საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

გეორგიკა > ქართველები უცხო ხალხის სამსახურში

ვერა ფაღავა(1907–1988) – მხატვარი

ვერა ფაღავა იყო ქუთაისის საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარის, მექი ფაღავას შვილიშვილი. მამა ჰყავდა  ადვოკატი, დედა – პედაგოგი. 1920 წელს მამამ ცოლ–შვილი დასავლეთ ევროპაში წაიყვანა და საქართველოში გასაბჭოების მერე უკან აღარ დაბრუნებულან. 1923 წლიდან ოჯახი მკვიდრდება პარიზში.

ვერა 1926–33 წლებში სწავლობდა  დეკორატიული ხელოვნების სკოლაში, 1932 წლიდან ჩაირიცხა რანსონის კერძო აკადემიაში, სადაც ეუფლებოდა ფრესკულ ფერწერას როჟე ბისიერთან.  ომის დროს ეწეოდა ექთნობას.

1943 წელს  გაეცნო ჟანა ბუშეს, რომელმაც მოაწყო მისი და დორა მაარის ნამუშევრების გამოფენა მონპარნასის ბულვარში. მას შემდეგ მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო 1952–55 წლებში პიტსბურგში, 1953–58 წლებში ბრიუსელში, 1966 წელს ვენაში, აგრეთვე ბერლინში, სტოკჰოლმში, დიუსელდორფში, ტურინში, რომში... მისი ნახატები შეძენილი აქვთ შვედეთისა და გერმანიის მუზეუმებს, ხოლო პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ციურიხის, ლოზანის და დიჟონის მუზეუმებში ვერა ფაღავას ნამუშევრები წარმოდგენილია მუდმივ ექსპოზიციებში. ფაღავასეული ვიტრაჟები მიჩნეულია ნამდვილ შედევრებად.

„ლე მონდის“ აღიარებით: „ვერა ფაღავას ნახატები ნამდვილი სიმდიდრეა“. ბელგიური პრესა წერდა მასზე:“ვერა ფაღავა ხელოვანია გასაკვირი ნიჭიერებით. მისი სურათები მარტივია, რათა დაგიპყროთ თავიანთი უბრალოებით“.

1958 წელ

ს ბრიუსელის გამოფენაზე, რომელზეც მხოლოდ სამ მხატვარ ქალს მიუღია მონაწილეობა (ფრანგს, შოტლანდიელს და ქართველს), ვერა ფაღავა ვატიკანის პაპის იოანე XXIII-ის ოქროს მედლით დაუჯილდოვებიათ  ხეზე შესრულებული ფრესკა–პანოსათვის „ამაღლება“.

ვერა ფაღავა გარდაიცვალა 1988 წელს, 80 წლის ასაკში.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq