საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

გეორგიკა > მკითხველთა წერილები

დავით ქაქუთია: “მზად ვარ დავიხარჯო მონარქიზმის იდეის ხორცშესხმისთვის”
დავით ქაქუთია
ქართულ ინტერნეტსივრცეში არც ისე დიდი ხანია გამოჩნდა საიტი www.georoyal.ge, მაგრამ მან უკვე მოიპოვა ინტერნეტმომხმარებელთა დიდი ნაწილის მოწონება, ნდობა და, შესაბამისად, ჰყავს უამრავი გულშემატკივარი. ეს ამ საიტის შემქმნელების მიერ სწორედ რომ საჭირო დროს საჭირო საქმეზე მუშაობის შედეგია. ინტერნეტის ავკარგიანობაზე საუბრით დღეს თავს არ შეგაწყენთ, მითუმეტეს ამის შესახებ დისკუსია და პოლემიკა უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. 
საუბარი ინტერნეტის უარყოფით გავლენაზე, განსაკუთრებით ახალგაზრდების გონებრივ თუ ფსიქიურ მდგომარეობაზე, საკმაოდ აქტუალურია, მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს. ფაქტია, ინტერნეტით უამრავი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის მოპოვებაა შესაძლებელი, რომ ის 21-ე საუკუნეში კომუნიკაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა და ბევრი სასიკეთო საქმის კეთება შეუძლია. ამის დასტურია ზემოთ ხსენებული საიტი  www.georoyal.ge, რომელიც ნამდვილად ემსახურება იმ მიზნებს, რომელიც ჰაერივით საჭიროა დღეს ქართული ცნობიერების ასამაღლებლად.
დამეთანხმებით, ერის მომავალი მხოლოდ მისი წარსულის სრულფასოვანი ცოდნით შენდება. წარსული კი იმ სახით, რომელსაც ამ საიტის ავტორები გვთავაზობენ, ნებისმიერ ადამიანს მისდამი სიყვარულს და პატივისცემას აღუძრავს. აქ ყოველი რუბრიკა საინტერესოა, ვეცნობით ისტორიულ ფაქტებს, დოკუმენტებს, სახელოვანი ქართველი მეფეების ბიოგრაფიებს, ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს და ბევრ სხვა თემას.
საქართველო უძველესი ქვეყანაა და მისი ისტორიის ცოდნა, მსოფლიოს გლობალური პროცესების ფონზე, თითოეული ქართველის უპირველესი მიზანი უნდა იყოს. ჩვენ, ჩვენი სახელოვანი წინაპრების მსგავსად, გვევალება ქართული ცნობიერების, ენის, კულტურის, ტრადიციის არა მარტო დაცვა, არამედ მთელი მსოფლიოსთვის მისი როლის დანახებაც. მიხარია, რომ საქართველოში მონარქიზმის იდეას ბევრი მომხრე ჰყავს და მთელი შეგნებით ვუერთდები იმ ადამიანების არმიას, რომლებსაც საქართველოს მომავალი მონარქიის გარეშე ვერც წარმოუდგენია.
რატომ მონარქია? იმიტომ, რომ, როგორც საიტზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიაში ვკითხულობთ: “საქართველოში განსაკუთრებით მწვავედ დგას პირველობის, `პირველკაცობის~ საკითხი. მეფისთვის პირველკაცობის, პირველობის პრობლემა არ დგას. მისთვის განგებაა, მსახურებაა, ვალდებულებაა ზრუნავდეს ქვეშევრდომებზე. ეს ადგილი მას კარიერისადმი სწრაფვით არ მოუპოვებია... იგი, უბრალოდ, მეფობისთვის დაიბადა და მეფურად გაზარდეს. იმთავითვე ყველაფერი გარკვეულია. ასე ინება განგებამ”.
“გადმოცემის მიხედვით, ბაგრატიონები არიან წმიდა მეფსალმუნე დავით მეფის შთამომავლები, რომლის ჩამომავლის _ იოსების ოჯახში იშვა მაცხოვარი. მართლაც რომ საამაყოა ასეთი, მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ბაგრატოვანთა დინასტიის ყოლა. ჩვენი შვილებიც ხომ უფრო მტკიცე ქართული სულისკვეთებით გაიზრდებიან”.
როგორც ჩემი ქვეყნის ერთი რიგითი შვილი, მზად ვარ დავიხარჯო ამ იდეის ხორცშესხმისთვის. მოხარული ვარ, რომ ვიცნობ მონარქისტებს და მსურს გვერდში დავუდგე ყველას, ვინც ამ დიდებულ საქმეს ერის ბედნიერი მომავლისთვის დაუღალავად აკეთებს...


 


მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq