საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

გეორგიკა > ქართველები უცხო ხალხის სამსახურში

ბოგდან გურჯიცკი ( XVII ს. მეორე ნახევარი)

      XVII საუკუნეში პოლონეთის მეფის იან კაზიმეჟის ელჩთა შორის განსაკუთრებით საინტერესო ფიგურას წარმოადგენს ეროვნებით ქართველი, პოლონურ ისტორიოგრაფიაში ბოგდან გურჯიცკის სახელით ცნობილი პირი, რომელიც თითქმის ოცდაათი წლის განმავლობაში ასრულებდა პოლონეთის მეფის მუდმივი რეზიდენტის მოვალეობას შაჰის კარზე. პოლონურ ლიტერატურაში ბოგდან გურჯიცკი, იგივე ბუხტამ-ბეგი, ბურბინ ბუგდან-ბეგი, ბოგდან სპარსი, ბოგდან გურჯი, სამეფო ჯარების როტმისტრი, პოლონეთის სამსახურში მყოფი, შემდეგში ცნობილი დიპლომატი, დახასიათებულია, როგორც საერთაშორისო პოლიტიკაში გარკვეული პიროვნება, აღმოსავლური და ევროპული ენების და სამხედრო საქმის საუკეთესო მცოდენე.

      თავდაპირველად გურჯიცკი ქართველი მეფის სამსახურშია, XVII ს. II ნახევრიდან კი პოლონეთში იმყოფება. 1662 წლიდან პოლონეთის სამეფო ჯარების როტმისტრია. ამ პერიოდის სამხედრო კამპანიების დროს გამოჩენილი მამაცობისათვის პოლონეთის 1666 წლის ნოემბერში სეიმის სამხედრო ხელმძღვანელობას ბოგდან გურჯიცკის ჯილდოდ მოუთხოვიათ მისთვის აზნაურობის მინიჭება. მაგრამ როგორც ჩანს, ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა. მხოლოდ 1676 წელს ბოგდანმა და მასთან ერთად მისმა ძმამ ფარსადანმა მიიღეს აზნაურობა (შლიახტიჩობა). ეს წოდება დადასტურებულია 1676 წ პოლონეთის საკორონაციო სეიმის კონსტიტუციით. ამ დროისათვის მიიღო მან მამულები ლენჩიცკის რაიონში.

    1668 წელს აგვისტოში ბოგდან გურჯიცკი მეფე იან კაზიმეჟმა ირანის შაჰ სულეიმანთან გააგზავნა ელჩად. მას  დავალებული ჰქონდა პოლონეთის მეფის სახელით მიელოცა  შაჰისათვის ტახტზე ასვლა და მოეთხოვა მისგან კათოლიკური მისიების მფარველობა. მას ჰქონია საიდუმლო დავალება, მიეღო სპარსეთის ხელისუფლებისაგან თანხმობა მოკავშირეობაზე თურქეთის წინაარმდეგ. სამეფო კანცელარიაში მან მიიღო ინსტრუქცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოზე გავლის დროს გადაეცა მეფე ვახტანგ V-ისათვის კანცლერ იან ლეშჩინსკის თავაზიანი წერილები თხოვნით,  მფარველობა გაეწია პოლონეთის ელჩისათვის, ხოლო უკან დაბრუნებისას გაეგო, თუ როგორი სავაჭრო ურთიერთობის დამყარება შეეძლო პოლონეთს საქართველოსთან.

