საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

ლიტერატურა და ხელოვნება > ქართველ მეფეთა პოეზია

თეიმურაზ მეორის შემოქმედება

თეიმურაზ II ე. წ. აღორძინების ხანის ქართული მწერლობის წარმომადგენელია. იგი იყო პოეტი და მთარგმნელი.  ავტორის ლექსებში გადმოცემულია ძველი საქართველოარაერთი ზნე-ჩვეულება და ტრადიცია.

ისტორიული რეალობებია გადმოცემული თეიმურაზ II-ის ავტობიოგრაფიული ხასიათის ლექსში „თავგადასავალი“ . თეიმურაზ II-ის ლირიკული ლექსების უმრავლესობაში გამოხატულია ქრისტიანული რელიგიური განწყობილება. პოეტის ლიტერატურული მრწამსის გასათვალისწინებლად მნიშვნელოვანია მისი "გაბაასება რუსთველთან". თეიმურაზ II იზიარებს არჩილ II-ის მიერ ქართულ მერლობაში დამკვიდრებულ "მართლის თქმის" პრინციპს, ილაშქრებს ფანტასტიკური სიუჟეტების დამუშავების წინააღმდეგ.

თეიმურაზ II-ს ეკუთვნის იმხანად პოპულარულ თემაზე დაწერილი "ხილთა ქება", თავშესაქცევი და ფორმალისტური ხასიათის ანბანთქებები, კიდურწერილობა და ა. შ.

 

ყუმარზედ ზმა ლექსად თქმული

1. განჯაფისა

1

ამისგან ჯაფას ბევრს ვნახავ, ვინ მზესა დაედარების,

ალალთა ფიცსა არ სჯერა, მას სხვა რა მოეგვარების?

ამაყი ზილიხანსავით, უწყენს, ვინც მოეხმარების,

ბა რათ იწყენს ხუმრობას, თუ მე კი არ მემტერების?

2

დიაღ არ ჩადის ავადა, რად არ მომყვების მეო–და?

ხმა ლიზღობაში წამერთვა, შემამწყრა ჩემი მზეო–და.

მომჩანგის წელში გაყრითა დავსწყევლე რიცხვი, დღეო–და,

რათა ჯიჯინი გარდამხდა, რათ აღარ მახსენეო–და?

3

ყუ მაშინ ბალიშად ვნახე თავსქვეშე დადებულები,

ყარა ჯიბეს მას ვარდი, ფიცხლავ ცხვირს მეცა სულები,

თი ფიალის ღვინის სმით ეშყმან შემიკრა გულები,

ვარა ყიზილბაშს ნამყოფი, გავსინჯე ჩემი თქმულები.

4

ვალის ბაია ხილვითა ვერ გაუმართე მზესაო,

იამ სუნნელი მიკმია, აღარ მომიდებს, ცეცხლსაო,

იმას ნაფირი დაეკვრას, ვიშუშპრო მუდამ დღესაო,

არა ხარ ჯიქი, მე მაზა ლბილი ჩამიდევ ხელსაო,

5

მომართულ ფიცხელს ჩემზედა ისარსა თუ მკრავ გულსა–და,

ცხენსა ასალსა უნაგრით შევადგამ არაბულსა–და,

მზის მეტოქ მინდობილს მაგდებ, ღვთის მადლს, რას ეტყვის ჯულსა–და?

ნაილაჯობა შენგნითა ჩემი წაგიწყმედს სულსა–და!

2. ნარდზედ ზმები

6

ხმა ნარნარ, დიაღ, უხდების ბულბულსა ჭიკჭიკობანი,

ია ქებითა ვერ უდრის, წითელს ვარდზედ აქვს ბჭობანი,

სად უყეფს, ნახეთ, მუდამად, ვისიც სჭირს მიჯნურობანი,

სე ევლება თავზედა, მისი არ უნდა გმობანი.

7

ჩარიგებული ყვავილი კარგია, ნამიანია,

ფანჯი შევახო ხელისა, სად იყოს ეკლიანია,

მაშე შიგ ჩავყოფ მე ცხვირსა, უსუნებ ცრემლიანია,

რას მეკამათე ლიზღობით - შევიქენ სევდიანია!

8

კაკაც იწამლეთ, ვინც იყოთ ჩემებრ მიჯნური ხელობით,

გულს კარით ვარდის კონები, უფრო არ გახდეთ ძნელობით,

მას ეთამაშე კარგგვარად, მამაცურად და ქველობით

იქ, ვიშ არ ითქმის უარი მორევით, ვერცა მძლეობით.

3. ჭადრაკზედ ზმები

9

ნიჭად რაკი–რუკი მესმა კართა ზედან კენჭის ცემით,

მეფერების თავი შენი, შემიბრალე ხმის გაცემით,

აქ სულა ზი, ერიდები კაცთა, სტირი გარდაცემით,

კუნითი მოგცე თავი, რომ გამხეთქო თუ უნდ ცემით.

10

მომხედარის კაცის თვალმა შემიწყალა, დამრთო ნება,

ეტლი მქონდა მას დღეს კარგი, აღარ მჭირდა ცეცხლთა დება,

პა იკივლებს აღარა, არ უარობს, არცა მწყრება,

არ უხილავს თვალთა ჩემთა მისებრივი ბრწყინვალება.

11

სისხლის რუ კარგად დამწყვიტა, აღარ მადინა თვალითა,

არ ქიშპად იყო ჩემზედა, იწოდა ჩემის ბრალითა,

თამაშა მათი მინდოდა ნაჭიდებით და ძალითა,

მე ვაქო სიამოვნითა, ვისგანაც ვიწვი ალითა.   

 

 

გაბაასება რუსთველთან

 

1

მე უსწავლელსა ვით მეძლოს, ვისზედ ვსთქვი ანბანთქებანი? 

ბრძენს უნდა ექო იმისი ციმციმი, ბრწყინვალებანი, 

მინდა რუსთველსა შევჰკადრო სიტყვითა ბაასებანი, 

ვჰკითხოთ, რაზედ თქვა ლექსები ტკბილი, ღრმად მეტყველებანი? 




ვუთხრათ: რად დაშვრი ტყუილზედ, რაც სთქვი, არ იყო წესიო, 

ამას მოწმობენ ქართველნი, იმერელი და მესხიო, 

არქვით მათ თქვენი ნათქვამი - ნეტავი მე მასესხიო - 

დიდათაც გამომადგება რუსეთსა მისი ლექსიო! 




ნესტან-დარეჯან ვინ იყო, რომ აქო დაუცხრომელად? 

ტყუილის ტარიელისთვის სტირს ცრემლის შეუშრობელად, 

როს ღრმა ლექსებით შეამკობს მათ ენა დაუშრომელად, 

წყნარათა ვკითხოთ, არ გაწყრეს, არ დავრჩეთ შეუნდობელად. 




აწ მოგახსენებ, რუსთველო, რაც ჩემი სიტყვა არი სად: 

ნესტანჯარ ესრეთ გიქია, არ თუ სხვის შესადარისად, 

«თინათინ მზესა სწუნობს»-ო – თქვენ ბრძანეთ – ქებად კმარისად, 

ცუდმადს  მიჯნურსა ახელებთ ერთმანეთს გასახალისად. 




არ გაგონილა ინდოეთს ნესტან-დარეჯან ქალადა, 

არცა ტარიელ კაცს ერქვას - გიწოდებია ძალადა! 

არაბისტანში თინათინ არ იყო ბროლ-ფიქალადა, 

ვერც ჰპოებთ ავთანდილსაცა მის ეშყით დანამთვრალადა. 




არა ყოფილა ფარსადან ექვს სამეფოზედ მჯდომელად, 

არცა განთქმული ინდოეთს, რომ ყოფილიყოს მფლობელად. 

გამოჩნდით მათთვის, ღირს ქმენით რას ლექსის შესამკობელად, 

ტარიელ, ნესტან-დარეჯან სთქვი ერთმანეთის მდომელად. 




