![](images/13552455076519.jpg) | სერჟ მდივანი |
მთელ ამერიკაში თავადის
სახელით პატივდებული და–ძმები რუსეთის
არმიის გენერალ–მაიორის – ზაქარია მდივნის (1867–1933) ვაჟები იყვნენ. მამა მათი
მთელი სიცოცხლე თავადობას იჩემებდა, მაგრამ არასოდეს ამ ღირსების მადასტურებელი
საბუთი არ ჰქონია. თუმცა, არსებობს ვერსია, რომ ზაქარია მდივანი იყო
რუსეთის ყოფილი იმპერატორის ყოფილი ადიუტანტი.
თუმცა ძმები ირწმუნებოდნენ, რომ თავადის ტიტული მათ თვით ერეკლე მეორისაგან
ჰქონდათ მინიჭებული.
ძმები, ძველსა და ახალ სამყაროში სახელგავარდნილნი იყვნენ, როგორც “Marrying Mdivanis“
– ქალების გულთა და უბის მპყრობელები –თავიანთი მრავალრიცხოვანი ქორწინებებით და
გაშორებებით ამერიკელი მულტიმილიონერების ქალიშვილებთან და შვილიშვილებთან და „ჰოლივუდური
ფილმების ფერიებთან“.
დეილ კარნეგის ცნობილ წიგნში: „როგორ შევიძინოთ მეგობრები და მოვახდინოთ
გავლენა ადამიანებზე“, არაორაზროვნად არის ნათქვამი:
„რატომ იყო, რომ ასეთი იგავმიუწვდომელი წარმატებით სარგებლობდნენ საქორწინო
არენაზე მრავალცოლიანი ძმები მდივნები? როგორ მოხდა, რომ ამ ეგრეთ წოდებულმა
„პრინცებმა“ შეძლეს თავის ბადეში გაეხვიათ ორი მზეთუნახავი – ეკრანის მოკაშკაშე
ვარსკვლავი, ერთი საყოველთაოდ ცნობილი პრიმადონა და ბერბირდა ჰატონი თავისი
მილიონებით? როგორ მიაღწიეს ამას?
„
![](images/13552455075262.jpg) | სერჟისა და პოლა ნეგრის ქორწილი | ქალებისათვის ძმები მდივნების მიერ მიწვდილი
თავაზიანობის ხიბლი – წერდა ადელინა როჯერს სენტ–ჯონსი – იყო საუკუნის ერთ–ერთი
იდუმალი გამოცანა. პოლა ნეგრიმ, მსოფლიოს პირველმა ქალმა, მამაკაცთა მცნობელმა და შესანიშნავმა
მსახიობმა, ერთხელ განმიმარტა: „მათ ქათინაურების ხელოვნება ათვისებული ჰქონდათ,
როგორც არავის ჩემს ნაცნობ მამაკაცთაგან. ეს ხელოვნება თითქმის დაკარგულია ჩვენს
რეალისტურ და სკეპტიკურ სამყაროში. გარწმუნებთ, სწორედ ამაშია ძმები მდივნების
მიერ ქალთა მოხიბვლის საიდუმლო!“
საბჭოთა პერიოდის აშშ–ში მოღვაწე ქართული წარმოშობის რუსულენოვანი
ჟურნალისტი, მელორ სტურუა, არცთუ სიამაყის
გარეშე წერდა იქ მოღვაწე ქართველებზე:
„მოდით, ვხატოთ, როგორც ამას აკეთებდა
სიდამონ–ერისტოვი; მოდით, ვიფრინოთ, როგორც ფრინავდა ქართველიშვილი; მოდით
ვიცეკვოთ, როგორც ცეკვავდა ბალანჩინი; მოდით გვიყვარდეს – როგორც უყვარდათ ძმებ
მდივნებს!“
გადმოცემით,
ძმების დარდიმანდობისა და თანამოგვარეობის
მსხვერპლი უნდა გამხდარიყო ქართული
საბჭოთა ბოლშევიზმის ერთ–ერთი ლიდერი ბუდუ მდივანი: ლავრენტი ბერიამ მისი გენეალოგია „მექორწილე მდივნებს“
დაუკავშირა და დავით მდივნის უარები ბევრს ვეღარაფერს უშველიდა!
სერჟ
მდივანი((1903-1936),)
1927 წელს, სერგომ ცოლად
პოლა ნეგრი(Pola
Neg
![](images/13552455073635.jpg) | მერი მაკკორმიკი | ri, 1894–1987) მოიყვანა, იმ დროის ძალიან პოპულარული მსახიობი,
რომელიც მსოფლიოს
მაყურებელმა უხმო
კინოდან გაიცნო.
მსახიობი მუშაობდა
ჩარლი ჩაპლინთან
და რუდოლფ
ვალენტინოსთან. ნეგრი ძალიან
დიდ მედია
ხმაურში მოყვა,
როცა 1926 წელს,
ვალენტინოს გარდაცვალების შემდეგ, განაცხადა, რომ
ისინი დაქორწინებას აპირებდნენ და
მთელი პანაშვიდებით, ქვრივივით დაატირა.
„კუბოზე ჩემი
სახელი დააწერეთ“
და მსგავს
რაღაცეებს იძახდა.
მიუხედავად ამ
ამბებისა, რუდოლფ
ვალენტინოს მეგობრების დიდი
ნაწილი ამბობდა,
რომ მათ
შორის მსგავს
განზრახვებს ადგილი
არ ჰქონია.
მოკლედ, ხმაური
იყო, თუმცა
რამდენიმე ვარსკვლავმა და თავად
ვალენტინოს ძმამ,
მსახიობის მხარი
დაიჭირეს.
ნეგრიზე ისიც
არის ცნობილი,
რომ იმ
დროისთვის კინოინდუსტრიაში გამორჩეულად დიდი
ქონების პატრონი
იყო და
ბევრი იდარდა
თუ ცოტა,
სერგოს გაჰყვა
ცოლად...
1929 წელს Wall Street Crush-ის შემდეგ,
ამერიკაში, მდიდრული
და წარმატებული ცხოვრების მქონე
ძალიან ბევრი
ადამიანი გაკოტრდა,
მათ შორის
პოლაც. ეს
დღე „შავი
სამშაბათის“ სახელით
არის ისტორიაში
შესული. ნიუ
-იორკის ბირჟაზე
ერთიანად ყველაფრის
ფასი დავარდა
და პანიკა
იყო... სერგო ოთხშაბათსვე გაშორდა საკუთარ
ვარსკვლავ ცოლს
და 1931 წლის
27 აპრილს, პოპულარული მომღერალი მერი
მაკკორმიკი (Mary MacCormick)
შეირთო. იგი პარიზის
ნაციონალურ ოპერაში,
![](images/13552455071623.jpg) | ალექსი მდივანი |
ოპერა კომიკში
(14 წელი), მონტე კარლოს
ოპერასა და
ჩიკაგოს სამოქალაქო ოპერაში მოღვაწეობდა. მდივანს ის,
33 წელს, ხმაურიანი
პროცესით გაეყარა.
ყველაზე რთული
ამბავი შემდეგ
ხდება, მას
ცოლად მოჰყავს
ყოფილი რძალი,
მისი ძმის
ალექსის ყოფილი
ცოლი, ასტორების
უმდიდრესი ოჯახის
წარმომადგენელი ლუსი
ასტორ ვან
ალენი, თუმცა
სერგო, უცნაურ
ვითარებაში, იმავე
1936 წელს პოლოს
თამაშისას, საკუთარი ცხენის ფლოქვებს ქვეშ დაიღუპა.
ძმები:
ალექსი მდივანი პირველ ქორწინებაში იყო უმდიდრეს
ამერიკელ ქალთან, უილიამ ასტორის შვილთაშვილთან,
21 წლის ლუიზა ასტორ ვან ალენთან (Louise Astor Van Alen),
ვისი მამაც ამერიკული „მშრალი კანონისადმი“ პროტესტის ნიშნად მუდმივად
საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა; მისი მეორე ცოლი იყო ვულვორტთა (Woolwort) ორასმილიონიანი
ქონების მემკვიდრე ბარბარა ჰატონი, რომლის ცხოვრება საცსე იყო სიმდიდრით,
პრივილეგიებით, სიყვარულებითა და ქმრებით ( 7ქმარი, კერი გრანტის ჩათვლით). თავისი
21 წლის თავზე ბარბარა ჰატონმა დედისგან მემკვიდრეობით მიიღო 50 მილიონამდე
დოლარი. ამ ანდერძის მიხედვით ის გახდა მსოფლიოში ერთ–ერთი უმდიდრესი ქალი.
ბარბარა ამბობდა, რომ მას მოსწონს
ის დაუდევარი ცხოვრება, რომლითაც ცხოვრობს ალექსი. ამერიკელ
![](images/13552455074090.jpg) | ალექსისა და ბარბარა ჰატონის ქორწილი | ები ცოლებს ირთავენ
ერთობლივი ბიზნესისათვის; ხოლო მას მოსწონს „ალექსის გვერდით თავის პრინცესად
ცნობა“. ბარბარა თავს იწონებდა ქმრის დიდგვაროვნული წარმომავლობით.
მდივნისა და ჰატონის ქორწინება შედგა პარიზის წმ. ალექსანდრე ნეველის რუსულ
ტაძარში.
მთელი
ტაძარი სადღესასწაულოდ იყო მორთული. ეკლესია გადაპენტილი იყო თეთრი ვარდებით,
აზალიებით და ლილიებით. მანამდე არასდროს უნახავს ამ ტაძარს მსგავსი ძვირფასეულობით
მორთული ადამიანები. 4 საათზე როლს–როისით მოვიდა სასიძო, შემდეგ – საპატარძლო –
ახალგაზრდა, ნატიფი და ჰაეროვანი ქალბატონი. ფოტოგრაფებისა და კინოოპერატორების
ბატარეა უღობავდა მათ გზას.
ჯვარს
სწერდა მათ მამა იაკობ სმირნოვი, თანამწირველები იყვნენ: მამა გიორგი სპასკი, მამა
ნიკოლოზ სახაროვი და ქართველი მღვდელი. გალობდა 30 კაციანი გუნდი.
ჯვრისწერის შემდეგ ახალგაზრდები იღებდნენ მილოცვებს. მიმლოცავთა შორის
იყვნენ ყოფილები ქართველთაგან: ნოე ჟორდანია, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი
მინისტრი ევგენი გეგეჭკორი, ყოფილი პარიზელი დესპანი – ჩხენკელი.
ქორწილის შემდეგ ეკლესიას შეემატა ახალი ხალიჩა და ჭაღი საკურთხეველში.(1933.
23 ივნისი)
თუმცა ვერც
ქორწინებით და
ვერც ქონებით,
ძმაზე არანაკლებ
სიმპატიურმა ალექსმა,
დიდი ხანი
ვერ იბედნიერა
და 1935 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
![](images/13552458298624.jpg) | ლუიზა ასტორ ვან ალენი |
დავითმა 1926 წელს ცოლად
უფროს ძმაზე
არანაკლებ პოპულარული მსახიობი და
მოცეკვავე, მეა მიურეი მოიყვანა, რომელიც მასზე 20 წლით უფროსი და სამჯერ
განათხოვარი იყო.
მეა უხმო
კინოს ვარსკვლავი იყო და
მას შემდეგ,
რაც ფილმებმა
ხმა ამოიღეს,
კიდევ მოსინჯა
ბედი, თუმცა
მისი ყოველი
ახალი როლი,
უფრო და
უფრო მეტი
კრიტიკის საგანი
ხდებოდა ხოლმე...
თუმცა მთავარი
შარი მაინც
წინ ელოდა,
მეოთხე ქმრის,
დავით მდივნის რჩევით, რომელიც მისი
მენეჯერი გახდა,
მან კონტრაქტი
გაწყვიტა მეტრო
გოლდუინ მაიერთან (MGM), რამაც იქაურობის
მაშინდელი ბოსის,
ლუის მაიერის
გაცხარება გამოიწვია.
შემდეგ მიბრუნდა,
მაპატიეო, ალბათ,
ეუბნებოდა, მაგრამ,
არც არაფერი...
მეტი MGM-ის
შეფთან მსგავსი
დამოკიდებულება, ჰოლივუდის
სტუდიებში მის
აბსოლუტურ დაბლოკვას
ნიშნავდა.
დავითს მასთან
ჰყავდა შვილი,
კორან დავითი,
თუმცა მსახიობის
სრული გაკოტრების შემდეგ, 1933 წელს, გაეყარა, მერე ბევრი
იდავეს სასამართლოებში 48 წლის ცოლმა და 28 წლის ქმარმა ბავშვის თაობაზე.
დავითი ახლობლობდა პოპულარულ
მსახიობ, მომღერალ
და მოდელ,
ფრანგ არლეტისთან (Arletty), საბოლოოდ კი, 1944 წელს ცოლად
მოიყვანა Sinclair Oil Corporation-ის მემკვიდრე, ვირჯინია სინკლერი,
ჯანმრთელი და
მდიდარი. დავითს
ერთი შვილი
მასთანაც ჰყავდა.
![](images/13552458298880.gif) | დავით მდივანი |
სინკლერის ბენზინგასამართი სადგურების ქსელი
ამერიკაში დღესაც
ფუნქციონირებს.
დები
რუსუდან (იზაბელ) მდივანი (1906 –1936) იყო მოქანდაკე, ცოლად ჰყავდა ცნობილ
კატალონელ მხატვარ ხოსე მარია სერტს.
ნინო მდივანი (გარდ. 1987) – თავდაპირველად გათხოვილი იყო კარლ ჰუბერიხზე
1925 წლიდან 1936 წლამდე. განქორწინების შემდეგ, იმავე 1936 წელს ცოლად
გაჰყვა „შერლოკ ჰოლმსის“ გახმაურებული
თავგადასავლების ავტორის, არტურ კონან დოილის ვაჟს, დენის კონან დოილს. დენისის
გარდაცვალების შემდეგ, 1955 წელს მისთხოვდა ენტონი ჰარვუდს.
|