საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

გეორგიკა > მკითხველთა წერილები

სვანეთის მიწავ, შენ ქართული სამყაროს მარილი ხარ!
მერაბ ონიანი

(წერილი რედაქციას)

 

 

 

ურწმუნო ხელისუფალმა ომი გამოუცხადა ზეცისა და მიწის მეუფეს. გამხმარი ფოთოლი აღდგა მთის ქარის წინააღმდეგ.

სანამ ქარი წყნარად უბერავს, ფოთლების შრიალი ისმის, მაგრამ როგორც კი ძლიერი ქარი ამოვარდება, ფოთლები გაიფანტება ჭაობში, ბილიკებზე, დაცალკევებულად გაფანტული კი ხმის გაღების უნარს კარგავს და ტალახში ეწებება.

ხელისუფალნი ჭედენ იარაღს, რომლითაც საკუთარი მოსახლეობის წინაპართა მიწიდან აღხოცვას ლამობენ, მათი ფიქრები, განზრახვები შეურაცხყოფენ, ამცირებენ ადამიანებს. ამით რეალურად მათ საკუთარ თავს გამოუცხადეს ომი. ჩვენ სინანულით ვუყურებთ თქვენს თვითმკვლელობას. რაც უფრო დიდხანს ომობთ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, მით უფრო ძლიერ დაშორდებით სიბრძნეს, სიკეთეს, ღმერთს. ღმერთი გამოგაცლით თავის ძალას და მხარდაჭერას, თქვენი მშფოთვარება შეძრავს თქვენს გულებს და როცა მხოლოდ საკუთარ თავს მიენდობით, დაკარგავთ ხალხთან და ღმერთთან კავშირს. ჭიანაჭამი ხეებივით დაიშლებით, საკუთარ თავზე განიცდით იმას, რასაც სხვებს უქადით. როგორ მოგწონთ იმ ხედ ყოფნა, რომელსაც გული ამოაჭამეს და მის სიღრმეში კი მატლები ეძიებენ საკვებს, როგორც მიტოვებულ სახლში. ასე დაემართება ხალხს, რომელიც სიცოცხლის მომნიჭებელს ომს უცხადებს.

სამწუხაროდ ასე დამკვიდრდა საქართველოში, რომ ხალხის წინამძღოლები, იმას კი არ აკეთებენ რაც სწორია, არამედ ამ გზიდან ცდილობენ გადაუხვიონ. ისინი ხალხში განხეთქილებას თესავენ საკუთარი ანგარების მიზნით, ხოლო, როდესაც ხალხი შეცბუნდება და აღშფოთდება და მათ საკადრის განაჩენს გამოუტანს, ხელისუფლებას ტოვებენ და მშვიდად იკვებებიან მოტყუებული მსხვერპლის ხარჯზე. ისინი საკუთარ მოწინააღმდეგეებს, წინა ხელისუფლებას ადანაშაულებენ, მაგრამ მათივე გზით მიდიან. ისინი ეპირფერებიან ძალას და სიმდიდრეს და პირადი კეთილდღეობის მომტან უპირატეს ადგილებს აღწევენ. ამხელენ სიბრძნეს და სიკეთეს, ოღონდაც საკუთარი ბოროტება დაფარონ. ისინი ხალხს ჭეშმარიტებისაკენ არ წარმართავენ, არამედ მხოლოდ სიცრუით კვებავენ მათ, ისინი ძარცვავენ მარადიულ ღირებულებებს თავიანთი თავისა და საკუთარი მეგობრების სასარგებლოდ, რადგან იციან, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება.

ეს ყოველივე მათთვის სიკეთით არ დამთავრდება. სინამდვილეში ისინი ალაფით მშვიდად ვერ გამოიკვებებიან. ხელისუფალნი, რომელნიც საკუთარ ხალხს უპირისპირდებიან, ხშირად დიდხანს ცოცხლობენ, რათა მათი სასჯელი დიდხანს გაგრძელდეს და ვერავის წინაშე საკუთარ სახელთა წარმოთქმას ვერ ბედავენ.

ხელისუფალნი, რომლებიც საკუთარ გულში მშვიდობას ვერ ინარჩუნებენ, ვერ შეინარჩუნებენ მას სახელმწიფოში; ხელისუფალთ, რომლებიც სხვის ტკივილს ვერ იზიარებენ, კიდევ უფრო ნაკლებად შეუძლიათ შეიგრძნონ სხვისი ბედნიერების სიხარული.

ყოველგვარი მიიღწევა შრომით და ძალისხმევით, მაგრამ ღვთის გარეშე მოპოვებული, აძლიერებს მიღწევის წყურვილს. შესაძლოა ამ მიღწევაში ყველაზე გულმოდგინე შრომა იყოს ჩადებული, მაგრამ ღვთის გარეშე იგი მაინც ცოდვაა, ყოველი ცოდვა კი აძლიერებს ახალი ცოდვის წყურვილს.

მხოლოდ ღვთაებრივი სრულყოფილებით ნაფიქრი და ნააზრევი, მხოლოდ ღვთაებრივი სიკეთით ქმნილი ხდის ადამიანს ბედნიერს, რამეთუ წყურვილს აკმაყოფილებს.

დროა გააცნობიერონ ხელისუფლებაში დროებით მყოფმა პირებმა ჰუმანისტური ღირებულებები და ფასეულობები, რადგან თუ დაამახინჯებენ თავიანთ დამოკიდებულებას ადამიანებთან და ღმერთთან, როცა მათთვის მოხერხებულობა სათნოებაზე მეტად ფასდება, ხოლო რაოდენობა ხარისხს აღემატება, ისინი თავად ჩაიძირებიან საკუთარი სიცრუის ჭაობში და დაავიწყდებათ საით დარჩა ნაპირი და ვისთან უნდა ეძიონ შველა.

 

***

სვანეთის მიწავ, შენ ქართული სამყაროს მარილი ხარ, მისი ნათელი ხარ. თუ შენ დაიმცრობი, დაუძლურდები და შუქს დაკარგავ, მაშინ შენი სამყარო მხოლოდ სიცოცხლის გარსად დარჩება, გველის ძველ ტყავად, რომელსაც იგი ეკალ-ბარდებში ტოვებს.

შენი სიკვდილის მოსურნენი შენი სიცოცხლის შესახებ ისაუბრებენ, ეს ცრუმაფიცარნი შენი სიკეთისთვის შენს ღმერთს დაიფიცებენ, რადგან საკუთარი არ ჰყავთ, ხოლო საკუთარ კერპს - ფულს უხვად შემოგთავაზებენ. უნებისყოფონი ნებისყოფის გამოცდას მოგიწყობენ, მშიშრებს თქვენი მამაცობის შურთ და ამიტომ მზაკვრულ იერიშს მოიტანენ თქვენს კაცურ ღირსებაზე. იმ სვანურ სულზე, რომელიც სიცოცხლის ღმერთის აკვანია. ვერავინ იყიდის თქვენს სიმდიდრეს, რადგან სამყაროს მისი საფასურის გადახდა არ შეუძლია. გონებადაბნეულთ შურთ თქვენი, რადგან თქვენ ღვთაებრივ სიმდიდეს ფლობთ, ის კი ღატაკია, მას ეს სიმდიდრე არ გააჩნია. ისინი ბნელეთის მოციქულებს ჰგვანან, რომელთაც სურთ წყალქვეშ სიბნელეს მისცენ თქვენი სამყარო, თავად კი ბოროტების სამზეო გამოაჩირაღდნონ, სვანეთის მიწა წყალში დაფლან, დაასაფლაონ. ამ ჭკუათხელ მეკუბოვეთ სურთ გაიხარონ მოყვასთა ძვლებზე, მათი ცოდვიანი გონება სიყვარულს დევნის მშობლიური სახლიდან. საქართველოს სვანეთის მიწის დამცრობით სოცოცხლე მოაკლდება, ვაჟკაცური სულის სიამაყის ნავსაყუდელი ხელიდან გამოეცლება, ის სიცოცხლის ცარიელი ნაჭუჭი გახდება, გველის ტყავი, რომელსაც იგი ეკლებში ტოვებს.

მამული, ენა, სარწმუნოება

მოწამე ფერბუთა ქალწული
4 (17) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მოწამე ფერბუთა ქალწულის (+341-343) ხსენების დღეს.
ღირსი იოსებ მგალობელი
4 (17) აპრილის მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი იოსებ მგალობელის (+883) ხსენებს დღეს.
gaq