ეს შვიდნი სახელმწიფონი დიდნი, ვარგნი და არავნი, 

არც მჯდარა მეშვიდედ მეფედ სარიდან მტერთა მზარავი, 

არც კაცი, არცა ჰქონია სახლი, სამყოფი, კარავი, 

გაკეთებული სიბრძნითა - არ არის დასაფარავი. 




არ თქმულა მეფედ არაბეთს როსტევან სახელდებულად, 

არც მის ასულად თინათინ, რომ სხვას ვის ეთქვას ქებულად, 

ვერც ავთანდილზედ მემოწმნენ იმისთვის თავდადებულად - 

დაგისახავსა ტყუილად მიჯნურებ ცეცხლმოდებულად! 




თქვენი ღრმად მეტყველებანი უცხო რამ, საკვირველია, 

თუმცა მართალზე თქმულიყო, რა ტკბილი საკითხველია! 

«ვეფხისტყაოსნის» ლექსები სხვას ლექსთა გამკიცხველია, 

საქართველოსა კაცთათვის სატრფო და სასურველია. 


10 

შენი ნათქვამი საღმრთოდ თუ საეროდ მოიხმარების, 

სჯობდა მას ზედა თქმულიყო, ვის მზე არ შეედარების, 

ევროპიაში რომელსა ბნელი არ მიეკარების, 

ვინც რომე ნათლობს ნიადაგ, შუქი არ დაემალების! 



                                                          მიგება რუსთველისაგან 


11 

«ძმანო, არ ძალმიცს პასუხი არ მწარედ, არცა ტკბილადა, 

ეს ვერ შევიტყვე: მოდავედ ჩემზედ ვინ ატეხილა-და? 

ექვსასის წლის მკვდრის ბაასი აროდეს გაგონილა-და! 

მელექსე მელექსისაგან არას დროს დანდობილა-და! 


12 

ვინ არის ჩემზე მეტყველი? - შეტყობა, დია, მსურისა: 

თუ ვინმე დიდი კაცია, მიგდება უნდა ყურისა, 

არამც რომ დამკვრელი იყოს სტვირისა, ჭიანურისა, 

ზედან ამღერდეს შაირებს, ნათქვამს ბისტიკას ცრუისა! 


13 

დიდის გვარისა თუ იყოს, ან კარგად ხსენებულიო, 

ან მეფე საქართველოსი, ანუ თუ უფლისწულიო, 

რასაცა გეტყვით, უამბეთ ეს ჩემი სიტყვა სრულიო, 

მკვდრის ლაპარაკსა რას აქნევს, კაცსა არ ედგას სულიო? 


14 

როდესაც საქართველონი იყო ხელმწიფის ერთისა, 

მაშინ მას ჟამსა მე ვიყავ შინაყმა თამარ მეფისა, 

კურთხეულმც არის ხსენება მპყრობელის დიდის ქვეყნისა, 

იმისგან პატივცემული ვახლდი მდივანი სეფისა. 


15 

ფილოსოფია მესწავლა, წიგნი მეკითხა ბევრიო, 

მოსწონდა ჩემი მდივნობა, ვის მორჩილებდა ერიო, 

მიბრძანა: «რადგან ცოდნა გაქვს, ლექსები გამოსთქვენიო». 

გინახავს ყველას, მოგწონსცა სულ ჩემნი დანაწერნიო. 


16 

რადგან მიბრძანა, არ მქონდა მე საქმე დასაღონები, 

ვპოვე ამბავი, ლექსად ვსთქვი, ვეჭვ, იყოს მოსაწონები, 

საღმრთოდ, საეროდ სრული და რა ტკბილად გასაგონები! 

კაცთათვის საკითხავადა სურვილით მოსანდომები. 


17 

უთქვამს, თუ: ცუდი შაირი მე ცუდად ვისზედ მეთქოსა? 

ტარიელ, ნესტან-დარეჯან ტყუილად სიტყვით მექოსა, 

ავთანდილ თინათინითურთ ზრახოს, არ ესახელოსა, 

რად უნდა ცილსა მწამებდეს, ჯავრითა გამახელოსა? 


18 

როს ქვეყანაზე ვცხოვრობდი, ვიყავცა გალაღებული, 

ხელმწიფე მყვანდა მაღალი, დიდადაც გადიდებული, 

მას დროს ქართველნი არ იყვნენ მტრისაგან შეწუხებული, 

მხიარულნი და შვებულნი ლხინობდენ გახარებული. 


19 

პაპას შენს - შენგან უკეთეს ჰქონდა მას სიბრძნე გულისა, - 

მასაცა უთქვამს შაირი მიჯნურთა დადაგულისა, 

ვინც წაიკითხავს ჩემს ნათქვამს, - მიგდება უნდა ყურისა, - 

ჩემმან ლექსებმან ერთს ჟამსა პაპაცა გაგიგულისა. 


20 

რაც სიბრძნით ლექსები მეთქვას, დაგიგდებთ ქართველებსაო, 

მიჯნურობისა საქმესა სიტყვას დავწერდი მთელსაო, 

ევროპიაში ვის აქებს, რომ არ შეუდრის მზესაო? 

თუმცა აგრეა, ჩემს მეტი ვერ იტყვის შესაფერსაო! 


21 

თუ მე მაგ დროსა მეცოცხლა, გაგიმარჯვებდი მე დია, 

ვისაც შენ აქებ, მაგაზედ კარგს ლექსებს გამოვთქვემდია, 

რას სიტყვით შევამკობდი-და! - შენ კარში გაგაგდებდია! 

რადგან შენს საქებრად დარჩა, მას არ ჰქონია ბედია!» 

 

 

ხილთა ქება

1

მარწყვმან  თქვა: “მოვალ პირველად, მე ვერ მომისწრებს ხილია,

ფერად მსგავსი ვარ ლალისა, მერმე საჭმელად ტკბილია,

წინ რასა  მისწრობს ტყემალი, მჟავე არის და გრილია,

მისგან ჩივიან ყველანი – «ვჭამე, მომვკვეთა კბილია».

2

ტყემალმა უთხრა: “შეგარცხვენს ეგ შენი საუბარია,

უარესი ხარ ყველასა, არა ხარ ხილთა  დარია,

თავსა მოგჭამენ ჭიანი, –  ძირი გაქვს მეტად მწარია,

უჩემოდ ლხინი არ ვარგა, არცარა სანუკვარია”.

3

ბალმან უთხრა: “ამხანაგო, თქვენ ვერ იტყვით ჩემსა ძვირსა,

ხესა თეთრად ავაყვავებ, დავამშვენებ ჩემსა ძირსა,

თავსა ბროლსა დავამსგავსებ, მერმე ლალსა გამჭვირვარსა,

შაქრის მსგავსად გარდვიქცევი, რა ჩამიდებს კაცი პირსა”.

4

ჟოლო იკადრებს ქებასა: ,,აწ ვიტყვი, რაცა მხვდებისა,

მოვლენ ყველანი მფრინველნი, ჩემზედან შემოსხდებისა,

კაცნი მრავალნი მეძებენ, ადვილად ვერ მომხვდებისა,

სიყვარულითა ჩემითა მჭამენ და ვერ განძღებისა”.

5

კიტრმან თქვა: “რაღა ვიკადრო საქმე ქებისა ჩემისა:

ტკბილი და მჟავე არა ვარ, კაცი რად მემოყვრებისა?

გრილი ვარ, კაცსა გავბერავ, მერმე თავი ვარ სნებისა,

ვინც რომ ჩემითა გაძღების, ციებაც შეექნებისა”.

6

ნესვმან თქვა: “ვჩივი ამისთვის – მიწასა მომაყრიანო,

მოვლენ, მეძებენ, მპოებენ, ხორცსა დანითა მჭრიანო,

რა გავიზრდები, საჭმელად ყველანი მინატრიანო,

ციებას, მერმე ცხელებას, ჭირს ჩემგან შეიყრიანო”.

7

თხილმან თქვა: გკადრო მართალი ჩემი პასუხი გულისა,

ყველანი უბნობთ, იკვეხით, მე იმან გამაგულისა,

სალხინოდ შესაქცევარი მე ვარ ყოვლისა სჯულისა,

კბილისა  მატკინებელი, მერმე დამწველი გულისა”.

8

მაყვალმან უთხრა: “არა ვარ ხილი თქვენებრი ქებული,

უარესი ვარ ყველასა, არვისგან მოწონებული,

ზედან მასხია ეკალი, ვარ მისთვის დაწუნებული,

პირველ გახლავარ ყირმიზი, მერმე პირგაშავებული”.

9

საზამთრო იტყვის: “ნუ უბნობთ, მე არვის დაგიცილებო,

თავსა ნუ იქებთ ჩემთანა – მე ყველას დაგაწბილებო,

მე ჯანინოზ ვარ ექიმი, სნეულთა მოვალხინებო,

სიცხითა შეწუხებულსა მე გულსა მოუგრილებო“.

10

ატამმან უთხრა: „რა გკადრო საქმე ქებისა ჩემისა?

უკეთესი ვარ ყოველთა, ხე ჩემი ტურფად ყვავისა,

შეყრა უხარის ყველასა ტურფისა სანახავისა,

მე და ნესვი ვართ ყოვლისა ამშლელი სენთა თავისა“.

11

ვაშლმან უთხრა: «შვენებითა თქვენ ვერა ხართ ჩემი დარი,

ვარ ყოველთა საქებარი, მე ვარ თქვენი მაქებარი,

სალხინო და სანადიმო სუფრაზედან სადებარი,

გულის ჭირის უკუმყრელი - არად უნდა საუბარი”.

12

ბროწეულმან თქვა: “უბნობთო მართლითა სამართალითა,

ჩემს უტურფესი ნაყოფი არვის უნახავს თვალითა,

მე ჩემსა ხესა მოვკაზმავ, ტურფად შევამკობ ხალითა,

დარბაზს სუფრასა ავავსებ იაგუნდითა, ლალითა”.

13

ნიგოზმანცა თქვა: “მე კაცნი ჯოხსა მესვრიან ხელითა,

გამტეხენ, ტყავსა გამხდიან, პირს ჩამიგდებენ ხელითა,

გულითა მასპინძელი ვარ  ნიადაგ მხიარულითა,

კაცსა საჭმელსა შეუმკობ, კიდეც ვალხინებ სულითა”.

14

ყურძენმა უთხრა: “ვაგლახ თქვენ, რას უბნობთ ცუდ-მაშვრალია?

კაცნი ყოვლისა ქვეყანას ჩემგან არიან მთვრალია, –

ჩემთანა თქვენი ხსენება დიდი ცოდვა და ბრალია, –

გული ექნების ლომისა და მერმე დევთა ძალია”.

15

ქლიავმან უთხრა: “იკვეხით, არა ხართ ჩემი დარია,

ყველა უგვარო შეყრილხართ, ცუდი გაქვსთ საუბარია,

ამ ცოტას ხნისა სიცოცხლე რა თქვენი საკვეხარია?

უფრო უყვარვარ ყველასა, ვარ მათი სანუკვარია”.

16

სხალმან თქვა: “მეცა მაუბნეთ – არა ვარ თქვენი დარია,

ჩემი ხე თეთრად აყვავდეს, გაეღოს გულის კარია,

როდეს მწიფობა მოვიდეს, ერთმანეთს უთხრან: «მარია»,

ავადმყოფს ვარგებ და მთელსა შაქრად გაუხდეს პირია”.

17

ჭერამი იტყვის: “თქვენ ჩემსა ვერ იტყვით  ვერას ძვირსაო,

ჩემი ხე თეთრად აყვავდეს, მსმელნი სხდეს მისსა ძირსაო,

როდესაც თვალი შეერთვის, მოინდომებენ ჭირსაო,

კაცი მჭამს – ჭირსა შეიყრის, მერმე მაგინებს ფირსაო”.

18

ალიბუხარა იკადრებს: “მომჟავო ვარო მე დია,

წამლად მეძებენ ყველანი, არ მედარების მე ბია,

ყველა ტყუიან ჩემთანა; კვინჩხო, რას იარებია?

დრამით ამწონენ ვაჭარნი, მე მაქვს ასეთი ბედია”.

19

აწ უნაბი მოახსენებს: “ჩემი ქება თქვენ რა სთქვითა?

ყირმიზი ვარ ლალივითა და მკურნალი მე თავითა,

აქიმები დამეძებენ, ზღვას შედიან სულ ნავითა,

ჩემთან ყველა ცუდი რამ ხართ, შეიმოსნით თქვენ შავითა”.

20

შინდი იტყვის: “შემოდგომას ჩემი არის გახარება,

ყველას უწინ ავყვავდები, კაცი ჩემკენ იარება,

ყირმიზობით ლალსა ვჯობვარ, არსად მინდა მე ტარება,

სანუკვარად ისეთი ვარ, ყველამა თქვას ნეტარება”.

21

ფშატმან თქვა: “ნეტამც იკადროთ თქვენ ჩემი შემოხედვაო!

საჭმელად შესაქცევარი, ხელს მოუჭირებ ჰხედაო,

მზის შუქი ასე დამაჭკნობს, ყველა მე მეტყვის  «ბედაო»,

ჩემის ყვავილის სურნელი ყველაყამ იცით ხედაო”.

22

“ლეღვი ამას მოგახსენებ: ტკბილი ვარ და შვენიერი,

სამოთხიდამ გამოსული, მე ძირი მაქვს ნებიერი,

ქრისტე ღმერთმან მომიწონა, მე საჭმელად მომყო პირი,

თუ გაძღების ჩემით კაცი, მოეცემის მაშინ ფერი”.

23

მალაჩინ სხალი იკადრებს ხელმწიფურისა ენითა:

«ყოვლის ხილისა უფროსი, საჭმელად შაქრად მთელითა,

არავის დაგედარები – სიმართლე თქვენცა ჰქენითა! –

ყველა ხართ კაცის ურგები, მუცელს აავსებთ სენითა”.

24

კომში იტყვის: “მოისმინეთ, თუ რას ვიტყვი ჩემს ქებასა;

ხესა თეთრად ავაყვავებ, ბამბას მოვართმევ დედასა,

როს გავყვითლდები, სუნი მაქვს, მე მუშკ-ამბარი მბერავსა,

სანუკვარი ვარ სუფრისა, ყოველი მსმელი მხედავსა”.

25

ხურმა ბრძანებს: “ჩემო ძმანო, მე თქვენი ვარ ხელმწიფეო,

ნახეთ ჩემი გემო, სიტკბო, მჭამელთათვის სიეფეო,

ასრე ძვირად ვიშოვები  – ძლივ მიშოვნის მე მეფეო,

ინდოეთით გამოსული, ტირილით ცრემლთა მჩქეფეო”.

26

თურინჯი ბრძანებს: “არ მინდა მე კაცთა ქებანიაო,

ხელმწიფეთ სანუკვარი ვარ, არ მაქვს მე კლებანიაო,

ყვითლად მომიბამს ჩემი ხე, არა მაქვს ზოგანიაო,

ნურვინ მედრებით, არა ვარ თქვენი ძმა, არც დანიაო”.

27

“აწ ნარინჯი მოგახსენებ: არც მე ვარ უარესია,

ჯერ ვარ სამოთხით მოსული, მერმედ ხელმწიფედ ესია,

ზამთრით, ზაფხულით ჩემი ხე მწვანე და მშვენიერია,

ყველას უყვარვარ სულითა, არა ვარ წამად ბერია”.

28

ლიმონ იტყვის: “სიმჟავითა არვინა ხართ ჩემი დარი,

მაგრამ ფერი მეც კარგი მაქვს, ამითა ვარ თქვენი დარი,

ჩემი წვენი წამალია, არ ტყემალთან დასადარი,

თქვენ ამისი სწორი რა გჭირსთ – ჩემს მჭამელს აქვს ავი ქარი”.

29

პანტაცა სხალი ერევის: “მუდამ ვარ ხმელი ჩირაო,

ყოვლი ნადირი მე მეძებს: დათვი, ღორი და სირაო,

სოფლად მივქონდე ურმითა, არვინ გაიღოს ქირაო,

შავი ვარ და დამჭნარი ვარ, მე არ მივარგა პირაო”.

30

კვინჩხი იტყვის: “შენ რას ამბობ? შავი ვარ და მარგებელი,

ჩემს ხეზედა ბულბული ზის, შენ მოგძებნის ყოვლი მელი,

ავადმყოფსა მოუხდები და კაცი მჭამს მერმე მთელი,

სიმდაბლითა ნუ მიწუნებ, მერ არა ვარ აგრე ბელი!”

31

ფისტა იტყვის: “თხილო, შენ ხარ ავის გვარით გამოსული,

კბილისათვის მაწყინარი, შენ გამოგდის ავი სული,

მე ვარ კაცის შემაქცევი, მწვანე არის ჩემი გული,

პირი სრულად გაშლილი მაქვს, არ ამომდის ავი სული”.

32

წიფელი გაებაასა ფისტას, თხილსა და კაკალსა:

“თქვენი ლაყაფი ცუდია, დავეგვანები მე ლალსა,

კუბოში ვზივარ, გამოვალ – ზამთრივ ვახარებ მელასა,

მაღალს ხეზედან ვასხივარ, ართუ დაბალსა თელასა”.

33

კუნელი იტყვის: “მე თქვენში ვერა მჯობია ხილია,

როს ავყვავდები, მას უკან წითელი ვარ და ლბილია,

მაგრამ საჭმელად ცუდი ვარ, არა მაქვს ავი ჩრდილია,

ყოვლი ფრინველი წამიღებს, არა მჭამს ტურა, მგელია”.

34

დათვი-თხილა უკან მისდევს: “მეც აქა ვარ ხილიაო!

ღორი, დათვი, მელა, მგელი – ჩემთვის ყველა ლხინიაო,

მამძებნიან, მიპოვნიან – ჩემს ქვეშ წვანან მთელიაო,

კრკოვ და წიფელო, რას ლაყბობთ? – ნურც ფერობას ელიაო”.

35

რკო და წიფელი გაიბრჭვნენ, არვინ ახსენეს მრთელია,

რკო ამას იტყვის: «მრთელი ვარ, ჩემით გაძღების ღორია,

კაცთა საჭმელად მეძებენ, მე შემამტყორცონ ტორია,

ვინცა სჭამს წიფელს, გულს დასწვავს, ჭირი არა აქვს შორია”.

36

ასკილი ეტყვის კუნელსა: “ვაი  შენ, ცუდად ჰქარაო,

მე ვარ კარგი და ლამაზი ენად მოყბედი ჩქარაო,

ჩემი ყვავილი შენა გჯობს, მზესა არ დავიფარაო,

შემოდგომაზე მწიფე ვარ, ქალ-ყმანი მოვლენ ფარაო”.

37

აწ ნუში იტყვის: “ამითა ვერ იტყვით ჩემსა ძვირსაო,

ჩემი ხე წითლად აყვავდეს, ლხინია მისსა ძირსაო,

კბილისა მატკინარი ვარ, მით მაგინებენ ფირსაო,

წამლად, საჭმელად კარგი ვარ, ამით ვჯობივარ ხილსაო”.

38

პური და ღვინო გაიბრჭვნენ, არც ერთი არას იტვისა;

პურმან ეს უთხრა ღვინოსა: “ყველანი შენთვის ყმუისა,

თუ ჭირვეული არ იყო, მე ვიტყვი შენთვის უისა,

ჩემით გაძღების ქვეყანა და ნახვა ჩემი სურისა”.

