ალექსანდრე
ნადირაძე დაიბადა გორში, მაგრამ მთელი მისი ცხოვრება და მოღვაწეობა დაკავშირებულია
რუსეთთან. რუსი კოლეგების აღიარებით, ალექსანდრე
ნადირაძე იყო „სარაკეტო ტექნიკის გენიოსი“, რომელმაც გადატრიალება მოახდინა თავის სამოღვაწეო სფეროში
და განამტკიცა ქვეყნის სამხედრო–სტრატეგიული
ძალმოსილება და თავდაცვისუნარიანობა.
მისი სამეცნიერო–ექსპერიმენტული
მუშაობა ახალგაზრდობაში უკავშირდებოდა თვითმფრინავის ასაფრენ–დასაჯდომ მოწყობილობებს,
დამყარებულს საჰაერო ბალიშის პრინციპზე. ნადირაძის მიერ თვითმფრინავ „УТ-2Н“–ზე
შასი დაყენებულ იქნა საჰაერო ბალიშზე. 1941 წლიდან იწყებს სარაკეტო კვლევას.
ომის წლებში ქმნიდა ტანკსაწინააღმდეგო ჭურვებს. 1948 წლიდან ნადირაძე ხელმძღვანელობს
სამეცნიერო–ექსპერიმენტალურ ჯგუფს, რომელიც მუშაობს საზენიტო რაკეტების და ტანკსაწინააღმდეგო რეაქტიული
ჭურვების სრულყოფაზე. დაგროვილი გამოცდილება მან გამოიყენა მსოფლიოში პირველი მაღლივი
კვლევითი მეტეოროლოგიური რაკეტის შესაქმნელად. რაკეტა ემსახურებოდა საზომი აპარატურის შეტანას ატმოსფეროს მაღლივ ფენებში.
1951წელს გაშვებულ იქნა ალექსანდრე ნადირაძის მიერ შექმნილი პირველი საბჭოთა მეტეოროლოგიური
რაკეტა „МР-1“.
1951 წლის
15 ოქტომბერს საბჭოთა სახელმწიფოს დადგენილებით ნადირაძეს დაევალა საავიაციო კომპლექს
„ჩაიკას“ მომზადება, რადიომართული ფუგასური ბომბით, „ УБ-2000Ф“–ით. გამოცდამ წარმატებით
ჩაიარა 1955 წელს და კომპლექსი, ავიაბომბ „ УБ-2000Ф“–ით მიღებულ იქნა შეიარაღებაშ ი.
1958 წლიდან
ნადირაძე თბოტექნიკის ინსტიტუტში იწყებს მუშაობას მოძრავი გრუნტული სარაკეტო კომპლექსების
შექმნაზე, მყარ სათბობზე მომუშავე ბალისტიკური რაკეტებით.
1961
წელს იგი დაინიშნა ამ ინსტიტუტის დირექტორად და ხელმძღვანელობდა მას 26 წლის მანძილზე, გარდაცვალებამდე.
მთელი
თავისი ძალისხმევა ალექსანდრე ნადირაძეს ჰქონდა მიპყრობილი საბჭოთა არმიისათვის ერთობ
მნიშვნელოვან შეიარაღების ახალ კლასზე – საფრონტო დანიშნულების მობილურ ოპერატიულ–ტაქტიკურ
რაკეტებზე, როგორც ბირთვული საბრძოლო მასალის გადაზიდვის საშუალებებზე, სათანადო სააომარი
მოქმედების თეატრებზე. ცხადია, რომ ასეთ რაკეტებს არ უნდა ემუშავათ თხევად სათბობზე,
მათი გამოყენების სირთულეების გამო; მეორე მხრივ კი, მყარსათბობიანი საჭირო სიმძლავრის
დენთის მუხტი მაშინ არც სსრკ–ში და არც მსოფლიოში არ არსებობდა.
ნადირაძემ
დაიწყო სარაკეტო კომპლექს „ტემპზე“ მუშაობა და გახდა ოპერატიულ–ტაქტიკური და სტრატეგიული
სახის სარაკეტო იარაღების ერთ–ერთი შემქმნელი. რუსულ ბირთვულ ტრიადაში, სტრატეგიული შემაკავებლების უმნიშვნელოვანეს
ელემენტებს წარმოადგენს კომპლექს „ტოპოლის“ მობილური რაკეტები, რომლებიც ნადირაძის
სამეცნიერო აზროვნების ნაყოფია, რასაც გზას უკვალავდნენ მისი უშუალო ხელმძღვანელობით შემუშავებული ოპერატიულ–ტაქტიკური რაკეტა „ტემპის“
კომპლექსი (პირველი გაშვება 1960წ.), სარაკეტო კომპლექსი „ტემპი – С“ ( 1965წ.)
(უმოკლეს დროში იყო ჩაშვებული წარმოება ში „ტემპი – С“ და საბჭოთა
არმიის შეიარაღებაში 1966 წლიდან 1987 წლამდე იყო 1200 რაკეტა), „ტემპი – 2С”
(1975), „პიონერი“ (1976წ.), „პიონერი–УТТХ" (1981), „სტრიჟი“.
ნადირაძის მიერვე შემუშავდა რადიოსამართავი
ავიაბომბის – „ჩაიკას“ პროექტი.
მოძრავი გრუნტული
სარაკეტო კომპლექსი „ტემპ–2 С" საბჭოთა
არმიის შეიარაღებაში ირიცხებოდა სკკპ ცკ–ის
და სსრკ მინისტრთა საბჭოს დადგენილებით 1976 წლიდან. მაგრამ, სტრატეგიული თავდასხმითი
შეიარაღების შეზღუდვის გამო ითვლებოდა ერთგვარად აუმოქმედებლად. ყველა 42 სერიული რაკეტა „ტემპ–2 С" საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებოდა პლესეცკში, მუდმივი
დისლოკაციის პუნქტში.
1981 წლიდან
არჩეულია აკადემიკოსად (თეორიული და გამოყენებითი მექანიკისა და მანქანათმშენებლობის
განხრით).
ა. ნადირაძის
საქმიანობის თავისებურება იყო პრობლემათა გადასაწყვეტად კომპლექსური, სისტემური მიდგომა,
რაც სარაკეტო კომპლექსების ოპტიმალური სტრუქტურის, მათი ძირითადი მახასიათებლების და
ექსპლოატაციის რეჟიმების შერჩევის საშუალებას
იძლეოდა. დააფუძნა მყარ სათბობზე მომუშავე მობილური კომპლექსების, რაკეტების და ძრავების
პროექტირების სამეცნიერო სკოლა. მანვე შეიმუშავა
სამეცნიერო საფუძვლები მყარ სათბობზე მომუშავე სარაკეტო ძრავების კონსტრუირებისათვის,
გაზოდინამიკის, დინამიკის და მყარსათბობიანი რაკეტების საიმედოობისათვის.
რუსეთის
კოსმონავტიკის ინსტიტუტის მიერ დაწესებულია აკადემიკოს ნადირაძის სახელობის მედალი. |