საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

გეორგიკა > ქართველები უცხო ხალხის სამსახურში

ხუსრეფ ფაშა (1765 - 1855) – ოსმალეთის დიდვეზირი

ხუსრეფ ფაშა დაიბადა საქართველოში. ბავშვობაში მომავლის კიდევ ერთ გამოჩენილ პირთან, კაპუდან ფაშა კიუჩუკ ჰუსეინთან ერთად იზრდებოდა. შემდეგში კი პირველი მეორის ხაზინადარი გახდა.

1804 წლიდან ეგვიპტის ფაშაა. მას წინ აღუდგა მეჰმეტ–ალი, მისგანვე დანიშნული კაიმაკამად და აიძულა უარი ეთქვა ეგვიპტის მმართველობაზე (1806). ხოსრევ ფაშა დაბრუნდა თურქეთში.

ეგვიპტიდან დაბრუნების შემდეგ მიყოლებით იყო კაპუდან–ფაშა, ტრაპიზონის გუბერნატორი  და სპარსეთის საზღვრებზე ჩაყენებული ჯარების გენერალისიმუსი. მორეიას ომის დროს მეორედ გახდა დიდი ამირბარი. შემდეგ იყო სრუტეების გენერალური ინსპექტორი (ბოღაზ–ნაზირი) და, ბოლოს, 1827 წელს, ოსმალეთის იმპერიის არმიების სერასკირი, ე.ი. გენერალისიმუსი და, თანვე ებოძა სამხედრო მინისტრის პორტფელი.

სერასკირად – სამხედრო მინისტრად – დანიშნულმა, გერმანელი ინსტრუქტორების დახმარებით მოახდინა არმიის რეორგანიზაცია.

1838 წლიდან დიდვეზირია. მაჰმუდ მეორის სიკვდილის შემდეგ (1839) გარკვეული დროის მანძილზე იყო ქვეყნის ფაქტიური მმართველი. თუმცა, ორ წელიწადში  დაატოვებინეს თანამდებობა და გადაასახლეს როდოსტოში, შემდეგ შეიწყალეს და ერთხანს იყო უპორტფელო მინისტრი. გარდაიცვალა 1855 წელს.

როგორც სხვა მისი თვისტომნი, ისიც უფრო ენდობოდა  თანამემამულეებს – სილაჰდარად მას ჰყავდა ლაზი მუჰამედ ადა.

ჭაბუკობიდანვე დიდი ჭკუითა და უნარით გამოირჩეოდა. როგორც ჯაბარტი აღნიშნავს: „ჰქონდა კეთილშობილური მანერები და მომხიბვლელობა უცხოებთან ურთიერთობაში; სიამაყე – თავისიანების წინაშე...ამჟამად (1838წ.) მეტისმეტი ხანდაზმულობის გამო ჩამოშორებულია მოღვაწეობის ცენტრს, მაგრამ ჟერ კიდევ ინარჩუნებს იმპერიის გენერალთა მამასახლისის როლს, პირველი რანგის გენერლის ტიტულს და სერასკირის შეუწყვეტელ ჯამაგირს. იგი ისევ სული და გულია ოსმალეთის კაბინეტის და ითვლება მაჰმუდის რეფორმების უაღრესად გულმოდგინე მიმდევრად“.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე აპოლინარი, რავენელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 75)
23 ივლისს (5 აგვისტოს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მღვდელმოწამე აპოლინარის, რავენელი ეპისკოპოსის (+დაახლ. 75) ხსენების დღეს.
წმიდა მოწამენი ტროფიმე, თეოფილე და მათთან ათცამეტი მოწამე (IV)
23 ივლისი (5 აგვისტოს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამენი ტროფიმეს, თეოფილეს და მათთან ათცამეტი მოწამის (IV) ხსენების დღეს.
gaq