საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

გეორგიკა > ქართველები უცხო ხალხის სამსახურში

დიმიტრი ჯორჯაძე (1898–1985) – მსოფლიო ავტორბოლის ჩემპიონი

თავადი დიმიტრი ჯორჯაძე იყო ტიტულარული მრჩევლის, ალექსანდრე ჯორჯაძის ვაჟი. საქართველოში ბოლშევიკური დიქტატურის დამყარების შემდეგ, დამპყრობელთან შეურიგებელი თავადი ემიგრაციაში წავიდა და ცნობილი ავტომრბოლელი გახდა.

 1931 წელს, იტალიელ გოფრედო ძეჰენდერთან ერთად მერსედეს–ბენცით მოიგო 24–საათიანი რბოლა „სპა“ ბელგიაში და დიდი პრიზი დაისაკუთრა. მან დაძლია ყველაზე ვრცელი დისტანცია 1 580.7 მილი საათში 65.8 მილი სიჩქარით.

იგი ორჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი ცოლი იყო ოდრი ემერი – თავად დიმიტრი პავლეს–ძე რომანოვის ყოფილი მეუღლე. მან აღზარდა ოდრი ემერისა და დიმიტრი რომანოვის ვაჟი პავლე. განქორწინების შემდეგ, 1954 წელს შეირთო მსახიობი სილვია ეშლი, რომელიც მანამდე ცნობილი დიდგვაროვნების – ლორდ ეშლი კუპერის  (Anthony Ashley-Cooper, Lord Ashley) და ედვარდ ჯონ სტენლის, აგრეთვე კინოვარსკვლავების –  დუგლას ფერბენქსის და კლარკ გეიბლის ნაცოლარი იყო.

აშშ–ში დიმიტრი ჯორჯაძემ შეიძინა  „ბუნ ჰოლის“ სახელით ცნობილი ისტორიული ღირებულების მქონე პლანტაცია სამხრეთ კაროლინაში. მოეკიდა სასტუმროების ბიზნესსა და საცხენოსნო შეჯიბრებებს. მის საუკეთესო მერანს ერქვა Princequillo, რომელიც 1943 წელს ყველაზე სწრაფი ცხენი იყო გრძელ დისტანციებზე, შეერთებულ შტატებში.

 

 

სურათზე: კალიფორნია 1955 წელი, მეუღლესთან ერთად, კოსტუმირებულ მიღებაზე, ინდოელი მაჰარაჯას კოსტიუმში...


მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე აპოლინარი, რავენელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 75)
23 ივლისს (5 აგვისტოს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მღვდელმოწამე აპოლინარის, რავენელი ეპისკოპოსის (+დაახლ. 75) ხსენების დღეს.
წმიდა მოწამენი ტროფიმე, თეოფილე და მათთან ათცამეტი მოწამე (IV)
23 ივლისი (5 აგვისტოს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამენი ტროფიმეს, თეოფილეს და მათთან ათცამეტი მოწამის (IV) ხსენების დღეს.
gaq