საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

გეორგიკა > ქართველები უცხო ხალხის სამსახურში

ლევ იაშვილი – (1768 – 1836) – გენერალ–ადიუტანტი

ქართული თავადური საგვარეულოს წარმომადგენელი. სამხედრო მოღვაწე, რომელიც მთელი თავისი შეგნებით იდგა რუსული იმპერიის სამსახურში.

        ლევ (ლევან)  იაშვილი  ვლადიმერ იაშვილის უმცროსი ძმა იყო. ძმები  სულ პატარები ჩავიდნენ რუსეთში, მიიღეს სამხედრო განათლება, და, თანდათანობით, ცნობილი ოფიცრები გახდნენ. უფროსმა  ძმამ,  რუსეთის მომავალი იმპერატორის, ალექსანდრეს  სასარგებლოდ  პავლე I გამოასალმა სიცოცხლეს. უმცროსმა  ძმამ კი, რომელმაც არტილერიის კადეტთა კორპუსი დაამთავრა, იომა ბალკანეთში, პოლონეთში, პრუსიისა და საფრანგეთის ჯარების წინააღმდეგ –  უამრავი სამხედრო ჯილდო დაიმსახურა და არტილერიის გენერლის წოდებით დაასრულა სამხედრო კარიერა. მისი სამხედრო კარიერის ნაბიჯები ასეთი იყო:

     იბრძოდა 1787–91 წლის რუსეთ–თურქეთის ომში, მონაწილეობდა აკერმანის, ბენდერის და იზმაილის ალყასა და შტურმში. პოლონეთის აჯანყების ჩახშობისათვის 1794 წელს დაჯილდოებული იყო წმიდა გიორგის მე–4 ხარისხის ორდენით. 1794–99 წლებში მსახურობდა საცხენოსნო არტილერიაში. 1799 წლიდან კი –  ჯერ საარტილერიო ბატალიონში,  შემდეგ – გვარდიაში და საცხენოსნო–საარტილერიო ბატალიონში,  შემდეგ – საარტილერიო ბრიგადაში. 1805–07 წლების კამპანიის მონაწილეა. იბრძოდა ვიშაუში, ჰეილსბერგში, აუსტერლიცში, პულტისკში, პრეისიშ–ეილაუში, გუტშტადტში, ფრიდლანდში. ფრიდლანდში  თავის გამოჩენისათცვის დაჯილდოვდა წმიდა გიორგის მესამე ხარისხის ორდენით. 1808 წელს მიენიჭა გენერალ–მაიორის წოდება.

     რუსეთის სამამულო ომში, 1812 წლის დასაწყისში, მეთაურობდა მე–4 საარტილერიო ბრიგადას ვიტგენშტეინის 1–ლი ფეხოსანთა კორპუსის შემადგენლობაში.  არიერგარდული ბრძოლების მონაწილეა იაკუბოვში, გოლოვჩიცაში, სმოლიანებში, ბორისოვში. 1812 წელს მიენიჭა გენერალ–ლეიტენანტის წოდება. 1813 წელს დაიკავა მოქმედი არმიის არტილერიის მეთაურის პოსტი და ამ ხარისხში იღებდა მონაწილეობას 1813–14 წლების კამპანიაში. არტილერიას ხელმძღვანელობდა ლიუტცენის, ბაუცენის, შამპანის  ლაშქრობებში. 1816 წლიდან არის პირველი არტილერიის მეთაური. 1831 წელს კიდევ ერთხელ გვევლინება  თავისუფლებისათვის მებრძოლი პოლონელი ხალხის ჯალათად  –   პოლონური აჯანყების ჩახშობის აქტიური მონაწილეა. 1832 წლის 11 ივნისს დაინიშნა სამხედრო სამინისტროს სამხედრო საბჭოს წევრად.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე აპოლინარი, რავენელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 75)
23 ივლისს (5 აგვისტოს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მღვდელმოწამე აპოლინარის, რავენელი ეპისკოპოსის (+დაახლ. 75) ხსენების დღეს.
წმიდა მოწამენი ტროფიმე, თეოფილე და მათთან ათცამეტი მოწამე (IV)
23 ივლისი (5 აგვისტოს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამენი ტროფიმეს, თეოფილეს და მათთან ათცამეტი მოწამის (IV) ხსენების დღეს.
gaq