საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

გეორგიკა > ქართველები უცხო ხალხის სამსახურში

პავლე ჭავჭავაძე – ბელეტრისტი

     პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავალს, პავლე ჭავჭავაძეს, ძალიან საინტერესო საგვარეულო ნუსხა აქვს: ერთის მხრივ, ბაგრატიონები და მეორეს მხრივ – ჭავჭავაძეები. პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის ვაჟს, ნიჟეგოროდის ორმოცდამეოთხე დრაგუნთა პოლკის მეთაურს, წმიდა გიორგის ჯვრის კავალერს, გენერალ-მაიორ დავით ჭავჭავაძეს, ცოლად ჰყავდა ანა გრუზინსკაია (ბაგრატიონ-მუხრანელი) – გიორგი მეთორმეტისა და მარიამ ციციშვილის ვაჟის, ილია ბატონიშვილის ასული. ილია ბატონიშვილს ანასტასია ობოლენსკაიასთან 4 ვაჟი და 9 ქალიშვილი ჰყავდა, რომლებიც გრუზინსკების გვარს ატარებდნენ, დებში მესამე იყო ანა (1828-1905). მულების – ეკატერინე ჭავჭავაძის სამეგრელოს მთავარ დავით დადიანზე გათხოვებისა და ნინო ჭავჭავაძის გარდაცვალების შემდეგ, ანა გახდა ჭავჭავაძეების სალონის დიასახლისი. დავითსა და ანას 10 შვილი ჰყავდათ – 3 ვაჟი: ალექსანდრე, ილია, არჩილი და 7 ქალი: სალომე, მარიამი, თამარი, ელენე, ანასტასია, ნინო და ლიდა, რომელიც გზაში დაიღუპა, როცა 1853 წელს ლეკებმა წინანდლიდან გაიტაცეს დავითის ოჯახი სტუმრებთან და მსახურებთან ერთად. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ – 1854 წელს მოახერხა დავითმა ოჯახის ტყვეობიდან დახსნა.

      უფროსი ვაჟი, ალექსანდრე, 1871 წელს შეეძინათ, რომელიც 1897 წელს პეტერბურგში დაქორწინდა სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის – მიხეილ როძიანკოს ძმისშვილზე, დედოფლის ფრეილინა მარია პავლეს ასულ როძიანკოზე. რუსეთის არმიის გენერალი, ალექსანდრე კორნილოვის „ველური დივიზიის“ მეთაური, მრავალი ჯილდოს მფლობელი და მამაცი მხედარი იყო. მათ შეეძინათ 3 შვილი: უფროსი – პავლე, მომდევნო – იური, ნიჭიერი პიანისტი, საფრანგეთში ცხოვრობდა, მარინა კი ლონდონში დასახლდა და წიგნებს წერდა. მარია და ალექსანდრე 1915 წელს დაშორდნენ ერთმანეთს. პავლე ორჯერ იყო საქართველოში. მოგვიანებით, მარია თავად ტრუბეცკოის გაჰყვა ცოლად და შვილებით ინგლისში გადასახლდა, ალექსანდრე კი რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. 1922 წელს ის მეორედ ოლგა სუხომლინაზე დაქორწინდა. ბოლშევიკებმა თავადი რამდენჯერმე დააპატიმრეს, 1930 წელს კი დახვრიტეს, როგორც კონტრრევოლუციური შეთქმულების ორგანიზატორი.

     პავლე 1899 წელს დაიბადა, 1917 წელს დაამთავრა გიმნაზია. პეტერბურგიდან საქართველოში, წინანდალში მამასთან ორჯერ იყო ჩამოსული; საქართველოს ოკუპაციის შემდეგ კი ინგლისში გადასახლდა. დაამთავრა ტრინიტი კოლეჯი, სადაც მეგობრობდა ვლადიმერ ნაბოკოვთან. პავლე 1922 წელს ლონდონში დაქორწინდა რუსეთის იმპერატორის, ნიკოლოზ პირველის შვილთაშვილ ნინა რომანოვაზე. 7 წლის პავლემ და ნინამ რომში, საქველმოქმედო მეჯლისზე გაიცნეს ერთმანეთი, როცა ცეკვისას პატარა ნინამ პარტნიორად პავლე აირჩია. მერე მათი გზები დიდი ხნით გაიყარა, მხოლოდ 1922 წელს შეხვდნენ ხელახლა ერთმანეთს და ხანმოკლე რომანის შემდეგ დაქორწინდნენ. ნინას ბაბუა, მიხეილი, კავკასიის მეფისნაცვალი იყო. მიხეილის ოჯახს საქართველო უყვარდა და პატივისცემით ეპყრობოდა ქართულ კულტურას. მიხეილის სახელს უკავშირდება ბორჯომისა და ლიკანის განაშენიანება. მისი სახელი ერქვა აღმაშენებლის გამზირს – „მიხეილის პროსპექტი“ და თბილისის №1 საავადმყოფოს – „მიხეილის საავადმყოფო“, „მიხაილოვს“ რომ ვეძახით.

     1926 წელს პავლე ჭავჭავაძე ოჯახთან – ცოლთან და 1924 წელს დაბადებულ პატარა დავითთან ერთად, ამერიკაში გადასახლდა, მიიღო ამერიკის მოქალაქეობა და 1950-იან წლებში, როგორც „წითელი ჯვრის“ თანამშრომელი, მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა.

      მიუხედავად იმისა, რომ პავ

ლე ჭავჭავაძე ძირითადად პეტერბურგში ცხოვრობდა და სრულიად ახალგაზრდა აღმოჩნდა ემიგრაციაში, ქართული არ დავიწყებია და ქართველებთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია. ის იყო ნიუ-იორკის ქართული სათვისტომოს დაარსების მონაწილე. 1932 წლის 31 იანვარს, სათვისტომოს საზეიმოდ კურთხევის შემდეგ გამართულ ნადიმზე, რომელიც 12 საათს გაგრძელდა – დღის 3 საათიდან ღამის 3 საათამდე, თამადა უჩა დადიანის თანაშემწედ, დიდი ეროვნული მოღვაწისა და პატრიოტის, გიორგი მაჩაბლის გვერდით, პავლე ჭავჭავაძეც დაასახელეს.

      მისი გვარი ქართულ ემიგრანტულ პრესაში გვხვდება 1935 წლის 26 მაისის დღესასწაულის აღწერისას. თუ მანამდე ამერიკელი ქართველები შინაურულად აღნიშნავდნენ ამ დღეს, 1934 წელს, ერთა ლიგაში საბჭოთა კავშირის მიღების შემდეგ, პირველად იზეიმეს ფართო მასშტაბით და ოფიციალური ხასიათიც მისცეს. მართალია, მაშინ ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართველთა რიცხვი 60-ს არ აღემატებოდა, ნიუ-იორკში კი – 40-ს, მაგრამ ისინი ერთმანეთთან მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი და საერთო საქმეში ერთსულოვნებას იჩენდნენ. ნიუ-იორკის საუკეთესო ნაწილში მდებარე სვიმონ სიდამონ-ერისთავის რესტორან „კავკასიის არწივში“ გამართულ სადილზე 200-მდე სტუმარი იყო დაპატიჟებული, მათ შორის – კავკასიელები, ყოფილი რუსეთის იმპერიაში მყოფი ხალხების წარმომადგენლები, ამერიკელები, უცხოელები. ზეიმის ორგანიზატორებს ყველაზე მეტად აფიქრებდათ რუსების პოზიცია, მათი უმეტესობა ქართველებთან მეგობრობდა, მაგრამ დიდი უმრავლესობა ვერ იღებდა საქართველოს დამოუკიდებლობას. ყველაფერი შესანიშნავად ჩატარდა. შეიძლება, იმიტომაც, რომ ზეიმზე მიწვეული ორი ყველაზე დიდი რუსული ორგანიზაციის დელეგაცია ქართველი ხელმძღვანელებით იყვნენ წარმოდგენილნი: რუს მხედართა საზოგადოებას გენერალი იმნაძე თავმჯდომარეობდა, შეერთებულ რუსთა ორგანიზაციებს – ნიუ-იორკის ქართული სათვისტომო, რომლის აქტიური წევრი პავლე ჭავჭავაძე იყო.

        მეორე მსოფლიო ომის წლებში პავლე ჭავჭავაძე მაიორის ჩინით მსახურობდა ამერიკის არმიაში. მისი ვაჟი დავითი კი – სერჟანტად სამხედრო-საჰაერო ძალებში. ომის შემდეგ პავლე სამოქალაქო ცხოვრებას დაუბრუნდა, დავითი კი 1948 წელს „ცეერუს“ აგენტი გახდა (1974 წელს გადადგა). არის რამდენიმე ისტორიულ-პოლიტიკური და პუბლიცისტური ნაშრომის, მოგონებების, თარგმანების ავტორი, კითხულობდა ლექციებს ამერიკის უნივერსიტეტებში.

      პავლე ჭავჭავაძემ წერა მოგვიანებით დაიწყო. პირველი რომანი – „საოჯახო ალბომი“, ავტობიოგრაფიული ხასიათისაა: ერთ თავში აღწერილია მისი ცხოვრება წინანდალში. 1952 წელს გამოქვეყნდა რომანი „მთები ალაჰისა“, რომელშიც აღწერილია მისი წინაპრების ისტორია, შამილის მიერ წინანდლიდან დავით ჭავჭავაძის გატაცება. რომანმა საზოგადოების ინტერესი გამოიწვია და პოპულარობაც მოიპოვა. 1955 წელს გამოქვეყნებულ რომანში – „მამა ბიკენტი“, მოგვითხრობს რუს მღვდელსა და მის ნიუიორკელ მრევლზე. 1966 წელს ოქტომბრის რევოლუციის შესახებ გამოცემული წიგნი კი – „ რამეთუ იდგა შავბნელი ღამე“ – ხუთი წლის შემდეგ ხელახლა გამოიცა. 1960-იან წლებში, როცა ოჯახს ძალიან გაუჭირდა, ნაბოკოვის რეკომენდაციით, მან თარგმნა სტალინის ქალიშვილის – სვეტლანა ალილუევას წიგნი „მხოლოდ ერთი წელიწადი“. წიგნზე მუშაობისას, როგორც თავად დავითი აღნიშნავდა, მასა და სვეტლანას შორის რაღაც გრძნობა გაჩნდა, რაზეც მისი კოლეგები იცინოდნენ – წარმოიდგინეთ „ცეერუს“ შეფის სახე, მისმა აგენტმა სტალინის ქალიშვილი რომ შეირთოსო. პავლე ჭავჭავაძე გარდაიცვალა 1971 წელს, 85 წლის ასაკში.      

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა სტეფანე საბაწმინდელი (+794)
13 (26) ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა სტეფანე საბაწმინდელის (+794) ხსენების დღეს.
წმიდა მოწამე აკვილინა
13 (26) ივნისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე აკვილინა (+293) ხსენების დღეს
gaq