საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

გეორგიკა > ქართველები უცხო ხალხის სამსახურში

მიხეილ გრიგორაშვილი (1888, დერბენტი – 1953, ნიუ-ჯერსი)

გამოჩენილი ქართველი ავიაინჟინერი; რუსეთის იმპერიის, ა.შ.შ. და კანადის ავიაციის ერთ-ერთი პიონერი.

      მიხეილ გრიგორაშვილი დაიბადა ქ. დერბენტში, რუსეთის იმპერიაში. სანქტ-პეტერბურგის კავშირგაბმულობის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა პილოტების ინსტრუქტორად. პირველი მსოფლიო ომის დროს ოფიცრად მსახურობდა რუსეთის იმპერიის არმიაში. 1917 წ. რუსეთის ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში, ახლადშექმნილ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში და მუშაობა განაგრძო კავშირგაბმულობის სამინისტროში გზების ინჟინრად. საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ გადასახლდა შეერთებულ შტატებში. მიხეილ გრიგორაშვილმა ა.შ.შ.-ს მოქალაქეობა მიიღო 1926 წ., ხოლო თავისი გვარი, ისევე, როგორც სხვა ქართველმა ემიგრანტებმა, შეამოკლა.

      მიხეილ გრიგორმა მუშაობა დაიწყო როდ-აილენდის საავიაციო ქარხანაში. 1921 წ. ახალგაზრდა ქართველი ავიაკონსტრუქტორი დიზაინერად მიიწვია დეითონ-რაითის კომპანიამ, ხოლო 1923 წ. - კურტის-რაითმა. 1934 წ. მიხეილ გრიგორმა დააარსა თავისი ფირმა - Gregor Aircraft-ი და გამოუშვა ორიგინალური მსუბუქი თვითმფრინავი GR-1. ორი წლის შემდეგ მიხეილ გრიგორმა Canadian Car and Foundry-სთვის შექმნა ბიპლანი გამანადგურებელი FDB-1. მოწინავე ტექნოლოგიისა და ინოვაციური დიზაინის მიუხედავად, თვითმფრინავს მყიდველი არ გამოუჩნდა, ხოლო ერთადერთი პროტოტიპი ხანძრის დროს დაიწვა 1945 წ.

       ორმოციან წლებში მიხეილ გრიგორი წამყვან დიზაინერად მუშაობდა კომპანია Chase Aircraft-ში. გარდაიცვალა 1953 წ. თრენთონში, ნიუ-ჯერსი.

სურათზე: მიხეილ გრიგორი (მარჯვნივ) FDB-1 გამანადგურებელთან, 1936 წ.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq