საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

გეორგიკა > მკითხველთა წერილები

ლაშა დეისაძე-შარვაშიძე - საქართველოს კონსტიტუციური მონარქია

ორი დიდებული ნიჭი მოგვცა უფალმა ღმერთმა ქრისტიანებს – მღვდლობა და მეფობა, რომელთა მიერ ზეციურის მსგავსად, იმართება ჩვენი მიწიერი საქმეები.

წმიდა თეოდორე სტუდიელი 

საქართველოში არსებული მრავაწლიანი მწვავე პოლიტიკური დაძაბულობისა და დაპირისპირების ფონზე, რომელიც უკვე გასცდა ყოველგვარ დროსა და ზღვარს, ვფიქრობ – ჩვენს ქვეყანას ერთადერთი რეალური საშველი დაადგება, მხოლოდ სამეფო ხელისუფლების აღდგენით, რომელიც ქვეყანას გაუთავებელი პოლიტიკური ბრძოლების ასპარეზიდან, ცხოვრების მშვიდ რიტმზე გადასვლის შესაძლებლობას დაუსახავს. 

აღნიშნულის განხორციელებისათვის, ნიშანდობლივია ის უმნიშვნელოვანესი და უმყარესი წინაპირობა, რომ ქართველ ერს არასდროს უთქვამს უარი მონარქიაზე, არ აჯანყებია და არ დაუმხია მეფე. (რუსეთის იმპერიიის მჩაგვრელმა, ოკუპანტმა ხელისუფლებამ 1801 წელს გააუქმა ქართლ–კახეთის სამეფო, ხოლო 1810 წელს კი იმერეთის სამეფო). პირიქით – უკანასკნელი ქართველი მეფე, სოლომონ მეორე მადლიერმა შთამომავლობამ დიდი მოკრძალებით გადმოასვენა სამშობლოში და პატივით მიაბარა გელათის მონასტრის სამეფო საძვალეს. ყოველივე ეს, ერთობ მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს საქართველოში მონარქიული მმართველობის აღდგენისათვის.

მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანაში მეფისა და სამეფო ხელისუფლების ძალადობრივი, ყოვლად უკანონო დამხობის შემდეგ არცერთ მთავრობას გააჩნია დე–იურე ლეგიტიმაცია ეროვნულ დონეზე. აბსოლუტურად ყველა ხელისუფლება, მოყოლებული 1801 წლიდან აღმოსავლეთ საქართველოში და 1810 წლიდან დასავლეთ საქართველოში წარმოადგენს დე–ფაქტო ლეგიტიმურ მმართველობას და გამომდინარე აქედან – ლეგიტიმაციის სრული ხარისხის თვალსაზრისით, სამეფო ხელისუფლებას ალტერნატივა არ გააჩნია. 

დღევანდელი გართულებული პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, უპრიანი იქნება ქვეყნის სათავეში მირონცხებული მეფის ჩაყენება, რომელიც იქნება არცერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, არ გაატარებს რომელიმე ერთი პოლიტიკური ძალის ინტერესებს, არ გაუწევს პროპაგანდას ცალკეული პიროვნებების კერძო და ვიწრო ინტერესებს, არამედ მოგვევლინება, როგორც საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესების ძლიერი დამცველი და ქომაგი – განურჩევლად ეროვნებისა, რელიგიისა თუ პოლიტიკური შეხედულებისა. გამომდინარე ყოველივე აქედან – მეფე უთუოდ იქნება ის მძლავრი შემაკავშირებელი უმაღლესი მმართველი, რომელსაც პატივს მიაგებს ერის თითოეული წარმომადგენელი. მონარქი თავის გარშემო შემოჰკრებს და მამა–შვილურად გააერთიანებს პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეებსა და თავისი მირონცხებული, სამეფო მადლითა და ძალით მოახდენს ერის დაპირისპირებული მხარეების პოლიტიკური თუ სხვა სახის მოთხოვნების თანაბრად დაკმაყოფილებას, რაც ერთ–ერთ უპირველეს და უმთავრეს საწინდარს წარმოადგენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისა და განმტკიცებისათვის, რომელიც თავისთავად ეტაპობრივად გამოიწვევს კულტურულ და სოციალურ–ეკონომიკურ აღმავლობას სახელმწიფოში, რაც ლოგიკურად დაგვირგვინდება ქვეყნის დარღვეული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით – "მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა."

"მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს!" – მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორეს ეს შეფასება ზუსტად და რეალურად ასახავს სამეფო კონსტიტუციური ხელისუფლების უპირატესობასა და ფაქტობრივ უალტერნატივობას ნებისმიერი სხვა სახის სახელმწიფო მმართველობასთან მიმართებაში.

საქართველოს მეფე უთუოდ უნდა იქნეს გამორჩეული, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიიდან, რომელიც მთელს მსოფლიოში ერთ–ერთი უძველესი მონარქიული საგვარეულოა. ეს უდიდესი გვარი, 20–მდე წმიდანს ითვლის. ბაგრატიონთა ისტორია, თითქმის ჩვენი სამშობლოს ისტორიას წარმოადგენს. საქართველოს მეფე უთუოდ უნდა იყოს ბაგრატიონთა დღევანდელი, თანამედროვე პირობების გათვალისწინებით, ცოცხალი უფროსი შტოს მამრობითი ხაზის უფროსი წარმომადგენელი. 

ლაშა დეისაძე–შარვაშიძე

პოლიტიკის მეცნიერებათა მაგისტრი


ქუთაისი. 30.07.2013.

მამული, ენა, სარწმუნოება

მოწამე ფერბუთა ქალწული
4 (17) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მოწამე ფერბუთა ქალწულის (+341-343) ხსენების დღეს.
ღირსი იოსებ მგალობელი
4 (17) აპრილის მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი იოსებ მგალობელის (+883) ხსენებს დღეს.
gaq