    მას მართლაც მოუნახულებია ქართლის მეფე ვახტანგ V, გადაუცია მისთვის პოლონეთის კანცლერის წერილები. როგორც ჩანს, შემდგომშიც, როცა სპარსეთში იმყოფებოდა, მას მჭიდრო ურთიერთობა ჰქონია საქართველოსთან. ცნობილი ჰოლანდიელი მოგზაურის იან სტრეისის ცნობით, ბოგდანს საკუთარი ექიმი ადამი გაუგზავნია ვახტანგ V-სათვის. ცოტა მოგვიანებით კი გიორგი XI-ს მისთვის თბილისში სასახლე უბოძებია. სპარსეთში ყოფნის დროს გურჯიცკის წარმატებით შეუსრულებია პოლონეთის მეფის დავალებები. შაჰისაგან მან მიაღწია კათოლიკე მისიონერებისათვის მიცემული პრივილეგიების დამტკიცებას და მიიღო ნებართვა ქალაქ ერევანში დაეარსებინათ იეზუიტთა ახალი მონასტერი.

        ბოგდან გურჯიცკი თავისი პირველი ელჩობიდან მხოლოდ 1672 წელს დაბრუნებულა. 1672 წლის სექტემბერში იგი შემახიიდან ასტრახანში ჩადის. გზად კვლავ გაუვლია საქრთველოში და თან წაუღია ვახტანგ V-ის წერილი პოლონეთის მეფე მიხეილ ვიშნევეცკისთან.  წერილები დათარიღებულია 1671 წლის 26 მარტით. 1675 წლის იანვარში ბოგდანი ჩადის მოსკოვში. 3 იანვარს იგი მიუღია საელჩო პრიკაზის ხელმძღვანელს არტემ მატვეევს, რომელთანაც ვრცელი საუბარი ჰქონია რუსეთ-ირანის ურთიერთობათა შესახებ. ამ საუბრებისდან ჩანს, რომ ბოგდან გურჯიცკი ირანსა და რუსეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს ხედავდა.

     1675 წ. მაისში ბოგდანის ელჩობა პოლონეთში დაბრუნდა, სადაც 1676 წლის ივლისამდე დარჩა. მეფე იან III კვლავ აგზავნის ბოგდანს ირანში. 1676 წლის გაზაფხულზე იგი ჯერ მოსკოვში ჩადის, და სთხოვს რუსეთის მეფე ალექსი მიხეილის ძეს, რომ გაუშვან სპარსეთში, სადაც იგი პოლონეთის მეფის მიერ რეზიდენტად იგზავნება შაჰის კარზე. ამის შემდეგ მრავალი წლის მანძილზე სპარსეთშია და ასრულებს პოლონეთის მეფის დავალებებს. პოლონეთის მეფე თავის რეზიდენტთან ურთიერთობისათვის პერიოდულად აგზავნის სპარსეთში თავის წარმომადგენლებს, რომელთა შორისაა დესპანი ფარსადან გურჯიცკი, ბოგდანის ძმა.

    XVIII ს. ცნობილი პოლონელი მოგზაურის და მემატიანის იან კრუშინსკის და თანამედროვე პოლონელი ისტორიკოსის ბოგდან ბარანოვსკის თანახმად, გურჯიცკის შაჰ სულეიმანისაგან მიღებული ჰქონდა საკმაოდ დიდი მამულები შირვანის პროვინციაში. ისპაჰანში ყოფნის დროს ბოგდანს მაჰმადიანობაც მიუღია, მაგრამ რაკი იან III-ს თავისთან მისი ძმა და შვილიშვილი მძევლად ჰყავდა, კვლავ დაბრუნებულა კათოლიკური ეკლესიის წიაღში.

    1699 წელს, 24 ნოემბერს ბოგდან გურჯიცკი ჩადის სპარსეთიდან მოსკოვში და სურს აქედან პოლონეთში გაემგზავროს, მაგრამ უკვე მოხუცი დიპლომატი ამას ვეღარ ახერხებს. 1700 წ. 12 იანვარს იგი გარდაიცვალა მოსკოვში, სადაც დაკრძალეს.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა სტეფანე საბაწმინდელი (+794)
13 (26) ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა სტეფანე საბაწმინდელის (+794) ხსენების დღეს.
წმიდა მოწამე აკვილინა
13 (26) ივნისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე აკვილინა (+293) ხსენების დღეს
gaq