაცდომისათვის“. |