საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

გეორგიკა > ქართველები უცხო ხალხის სამსახურში

ალი-ყული ჯაბადარი
შაჰი სულეიმან I და მისი კარისკაცები, ისპაჰანი,1670 (ზემოთ, მარცხნივ, ქართულ ენაზე მიწერილია ორი ქართველის ვინაობა)

 

     ალი-ყული ჯაბადარი, XVII საუკუნის ქართველი მხატვარია. მოღვაწეობდა ირანში. შემორჩენილია მის მიერ შესრულებული 8 მინიატურა - მეფის კარის ცხოვრებისა და ნადირობის სცენები ( ერმიტაჟი, სანკტ-პეტერბურგი). ერთ მათგანზე აღნიშნულია შესრულების ადგილი - ყაზვინი და თარიღი 1674. მრავალფიგურიანი კომპოზიციები შესრულებულია გვიანდელი ირანული მინიატურის ტრადიციების მიხედვით. შეიმჩნევა დასავლეთ ევროპის ხელოვნების ცალკეული მოტივებიც. მინიატურებზე არის ქართული წარწერები. შესრულების ხარისხით ჯაბადარის მინიატურები უტოლდება იმდროინდელ საუკეთესო ირანულ მინიატურების ნიმუშებს.

   ალი ყული ჯაბადარი დოკუმენტებში იხსენიება ფსევდონიმ „ალი–ფარანგით“ (სპარსული
„ფარანგი“ ნიშნავს „დასავლელს“, „ევროპელს“ ,ხოლო მხატვრებისთვის ეს დახასიათება ნიშნავდა ხელოვნებაში ევროპული სტილის მიმდევარს). იგი მართლაც რადიკალურად ნერგავდა სპარსულ ფერწერაში ევროპულ მხატვრულ ხერხებს, სტილისტიკასა და სიუჟეტებს. ბიოგრაფიული წყაროებიდან ცნობილია შემდეგი ფაქტები: ალი ყული დაბადებულა ისპაჰანში, უმსახურია შაჰების – თახმასპე II–სა (1704 – 1736) და ნადირ შაჰის (1688 – 1747) კარზე, „ნაკაშ–ბაშის“ – სამეფო კარის მთავარი მხატვრის რანგში.

            მუჰამად ზამანთან ერთად იგი ითვლება &nbs

ევროპელის პორტრეტი. დეტალი. ერმიტაჟი, სანკტ–პეტერბურგი
p;XVII საუკუნის ბოლოსა და XVIII საუკუნის დასაწყისის ყველაზე მნიშვნელოვან მხატვრად. ორივე მათგანის შემოქმედებაში  იგრძნობა ეკლექტიკის კვალი – ტრადიციული სპარსული ხერხებითა და ევროპული ნოვაციებით. ჯაბადარი ოსტატურად იყენებდა შუქ–ჩრდილების მოდელირებისა და პერსპექტივის კანონებს. ყველა მისი ნამუშევარი, რომელსაც აქვს ავტორის ხელმოწერა, ქაღალდზე შესრულებული მინიატურაა; ისინი მოიცავენ პერიოდს 1660–1717 წლებს შორის. მათი თემატიკა სხვადასხვაგვარია: შაჰ სულეიმანის საპარადო სცენებიდან – შიშველ „მძინარე ნიმფამდე“. მხატვრის ნამუშევრები ინახება პარიზის გიმის მუზეუმში, პეტერბურგის ერმიტაჟში და სხვ.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე აპოლინარი, რავენელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 75)
23 ივლისს (5 აგვისტოს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მღვდელმოწამე აპოლინარის, რავენელი ეპისკოპოსის (+დაახლ. 75) ხსენების დღეს.
წმიდა მოწამენი ტროფიმე, თეოფილე და მათთან ათცამეტი მოწამე (IV)
23 ივლისი (5 აგვისტოს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამენი ტროფიმეს, თეოფილეს და მათთან ათცამეტი მოწამის (IV) ხსენების დღეს.
gaq