საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

გეორგიკა > ქართველები უცხო ხალხის სამსახურში

გალაქტიონ ალფაიძე(1916–2006) – საბჭოთა კავშირის გმირი, გენერალ–ლეიტენანტი

      სოფელ კურსებში დაბადებული გლეხის შვილი ყმაწვილობიდან ოცნებობდა სამხედრო კარიერაზე – მისი იდეალი იყო პეტრე ბაგრატიონი. 1938 წელს ჩაირიცხა ამიერკავკასიის ფეხოსანთა სკოლაში, რომელიც შემდეგ საარტილერიო სასწავლებლად გადაკეთდა.

     ომის დაწყებისათვის ლეიტენანტი ალფაიძე ბატარეის მეთაურია.1943 წლის სექტემბერში ის უკვე საარტილერიო პოლკის მეთაურის მოადგილეა. 53–ე მსროლელი დივიზიის მედესანტეები ახდენდნენ დნეპრის ფორსირებას ვერხნედნეპროვსკის რაიონში. პოლკის მთელი შეიარაღება იყო მარჯვენა ნაპირის პლაცდარმზე. მეთაური დაიჭრა და პოლკის მეთაურობა ჩაიბარა ალფაიძემ. ისიც დაიჭრა, მაგრამ ბრძოლის ხელმძღვანელ;ობა არ შეუწყვეტია. მტერმა ვერ შეძლო მედესანტეების დნეპრში ჩაყრა. პირიქით, ეს უკანასკნელნი გადავიდნენ გადამწყვეტ შეტევაზე.

      1943–45 წლებში  ალფაიძე უკვე  საარტილერიო პოლკის მეთაურია.  1945 წელს, თებერვალში, ჰიტლერელებმა  განწირული სულისკვეთებით  განახორციელეს შემოტევა, რათა არ დაეშვათ საბჭოთა ჯარები ავსტრიაში. აღმოსავლეთისკენ გადმოსროლილ ფაშისტების სატანკო შენაერთებს  ჰქონდათ ღამის ხედვის ხელსაწყოები. დღისით განცდილი წარუმატებლობის   შემდეგ გერმანელებმა მოულოდნელი ღამის შეტევა წამოიწყეს. მათ წინ იდგა გალაქტიონ ალფაიძის საარტილერიო პოლკი. ალფაიძემ იცოდა, ტანკებისათვის ცეცხლის გახსნას ღამით მხოლოდ მათი დისლოკაციის გაცემა შეეძლო და მტერსაც ვერ მოუტანდა ზიანს. საჭირო იყო გამოსავლის პოვნა და ალფაიძემ მიაგნო – ნეიტრალურ ზოლში მოჩანდა თივის ზვინები. მეთაურის ბრძანებით, არტილერისტები მიეპარნენ მათ და ცეცხლი წაუკიდეს. ღამის ბრძოლაში მისმა საარტილერიო პოლკმა ათი ფაშისტური „ვეფხვი“ დაწვა და  ათამდე სატყვიამფრქვევო „ბუდე“ გაანადგურა.  ალფაიძე დაიჭრა, დროებით დაკარგა სმენა, მაგრამ დაჭრილი, ადიუტანტის დახმარებით, ბოლომდე ხელმძღვანელობდა ბრძოლას. ამ თავდადებისათვის მას საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.

     1957 წელს გახდა საარტილერიო დივიზიის მეთაური; 1959 წელს დაინიშნა კაპუსტინ–იარის რაიონში სახელმწიფო ცენტრალური პოლიგონის უფროსის პირველ მოადგილედ.

     60–იანი წლების დასაწყისში სსრკ–ში ინტენსიურად წარმოებს მუშაობა კოსმოსური სივრცეების ასათვისებლად. ბაიკონურის და კაპუსტინ–იარის სიმძლავრეები არ არის საკმარისი; დგება საკითხი ჩრდილოეთში ახალი პოლიგონის გახსნის შესახებ.

       რით იყო პოლიგონის უკიდურეს ჩრდილოეთში მშენებლობა განპირობებული? ჯერ ერთი – სსრკ სამხრეთში ბაზის მშენებლობა სარისკო იყო „ნატოს“ მხრივ სამიზნედ ქცევის თვალსაზრისით;  მეორე – ტაიგაში ასეთი დიდი კომპლექსის დაფარვა უფრო ადვილი უნდა ყოფილიყო, ვიდრე დონის ან ყუბანის ტყესტეპებში და ბოლოს მესამეც – თუ საჭირო იქნებოდა, აქედან ყველაზე კარგად შეეძლოთ საბჭოთა რუსებს, დაეცხოთ  ამერიკის შეერთებული შტატებისათვის!

        1962 წელს  ალფაიძე  ხელმძღვანელობს ექსპედიციას რაკეტებისა და კოსმოსური აპარატების ახალი საცდელი პოლიგონის ამოსარჩევად. 1963 წლის იანვარში სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება სარაკეტო და კოსმოსური შეიარაღების ახალი სამეცნიერო–საკვლევი საცდელი პოლიგონის შექმნის თაობაზე. ამ დროს პლესეცკში იყო ობიექტი „ანგარა“, რომელიც  სარაკეტო ტექნიკის განვითარებისა და ახალი შეიარაღების კვალობაზე კარგავდა თავის მნიშვნელობას. ალფაიძის შორსმჭვრეტელობამ და გამოცდილებამ  დაარწმუნა გენერალური კონსტრუქტორი სერგეი კოროლიოვი, რომ ახალი სამეცნიერო საცდელი პოლიგონი სწორედ“ანგარას“ ბაზაზე და მის სასტარტო მოედნებზე უნდა დაეფუძნებინათ, კოსმოსური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსებად მათი წინასწარ გადაკეთების გზით. ამდენად, პოლიგონად შეირჩა პლესეცკის რაიონი არხანგელსკის ოლქში. გალაქტიონ ალფაიძე დაინიშნა კოსმოდრომ პლესეცკის სამეცნიერო–საკვლევი საცდელი პოლიგონის უფროსად. სამსახურებრივი მოვალეობის მიხედვით, აწ უკვე გენერალ–ლეიტენანტ ალფაიძეს უხდებოდა ყოფილიყო ახალი სარაკეტო და კოსმოსური ტექნიკის გამოცდების უშუალო მონაწილე.

       მისი ღვაწლით აშენდა უკვე არსებულ ბაზაზე ახალი საცდელი კორპუსები, ჩატარდა ძველის რეკონსტრუქცია და ახალი სასტარტო კომპლექსების შექმნა. უკვე 1965 წელს ტაიგის სიჩუმე დაარღვია სტარტს მოწყვეტილი რაკეტების ხმაურმა. პირველი გაფრენა 1966 წლის 17 მარტს განხორციელდა – მოსკოვის დროით 13 საათსა და 28 წუთზე. გაუშვეს რაკეტა–მატარებელი „ვოსტოკ–2“, რომელმაც  ორბიტაზე გაიყვანა დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი „კოსმოს 112“.  სწორედ გალაქტიონ ალფაიძე  ხელმძღვანელობდა პირველი კოსმოსური აპარატის გაშვებას ახალი კოსმოდრომიდან და პირველი მყარსათბობიანი რაკეტისას –  ნოემბერში. 13 წლის მანძილზე მისი უშუალო ზედამხედველობის ქვეშ განხორციელდა  460 რაკეტა–მატარებლის გაშვება, საბრძოლო რაკეტების 4 ტიპის გამოცდა. პირველი კოსმოსური სტარტიდან ერთი წლის შემდეგ პლესეცკის სარაკეტო პოლიგონი  გახდა ავტომატური კოსმოსური აპარატების გაშვების ძირითადი ადგილი სსრკ–ში.

    1968 წლიდან დაიწყო კოსმოდრომ „პლესეცკის“ საერთაშორისო პროექტები კოსმოსური სივრცის კვლევის ფუნდამენტალურ და გამოყენებით სფეროში.

     ქალაქ მირნის მცხოვრებნი დღემდე ამაყობენ თავიანთი პლესეცკის კოსმოდრომით და თანამოქალაქე ალფაიძით. მასზე ბევრი ტყუილ–მართალი დადის ქალაქში. ერთ ასეთ შემთხვევას ჰყვებიან: მირნიში ხშირად ხვდებოდნენ  მრეწველობის სხვადასხვა დარგის მუშაკები – საცხოვრებლად და სამუშაოდ. ერთი ასეთი სტუმარი დიდხანს ეძებდა თურმე ადგილს, სად დაელია და კარგად დაესვენა. (ეს ის დროა, როდესაც მირნიში მშრალი კანონია გამეფებული). ვიღაცას ხუმრობით მიუსწავლებია ლენინის ქუჩის 25–ე სახლზე – იქ ერთი ქართველი ჭაჭას ყიდისო. ეს საწყალი შეუპატიჟებიათ სახლში, უმასპინძლიათ, უჭმევიათ და 4 საათის მერე გაუპანღურებიათ ქალაქიდან. არ სცოდნია ქალაქის სტუმარს, რომ კოსმოდრომის უფროსის, ალფაიძის ოჯახში მოხვდა, რომლის უშუალო ბრძანებითაც,  „запрещал в городе спиртное на неделе распивать“.

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე აპოლინარი, რავენელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 75)
23 ივლისს (5 აგვისტოს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მღვდელმოწამე აპოლინარის, რავენელი ეპისკოპოსის (+დაახლ. 75) ხსენების დღეს.
წმიდა მოწამენი ტროფიმე, თეოფილე და მათთან ათცამეტი მოწამე (IV)
23 ივლისი (5 აგვისტოს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამენი ტროფიმეს, თეოფილეს და მათთან ათცამეტი მოწამის (IV) ხსენების დღეს.
gaq