საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

გეორგიკა > ქართველები უცხო ხალხის სამსახურში

ქართველები უცხო ხალხის სამსახურში - ხურშიდ ფაშა, აჰმედი (გარდ. 1822)

ხურშიდ ფაშა იყო XIX საუკუნის დასაწყისის თურქული პოლიტიკის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, ბავშვობაში ტყვედ გაყიდული ქართველი. ხურშიდმა ქუჩუკ ჰუსეინის მფარველობით მიიღო მირმირანის ჩინი, შემდეგ სწრაფად დაწინაურდა და ეკავა ეგვიპტის ფაშის, მორეის, ნიშის და რიგ სხვა პროვინციათა გუბერნატორის პოსტები; დანიშნული იყო ალექსანდრიის კომენდანტად.

1809 წლის მარტში გაგზავნილი იყო სერბეთში, რათა ჩაექრო ყარაგიორგის ხელმძღვანელობით მიმდინარე აჯანყებები. 1812 წლის 5 სექტემბერს არჩეულ იქნა დიდვეზირად და ამ პოსტზე რჩებოდა 1815 წლის 1აპრილამდე. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის იმყოფებოდა სერბულ კამპანიაში მხედართმთავრის (სერასკირის) თანამდებობაზე და თავისი მეთაურობა აღნიშნა ბელგრადის მეორედ აღებით 1813 წლის ოქტომბერში. იმავე წელს დანიშნული იყო ბოსნიის გუბერნატორად და ამ პოსტზე მყოფი,  წარმატებით გაუმკლავდა მილოშის ხელმძღვანელობით მომხდარ მეორე სერბულ აჯანყებას.

ხურშიდ ფაშა ხელმძღვანელობდა  მხედრობას, რომელიც იბრძოდა 1820 წელს ალი ფაშა იანინელის (ალბანელის) წინააღმდეგ, რომელიც  ერთი წლის მანძილზე, ბერძნებთან შეერთებული კავშირით ამბოხებული იყო სულთნის წინააღმდეგ. თურქულმა არმიამ  ალყა შემოარტყა  მეამბოხეებს, რაც დაახლოებით ერთ წელს გაგრძელდა და ბოლოს ქალაქის კაპიტულაციით დამთავრდა. სულთანმა ალი ფაშას გაუგზავნა დელეგაცია შეწყალების სიგელით, მაგრამ სწორედ ამხანად მას თავს დაესხნენ  და  დაცვის წევრებთან ხანმოკლე შებრძოლების შემდეგ  თავი გააგდებინეს.  თავი ხურშიდ ფაშამ  სულთანს გაუგზავნა და  ამ წარმატების შემდეგ მისი ვარსკვლავი კვლავ აკაშკაშდა თურქეთის კაბადონზე. რაც შეეხება თავს, იგი სამი დღე იყო გამოდებული სტამბოლის მოედანზე.

ამასობაში თურქების წინააღმდეგ ძალას იკრებდა ბერძენთა აჯანყება ცენტრალურ საბერძნეთში. ხურშიდმა თავი მოუყარა 80000–იან არმიას და მოემზადა ლაშქრობისათვის, მაგრამ ამ დროს მოხდა კატასტროფა ხურშიდის ცხოვრებაში –  მისი სახელ–დიდების გამო შურით აღვსილმა  პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა, რომლებიც შიშობდნენ, რომ ალი–ფაშას დამარცხების შემდეგ ბერძნებზე მოპოვებული შესაძლო გამარჯვება უსაზღვრო ძალაუფლებას მოუპოვებდა ხურშიდს, ალი ფაშას საგანძურის დიდი ნაწილის მითვისება დააბრალეს და გადააყენეს თანამდებობიდან.

მას შემდეგ კი, რაც სტამბოლში მოვიდა ინფორმაცია ბერძნების წინააღმდეგ წარგზავნილი თურქული ექსპედიციების  წარუმატებლობათა შესახებ, სულთანმა უბრძანა ხურშიდს, თავად აეღო ხელთ ბრძოლის სადავეები.  მტრები კი კვლავ ფხიზლობდნენ და ეძებდნენ ხურშიდის დაღუპვის საშიუალებას. ხურშიდმა მათ ამის საშუალება არ მისცა – მან თვით მოიკლა თავი საწამლავით 1822 წლის 30 ნოემბერს. 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq