საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

გეორგიკა > ქართველები უცხო ხალხის სამსახურში

ქართველები უცხო ხალხის სამსახურში
ჟან დე სამსუა - ”მარიამ იაკობის ასულის პორტრეტი”

1712 წლის 19 დეკემბერს დაიბადა გიორგი ბატონიშვილი (გ. 19 დეკემბერი. 1786), მოსკოვის ქართული კოლონიის მეთაური XVIII საუკუნის II ნახევარში, რუსეთის არმიის გენერალ-ანშეფი, ვახტანგ VI-ის ძე.

1724 წელს  მამასთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად იგი რუსეთს გაემგზავრა და დამკვიდრდა მოსკოვში. აქ საიმპერატორო კარზე შეისწავლა ფილოსოფია, ისტორია, სამხედრო ხელოვნება; წერდა ლექსებსაც.

რუსეთ-შვედეთის ომის (1741-1743) დროს გიორგი ბატონიშვილი ფლოტს მეთაურობდა. თავი გამოიჩინა რაინის კამპანიაში (1741-1748), შვიდწლიან ომში (1756-1763). დაჯილდოებული იყო ალექსანდრე ნეველისა და წმინდა ნინოს ორდენით.

ბაქარის გარდაცვალების შემდეგ (1750) გიორგი ბატონიშვილი მოსკოვის ქართული კოლონიის ფაქტობრივი მეთაური გახდა. მას ახლო და საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა მოსკოვის უნივერსიტეტის მესვეურებთან, მატერიალურადაც ეხმარებოდა უნივერსიტეტს (1785 წელს უნივერსიტეტისათვის გადაუცია 10 ათასი მანეთი).

 მოსკოვში მის სახლში თავს იყრიდნენ რუსეთისა და საქართველოს მოწინავე ინტელიგენციის წარმომადგენლები. თანამედროვეთა ცნობით, გიორგი ბატონიშვილი საქართველოში მეცნიერების გავრცელების დიდად მოსურნე და ნივთიერი ხელშემწყობი ყოფილა. დაკრძალულია მოსკოვის ქართველთა ნეკროპოლში - დონის მონასტერში.

ცოლად ჰყავდა მარიამ იაკობის ასული დოლგორუკოვა.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq