საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

გეორგიკა > ქართველები უცხო ხალხის სამსახურში

მიხეილ მიხეილის–ძე ანდრონიკოვი (1875-1919) – რუსეთის სახელმწიფო მოხელე, ტიტულარული მრჩეველი, პუბლიცისტი და გამომცემელი), ცნობილი ავანტურისტი

მამამისი, ქართველი თავადი მიხეილ ანდრონიკოვი, ოფიცრად  მსახურობდა რუსეთის არმიაში, მონაწილეობდა რუსეთ–თურქეთის ომში. იყო დიდი მთავრის, მიხეილ ნიკოლოზის–ძის ადიუტანტი. დედამისი – უნგერნ–შტერნბერგი – ბარონესა იყო.

       ანდრონიკოვ უმცროსი გერმანიაში დაიბადა და გაიზარდა. რუსეთში იგი ახალგაზრდობის წლებში ჩამოვიდა და „რუსი ხალხის კავშირს“ დაუახლოვდა, მეგობრობდა პეტროგრადის ქალაქის თავთან, ფონ დერ ლაუნიცთან, გამოსცემდა გაზეთს „გოლოს რუსსკოგოს“.

        1897 წლიდან 1914 წლამდე თანამშრომლობდა შინაგან საქმეთა ორგანოებთან. იყო ლამერ–იუნკერი, ტიტულარული მრჩეველი, საგანგებო დავალებათა ზესაშტატო მოხელე წმიდა სინოდის ობერ–პროკურორთან (1914–16). ვიტეს პრემიერობის დროს (1905–05) არაერთგზის იგზავნებოდა გერმანიაში საგანგებო დავალებებით. პირადი ნაცნობობა ჰქონდა იმპერატორ ვილჰელმ П –სთან. ამიტომაც იყო, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს, გერმანოფილობის ბრალდებით, იმყოფებოდა სამხედრო უწყების ზედამხედველობის ქვეშ. (ცნობილია ანდრონიკოვის სიტყვა, კაიზერთან დაზავებასთან დაკავშირებით: „ნუ დაივიწყებთ, ბატონებო 1905 წელს. ჩემი აზრით, უმჯობესია გერმანელებმა მოგვჭრან კუდი, ვიდრე ჩვენმა გლეხებმა თავი“).

        მოგვიანებით დაუახლოვდა გრიგორი რასპუტინს და გახდა მისი უშუალო კონსულტანტი საკადრო დანიშვნებისა და სახელისუფლებო სტრუქტურებთან ურთიერთობის სფეროში.  იგი თავის ოთახს საგანგებოდ უთმობდა რასპუტინს, ეპისკოპოს ვარნავასთან,  შინაგან საქმეთა მინისტრ ხვოსტოვთან და საიდუმლო მრჩეველ ბელეცკისთან შესახვედრად.

        მეფის კარზე მიღებული რელიგიურობის მიმართ უნისონში ფეხის ასაწყობად და საკუთარი ღვთივსათნომყოფელობის ხაზგასასმელად, საკუთარ საძინებელში, ფარდის მიღმა სამლოცველო ჰქონდა მოწყობილი –  დიდი ჯვარცმით, ანალოგიით, მაგიით ნაკურთხი წყლისათვის და ა.შ. ხოლო იმავე საძინებელში, შირმის მეორე მხარეზე, ორადგილიან საწოლზე  იღებდა საპროტექციოდ მოსულ მთხოვნელებს.

     „თანდათანობით ანდრონიკოვმა რასპუტინის ნდობა დაიმსახურა და შემდეგში მისი ერთ–ერთი ყველაზე ახლობელი და ნდობით აღჭურვილი პირი გახდა. „სულმდაბალი პიროვნებაა“ – თქვა ანდრონიკოვის შესახებ ყოფილმა პრემიერმა ს.ი. ვიტემ. მწერალ კასვინოვის დახასიათებით: „თითქოს არც ჯაშუში იყო, არც გაიძვერა. სულ რაღაცას ჯახირობდა, ფლიდობდა, ინტრიგნობდა; ერთმანეთის წინააღმდეგ აქეზებდა ადამიანებს.“

     რასპუტინის ბინაზე კი ანდრონიკოვი აწყობდა ქეიფებს ოფიცრებისათვის –  ახვედრებდა ქალებს და მათი მეშვეობით სცინცლავდა უკანასკნელ მონაცემებს ჯარების მდგომარეობის შესახებ. იგი ოსტატურად იყენებდა თავადის ტიტულს და ნაცნობობას ამყარებდა ქალაქის ოფიცრობასთან, შესაფერის კომპანიონებს ეძებდა რესტორნებში – „ასტორიასა“ და „ევროპაში“. დაეპატრონა  თუ არა სასტუმრო „ელგიას“ ნომერს, თეჯირს მიღმა  მოაწყო კერძო საქმის წარმოება; ადგენდა ცნობებს რუსეთში მოხვედრილ გერმანელ ტყვეებზე.

    1916 წელს რასპუტინი და ანდრონიკოვი დაემდურნენ ერთმანეთს, რის შემდეგაც ამ უკანასკნელს ალექსანდრა ფეოდოროვნამაც ალმაცერად დაუწყო ყურება.1917 წელს, ეჭვმიტანილი იყო გერმანელთა სასარგებლოდ ჯაშუშობაში და აეკრძალა ცხოვრება  სამხედრო მდგომარეობაში მყოფ ორივე დედაქალაქში. მეფემ ბრძანა, ანდრონიკოვი რიაზანში გადაესახლებინათ. 07.02.1917 წ. თვითნებურად დაბრუნდა მოსკოვში. დროებითი მთავრობის საგანგებო სამძებრო კომისიის წარდგინებით 1917 წლის 23 მარტიდან 1 ივლისამდე იმყოფებოდა საპატიმროში – პეტრეპავლეს ციხის ტრუბეცკის ბასტიონში..

         ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ, ლენინისა და ძერჟინსკის რეკომენდაციით, ძველი დამსახურებებისათვის, დაინიშნა  კრონშტადტის ЧК –ს უფროსად (დიდი თანხის გადახდის საფასურად, საბჭოთა რუსეთის დატოვების მსურველთაგან ფინანსური შემოდინებების ასაკრეფად). გამოიჭირეს მსხვილ მექრთამეობაში. დიდი მთავრის, ალექსანდრესა და მისი მეუღლის – ქსენიასაგან ოქროთი 2 მილიონის აღების შესახებ გაიგო ВЧК –ს თავმჯდომარის მოადგილემ, გლებ ბოკიმ და გერმანიის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაიხვრიტა ბოლშევიკების ხელისუფლების მიერ, თუმცა, რეალურად უფრო შეესადაგებოდა ფინანსური აფერისტობისათვის.

          მისი, როგორც რასპუტინთანმ დაახლოებული  პიროვნების სურათი  დახატულია რუსი მწერალ–ისტორიკოსის, პიკულის რომან „არაწმინდა ძალაში“.  არ არის გამორიცხული, რომ ჯავახიშვილის „კვაჭი კვაჭანტირაძის“ კომპლექსური ფსიქო–ფიზიკური ხასიათის მქონე მთავარი გმირის ერთ–ერთ პროტოტიპადაც მოიაზრებოდეს.

 

სურათზე: ციხე, სადაც იხდიდა პატიმრობას ანდრონიკოვი

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq