მიხეილ კონსტანტინეს ძე კალატოზოვი (კალატოზიშვილი) (დ. 15 დეკემბერი/28 დეკემბერი, 1903, თბილისი — 26 მარტი, 1973, მოსკოვი), კინორეჟისორი. სსრკ სახალხო არტისტი (1969) კალატოზიშვილის პირველი დამოუკიდებელი
რეჟისორული
ნამუშევარი იყო ფილმი „მათი სამეფო“ (1928). შემდეგ გადაიღო „ჯიმ შვანთე“ („მარილი სვანეთს“, 1930). ნოვატორული, პოეტური
ნაწარმოები,
რომელშიც
დოკუმენტური
და
მხატვრული
კინოს
სანახაობითი
პრინციპები
ერთმანეთშია
შერწყმული.
1933 წელს
კალატოზიშვილი
შევიდა
ლენინგრადის
ხელოვნებათმცოდნეობის
აკადემიაში.
სარეჟისორო
მოღვაწეობას
დაუბრუნდა
1939 წელს (ფილმი „მამაცობა“). 1941 წელს დადგა ფილმი „ვალერი ჩკალოვი“. ფილმი „განწირულთა შეთქმულება“ შექმნილია ნ. ვირტას ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით
(1950, სსრკ
სახელმწიფო
პრემია,
1951). შემდეგი
ეტაპი
რეჟისორის
შემოქმედებით
ბიოგრაფიაში
იწყება
კინოკომედიით - „ერთგული
მეგობრებით“
(1954), რომელშიც
ლირიკა
და
პოეტურობა
ოსტატურადაა
შერწყმული
სატირასა
და
გროტესკთან.
ფილმი
„პირველი
ეშელონი“
(1956) ეძღვნება
იმ ხანის ახალგაზრდობის მამაცობასა და გმირობას. მსოფლიო აღიარება მოიპოვა კალატოზიშვილის ფილმმა „მიფრინავენ
წეროები“
(1957, ოქროს
პალმის
შტო
კანის
XI საერთაშორისო
კინოფესტივალზე,
1958). ფილმში
აისახა
ომისა
და
მშვიდობის,
სიყვარულისა
და
მეგობრობის,
ახალგაზრდობის
თემა.
 | | კლაუდია კარდინალე და ე. მარცევიჩი ფილმ „წითელ კარავში“ |
შეიძლება
ითქვას, რომ „მიფრინავენ წეროები“ ამოზრდილი იყო „ჯიმ შვანთედან“ – ფილმიდან,
რომელიც თავის დროზე დაიდგა, როგორც სიმფონია, რომელსაც მაყურებელი შეჰყავდა
„მარილის შიმშილის“ მდგომარეობაში, სადაც კალატოზოვი ქმნიდა მისი ფილმებისთვის
დამახასიათებელ რაკურსს, როცა ახდენდა ადამიანის მიწიერი ცხოვრების პროეცირებას
ზეცაში, რითაც მას კოსმიურ მასშტაბებს ანიჭებდა.
ტაიგაში დაღუპული
გეოლოგების ჯგუფის
ტრაგიკულ ამბავს
ეძღვნება ფილმი
„გაუგზავნელი წერილი“
(1960, ვ. ოსიპოვის მოთხრობის
მიხედვით). მოგვიანებით ფრენსის ფორდ კოპოლა გულმართლად
აღიარებდა, რომ თავისი ფილმის,
„აპოკალიფსი დღეს“, გადაღების დროს „გაუგზავნელი წერილის“ შთაბეჭდილების ქვეშ
იმყოფებოდა.
უ. ნობილეს
ჩრდილოეთ პოლუსის
ექსპედიციის საბუთები
დაედო საფუძვლად
იტალია-სსრკ-ის ერთობლივ ფილმს
„წითელი კარავი“
(1970, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1971).
აკადემიკოსი
სერგეი კაპიცა იგონებდა, რომ კალატოზოვი, თავისი რესპექტაბელური გარეგნობით, დახვეწილი პიროვნული ჟესტებით –
განსაკუთრებული კეთილშობილების ხიბლს
გამოასხივებდა და ახლობლები სიყვარულით
მას „კინემატო–გრაფს“ ეძახდნენ. |