საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

გეორგიკა > მკითხველთა წერილები

მკითხველის წერილი - ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
გთავაზობთ ჩვენი მკითხველის ლაშა დეისაძე-შარვაშიძის წერილს.georoyal.ge
,,ბატონიშვილ გიორგი ბაგრატიონის საზეიმო ვითარებაში შესრულებულმა ნათლობამ და მისთვის უფლისწულის ტიტულის სახელდებამ, კიდევ ერთხელ წამოსწია წინ, საქართველოში მონარქიის აღდგენა, ამ მმართველობის კონსტიტუციური რეჟიმის ჩამოყალიბების სახით, რამაც თავის მხრივ, საზოგადოებრივ ფენებში დისკუსია და აზრთა გაცვლა-გამოცვლა გამოიწვია. შევნიშნავ, რომ აღნიშნული მოსაზრება - საქართველოში აღსდგეს სამეფო ხელისუფლება, აბსოლუტურად არ გახლავთ აზრსა და ისტორიულ რეალობას მოკლებული, ვინაიდან ამ მოთხოვნით გაჟღერდა, არა ახალი მმართველობის შემუშავებისა და დამკვიდრების მოთხოვნა, არამედ საუკუნეთა განმავლობაში არსებული ხელისუფლების დაბრუნებაზე მსჯელობა. აქვე დავამატებ, რომ ბაგრატიონთა მონარქიული ზეობა გახლავთ ჩვენს ქვეყანაში არსებული ერთადერთი უმაღლესი მმართველობა, რომელიც უალტერნატივოა სრული ლეგიტიმაციისა და კანონიერების თვალსაზრისით, რადგან საქართველოში სამეფო ხელისუფლების დამხობა განხორციელდა გარეული მტრის - რუსეთის მიერ, ოკუპანტური და სისხლისმიერი მეთოდებით, ანუ, ორას წელზე მეტია, საქართველოს არ ჰყოლია დე-იურე ლეგიტიმური ხელისუფლება და ამ ორი საუკუნის განმავლობაში ქვეყანას მართავენ დე-ფაქტო ლეგიტიმური მთავრობები. აქვე, უთუოდ გასათვალისწინებელია, რომ ქართველი ერი, თავისი არსებობისა და მოღვაწეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გზებზე, არასდროს დაპირისპირებია ან აჯანყებია მეფეს და მითუმეტეს, არასდროს დაუმხია მონარქიული წყობილება, ანუ დღეს, საქართველოში არსებული უმეფობა გამოწვეული გარეული მტრის ქმედებით და არა, ქართველი ერის ნებითა და თანხმობით და თუ, ქართველი ერი (მისი გარკვეული, დიდი თუ მცირე ნაწილი) დღესდღეობით უარს განაცხადებს საქართველოში ერთადერთი კანონიერი ხელისუფლების - კონსტიტუციური მონარქიისა და სამეფო ტახტის აღდგენაზე, ამით ნებსით თუ უნებლიეთ დაეთანხმება და ქვეცნობიერად თანამონაწილე გახდება რუსეთის ცარისტული, საოკუპაციო რეჟიმის მიერ 1801 წელს - ქართლ-კახეთის სამეფო ტახტისა და 1810 წელს - იმერეთის სამეფო ტახტის დამცრობისა, ანუ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის უხეშად და ყოვლადუკანონოდ გაუქმებისა. (!) აქვე, მცირე რჩევის სახით, მოკრძალებით შევნიშნავ, რომ წყალს თუ სათავე სუფთა არ აქვს, ის შემდეგ მეტად ბინძურდება და მყრალდება, ანუ, თუ ქვეყანაში, სათავეში არ იქნა აღდგენილი სამართლიანობა, ერთადერთი და უალტერნატივო კანონიერი და ლეგიტიმური ხელისუფლება - სამეფო მმართველობის აღდგენის სახით, მანამდე, რასაკვირველია, ქვეყანას ცხოვრება მოუწევს არსებული მრავალმხრივი უსამართლობის პირობებში, რომელიც თავის მხრივ, ისედაც მრავლად არსებულ საერთო ეროვნულ პრობლემებსა და უსამართლობებს, კიდევ უფრო გააღრმავებს, გაამწვავებს და გაუსაძლისს გახდის.''

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq