საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

გეორგიკა > მკითხველთა წერილები

დავით ხიზანიშვილი - საქართველოს სამეფოს მმართველობა (პრინციპები)
დავით ხიზანიშვილი

გთავაზობთ სამეფო კლუბის წევრის, იურისტ დავით ხიზანიშვილის პროექტს კონსტიტუციური მონარქიის მმართველობის პრინციპების შესახებ, რომელიც თავად ავტორმა გამოგვიგზავნა.

აქვე მკითხველს შევახსენებთ, რომ მზად ვართ სხვების პროექტებიც წარმოვადგინოთ. შემდეგ ვიმსჯელოთ, რომელი უფრო გამოადგება ჩვენს ქვეყანას მომავალში.

georoyal.ge 

ნაწილი I - ხელისუფლება

1) მეფე; 2) საკანონმდებლო; 3) აღმასრულებელი; 4) სასამართლო

1) მეფე

მეფე -1) არის სახელმწიფოს მეთაური, გვარად ბაგრატიონ-ბაგრატიონი ან ბაგრატოვანი,რომელსაც აირჩევენ ამ გვარის წარმომადგენლები, მართლ-მადიდებელი ქრისტიანი, ტიტული: "მეფე სრულიად ივერიისა";. 

2) უფლება აქვს სახელისუფლებო კრიზისის დროს გადააყენოს მთავრობა და პრემიერ-მინისტრი და დაითხოვოს სახელმწიფო საბჭო;

3) ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს და თავმჯ-დომარეს და ატარებს არჩევნებს.

4) ნიშნავს გამოძიების ეროვნული სამსახურის დირექტორს და ხელ-მძღვანელობს გამოძიებას.
5) ნიშნავს 3 სენატორს და თითო კონსულს.
6) ამტკიცებს ელჩებს, მთავრობას და პრემიერ-მინისტრს.

2) საკანონმდებლო ხელისუფლება

საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებს სამეფო დარბაზი, რომელიც შედგება 2 პალატისგან – ზედა (სენატი) და ქვედა (სახელმწიფო საბჭო).

სენატი - შედგება მხარეებში და დიდ თვითმმართველ ქალაქებში არჩეული 2-2 სენატორისგან და მეფის მიერ დანიშნული 3 სენატორისგან; იღებს საკონსტიტუციო კანონებს, ირჩევს უზენაესი სასამართლოს წევრებს და თავმჯდომარეს; ირჩევს ელჩებს და დასამტკიცებ-ლად გადასცემს მეფეს. სახელმწიფო საბჭოსთან ერთად ერთიან სხდომაზე ირჩევენ მთავრობას და პრემიერ-მინისტრს და დასამტკიცებლად გადასცემენ მეფეს და იღებენ ორგანულ კანონებს, ბიუჯეტის კანონს; იწონებს სახელმწიფო საბჭოს მიღებულ კანონებს.

სახელმწიფო საბჭო - შედგება პროპორციული წესით არჩეული 100 დარბა-ისელისგან; იღებს კანონებს და გადასცემს სენატს მოსაწონებლად.

3) აღმასრულებელი ხელისუფლება

აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს მთავრობა და მას ხელმძღ-ვანელობს პრემიერ-მინისტრი. მთავრობას და პრემიერ-მინისტრს ირჩევს დარბაზი გაერთიანებულ სხდომაზე და ამტკიცებს მეფე.

4) სასამართლო ხელისუფლება

სასამართლო ხელისუფლებას ახორციელებენ საქართველოს სამეფოს უზენაესი სასამართლო და საერთო სასამართლოები.  
საერთო სასამართლოებია საქალაქო (სამხარეო) სასამართლოები და სააპელაციო სასამართლოები.
საქართველო სამეფოს უზენაესი სასამართლო არის საკასაციო სასამარ-თლო, უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში იქმნება საკონსტიტუციო პალატა რომელსაც თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

ნაწილი II - ადმინისტრიციული მოწყობა 

საქართველოს სამეფო ადმინისტრაციულად ეწყობა მუნიციპალიტეტებად და თვითმმართველ ქალაქებად. მხარეები არის მუნიციპალიტეტების გაერთიანება.

მუნიციპალიტეტებში თვითმმართველობას ახორციელებენ მუნიციპალიტეტების საკრებულოები, რომლებიც შედგება თემებში მაჟორიტარული წესით არჩეული თითო წარმომადგენლებისგან. მხარის თვითმმართველობას ახორციელებს მხარის კოლეგია, რომელიც შედგება მუნიციპალიტეტებიდან არჩეული 2-2 და მეფის მიერ დანიშნული 1 კონსულებისგან. მხარის კოლეგია ირჩევს მხარის გამგებელს. 

საკრებულოები ირჩევენ გამგეობას, ხოლო ხალხი პირდაპირ ირჩევს გამგებელს.

ქალაქის საკრებულოები ირჩევა პროპორციული წესით არჩეული 20 დეპუტატისგან და ქალაქის მუნიციპალიტეტებში არჩეული მაჟორიტარი წარმომადგენლებისგან (50000 კაცზე 1). ქალაქის საკრებულოები ირჩევენ ქალაქის მთავრობას და პრემიერს. ქალაქის თავებს ხალხი პირდაპირ ირჩევს.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq