 | | დედა ღვთისმშობელი | გრიგოლ ბაკურიანისძის მიერ ბულგარეთში
აგებული ქართული მონასტრის დღემდე შერმორჩენილი ყველაზე ძველი ნაგებობაა სამაროვანი, რომელმაც ერთადერთმა მოაღწია სრული სახით გრიგოლ ბაკურიანისძის დროიდან.
მთლიანობაში საძვალის არქიტექტურული იერსახე თვალსაჩინოდ განსხვავდება პეტრიწონის დღეისათვის არსებული სხვა სამონასტრო-სატაძრო ნაგებობებისაგან, რაც წარმოდგენას გვაძლევს მათ პირველსაწყის ხასიათზე - თუ როგორი დიდებულებით ბრწყინავდნენ ისინი ცხრა საუკუნის წინათ, როდესაც მთელი სამონასტრო კომპლექსი ერთ ხუროთმოძღვრულ სტილში იყო გადაწყვეტილი.
პეტრიწონის საძვალე მოხატულია ქართველი ხატმწერის, იოანე ივეროპულოსის მიერ. არსებობს მოსაზრება, რომ იგი თვით გრიგოლ ბაკურიანისძეს ჩამოუყვანია საქართველოდან. ქვედა სართულზე, საძვალის კარის თავზე სტოას მხრიდან, არის წარწერა: „ეს ყოვლადპატიოსანი ტაძარი მოხატა ძირიდან ზემოთამდე, იოანე ზოგრაფ ივეროპულოსის ხელმა. ხოლო თქვენ, ამ სტრიქონთა მკითხველო, ილოცეთ ჩემთვის ღმრთის წინაშე“.
იოანე ივეროპულოსის მიერ შესრულებული
ფრესკებიდან გამოირჩევა გრიგოლ და
აბაზ ბაკურიანის-ძეთა ფრესკები - ისინი ქვედა სართულის სტოას ჩრდილოეთ კედელზე თაღოვან ნიშში მთელი ტანით არიან გამოსახული ეკლესიის მაკეტით ხელში; გრიგოლის თავთან წა
 | | მოციქულები | რწერაა: „გრიგოლ-სევასტოსი და თავადი ბაკურიანთა გვარტომიდან, დიდი დომესტიკოსი და ქტიტორი“, აბაზის თავთან კი: „აბაზ მაგისტროსი, ქტიტორის ძმა“.
ორივენი სადღესასწაულოდ, მდიდრულ ტანსაცმელში და
წითელ ჩექმებში არიან გამოწყობილი.
XI
საუკუნის უცვლელად შენარჩუნებული ხატწერიდან ყურადღებას იქცევს საძვალის კარიბჭეში წარმოდგენილი ტახტზე დაბრძანებული ღვთისმშობელი, მარცხნივ და მარჯვნივ - ბიბლიური მამამთავარი აბრაამისა და
კეთილგონიერი ავაზაკის მეზობლობაში და აგრეთვე - საშინელი სამსჯავროს სცენები, ხოლო საძვალის აღმოსავლეთის ნიშში „დეისუსის“ გამოსახულება, სადაც ყველაზე კარგად არის შემონახული ღვთისმშობლის ხატი.
საძვალის ეკლესიის ტიმპანის თავზე გამოსახულია ღვთისმშობლის „ოდიგიტრიის“ (ანუ მეგზურის) ხატი ყრმა იესოთი ხელში. ეკლესიის ინტერიერის მოხატულობიდან განსაკუთრებული სინატიფით გამოირჩევა „ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინება“. ამ მრავალფიგურიან კომპოზიციაში პერსონაჟები იკონოგრაფიული კანონის მიხედვით არიან განლაგებული. ღვთისმშობლის განსასვენებლის ორივე მხარეზე ურვით შეპყრობილი მოციქულები დგანან. პეტრე მოციქულს ხელში საცეცხლური უჭირავს. პავლე მოციქული თავდახრით დგას, შუბლით მიძინებულის ფეხთ ეხება. თავთან იესო ქრისტეა ჩვილით ხელში, რომელიც სიმბოლურად მისი დედის უბიწო სულს განასახიერებს.
ეკლეს
 | | მიქაელ მთავარანგელოზი | იის საკურთხევლის აფსიდის კონქში გადარჩენილია ნაწილი კომპოზიციიდან: „ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი - ზეციური დედოფალი“. წმიდა მარიამის ორივე მხარეს სათნოებით აღსავსე სახის მთავარანგელოზები - მიქაელი და გაბრიელი დგანან, ოქროსფერი ნიმბებით.
ქართველი ხატმწერის შემოქმედება ბულგარელი მეცნიერებისა და ხელოვნების მოღვაწეების ერთსულოვანი მაღალი შეფასების საგანია.როგორც საძვალის რესტავრაციაზე მომუშავე ბულგარელი სპეციალისტები აღნიშნავდნენ, მსოფლიოში თითებზე ჩამოსათვლელია ისეთი ძვირფასი სამარხები, როგორც პეტრიწონშია, ხოლო ასეთი ძვირფასი ხატწერის ნიმუშები თვით საბერძნეთშიც არ გვხვდება. მთელი მსოფლიოს სასულიერო სახვითი ხელოვნების მასშტაბებშიც სრულიად განსაკუთრებულ ადგილს აკუთვნებენ ქართველ ხატმწერს: „ქართველი ხელოვანის ნამუშევრები შეიძლება მივაკუთვნოთ შუა
საუკუნეების ფერწერის საუკეთესო ნიმუშებს“ (იხ. სლავჩო კისიოვის მიერ 1990 წელს ბულგარულ ენაზე გამოცემული წიგნი, სახელწოდებით: "ბაჩკოვოს საძვალე").
|