|
1883 წელს რაჭის სოფელ თხმორში დაბადებულმა
კაცმა ხიფათითა და დაბრკოლებებით სავსე გზა განვლო ყოფილი რუსეთის იმპერიისა და გერმანიის
სივრცეებში, შემდეგ ა.შ.შ.–ში 9 წელი მუშაობდა „ჯენერალ ელექტრონიკის“ საზოგადოებაში და საკუთარი საქმის წამოსაწყებად
ფულს აგროვებდა. რამდენიმე პატენტი მოიპოვა ავტომატურ საწერ კალმებზე. ააწყო მცირე
ბიზნესი – ავტოკალმებითა და საკანცელარიო მასალებით. ბოლოს, 1919 წელს საკუთარი ქარხანა გამართა მასაჩუსეტში. 1922 წლიდან ფეხზე დააყენა
თავისი საწარმო, რომელიც მას შემდეგ ფუნქციონირებს Coby Glass Products Company-ს სახელით.
კომპანიის სახელ–დიდებას ზრდიდა მისი მოთავის მიერ დანერგილი სამოცდაათამდე უნიკალური
პატენტი.
კობის ერთ-ერთი უმთავრესი გამოგონება
– წყალგამძლე ცემენტი და ზემდგრადი მინა-ბლოკი ფლორიდას უკავშირდება. ქართველ ქიმიკოსს კარგა ხნის განმავლობაში უწევდა იქ ყოფნა და ხედავდა: ტროპიკულ, ტენიან ჰავას ვერც აგური უძლებდა და ვერც ხე - ყველაფერი ძალიან მალე ფუჭდებოდა და ხელახლა გასაკეთებელი ხდებოდა. ჯორჯ კობიმ სულ რამდენიმე წელიწადში გამოიგონა ცემენტი, რომელსაც ტენი ვერას აკლებდა; აგურის შედგენილობაშიც მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა და შექმნა მინა-ბლოკი, რომელიც შენობის გარედან მოსაპირკეთებლად იყო განსაზღვრული და მზის შუქს ირეკლავდა. ამ გამოგონებებმა ამერიკის მრეწველობაში გადატრიალება მოახდინა და მოგვიანებით -30-იან წლებში, პირველი ცათამბჯენების აშენებისას, ფართოდ დაინერგა.
ჯორჯ კობი ამის წყალობით ძალიან გამდიდრდა და მულტიმილიონერად იქცა. პირველი, რაც მან ამის შემდგომ გააკეთა, სათამაშოების მაღაზიისა და უპოვართათვის სასადილოების ქსელის გახსნა იყო. 1925 წელს ქართველი ქიმიკოსი ამერიკის უმდიდრეს ადამიანად მეოთხედ დაასახელეს - იმ დროისათვის ეს საოცრება იყო. ჯორჯ კობი ერთხმად, ამერიკის ქიმიური მრეწველობის მეფედ აღიარეს. 40–იან წლებში
კობის კომპანია საველე ჰოსპიტლებისა და რიგითი საავადმყოფოების თვის აუცილებელ პროდუქციას
აწარმოებდა.
ომის დამთავრების
შემდეგ – საშობაო ნაძვის ხის სათამაშოებზე გადაერთო. მან შექმნა ქიმიური სითხით სავსე
ელექტროსანთლები, რომლებმაც შეცვალეს ხანძარსაშიში ნამდვილი სანთლები, რომლებსაც მანამდე
ანთებდნენ ნაძვის ხეებზე ამერიკელები. „კობი – ეს შობაა“ – ეწერა ნაძვის ხის სათამაშოებზე.
მეცენატობდა
თანამემამულეებს: ჯორჯ კობიმ
გაუმართა ხელი
შემდგომში კარგად
ცნობილ ქართველ
ოქროსმაძიებელ მაიკ
მიტოს და
ალასკაზე ოქროს
გადამმუშავებელი ქარხანა
ააშენებინა; გარდა
ამისა, წარმატებულმა ქიმიკოსმა შეიამხანაგა გიორგი მაჩაბელი,
რომელმაც ამერიკაში
პარფიუმერიის წარმოებას
მიჰყო ხელი
და სახელიც
გაითქვა. სუნამოებისთვის ჭურჭელს
ჯორჯ კობის
ფირმა ამზადებდა
და, როგორც
გიორგი მაჩაბელი
შემდგომში აღნიშნავდა, მისი პროდუქციის წარმატების მთავარი
მიზეზი ეს
იყო; ცნობილი ავიატორი
ქართველიშვილი წარუდგინა ავიაციით დაინტერესებულ მილიონერს; მანჯურიიდან ჩამოიყვანა
და ლაბორატორია მოუწყო მედიკამენტ „პემოდინის“ შემქმნელ ქართველ ექიმს – ნიკოლოზ ჯიშკარიანს
და სხვ. |