39

ღვინომ უთხრა: “შენმა მზემან, პურო, გრილი ხარ დიაო,

მამწონს შენი სიბარაქე და ღერო შენის ხისაო,

მრავლად გამოვა ნაყოფი, ყველასთვის მითქვამს მეაო,

განა არ იცი, უჩემოდ შენი აწ წაღმა სვიაო?

40

ორივ ერთად შევიყარნეთ; ყოვლს სულდგმულს ჰშვენის ფერია,

ხელმწიფენი და გლახაკნი – ჩვენგნით იხარებს მთელია,

ბაღი, ბაღჩა და ხილები სახსენებელად ჩვენია,

ჭკვიანი ხელად გარდიქცეს, უჭკვოს მიეცეს სენია”.

 

თავგადასავალი

1

როდეს ყეენმან სეფიხან ჰყო საქართველოს მცველია,

ჩვენ განბნეულნი ვიყვენით, სადა ტყე იყო, ველია,

ზაკვით გვეფიცა, მიგვინდო, იგ კაცი იყო მელია,

მე, ამილახვარს, ერისთავს, თარხანს შეგვიკრეს ხელია.

2

ჩვენ გაგვგზავნეს ყეენთანა შეპყრობილნი, ხელ-ხუნდებით,

იგ ზოსიმე ხარჭაშნელი თან  გვიახლა თვისის ნებით,

პაატა და ნათანელი სულხან იყვნენ ჩვენთან ხლებით,

სხვა პაატა ტუსისშვილი და სოლომონ თავდადებით.

3

საგინასშვილი გიორგი თან გვყვა, ისიც თავადობდა,

ჯანგირაშვილი შათირი, შიოც მახლდა, გლეხკაცობდა,

კახეთიდან ეს რვა კაცი წამოვიდენ, გვერდს მხლეობდა,

ქართლიდამე ორი კაცი - ძევაძე და ოთარობდა.

4

ჩაგვიყვანეს ისპაანსა, ჩვენს სიკვდილსა მას დღეს ველი,

განვერენით სიკვდილისგან, ღმერთმან დაგვდვა საფარველი,

კვლა სოფელმან უარესი მოაწია განსაცდელი:

შვილებს მთხოვენ, შემექნების დღე უწყალოდ დასასჯელი.

5

გაგზავნეს კახეთს ჩაფარი, არ ჩემთვის მოსალხენია,

მათ დამიბარეს ქალ-ვაჟი, დღე მქონდა მოსაწყენია,

სხვა ძე არ მყვანდა, გასინჯეთ, ვინც იყოთ კაცი ბრძენია,

აღარვინ მრჩება ოჯახში, ვით მოვითმინო ძნელია?!

6

ისპაანითგან გაბძანდა ხელმწიფე სპითა დიდითა,

უბრძანა მეწინავეთა: «ყანდაარისკენ ვლიდითა!»

იგ სამესისხლოდ აღძრული, არა გულითა მშვიდითა,

ჩვენც თან  წაგვასხმენ მაშვრალთა, არ იყვნენ კრძალვა-რიდითა.

7

რა წარვემართეთ ყანდაარს, ვიარეთ ავი გზებია,

ბევრი გამოვვლეთ გზაზედა სიცხე და სიცივებია,

დიდად მაამეს, ვინც მახლდა, თავადი, მსახურებია,

ჩვენ მოვაწივეთ ყანდაარს, ვართ ციხის მაქებრებია.

8

რაღას ვაგრძელო? მომესმა ამბავი საზარონია,

მრქვეს: «მოიყვანეს მაშათსა შვილები შენნი ორნია».

უმკვიდროდ გახდა კახეთი, ეს ჩემგან სააზრონია,

ვთქვი: "მომეახლა უცილოდ სულთა აღმოსვლის დრონია!»

9

თვით ყეენმან უსამართლო საქმე მიყო მეტად ძნელი:

გამომართვა ქალი პირმზე, ვისგან ნათობს ღამე ბნელი,

ძმისწულს მისცა შესართავად, კვლა ბოძებას აღარ ველი,

მე მისისა მოშორებით დამიწყლულდა გული მრთელი.

10

იგი ძმისწული მაშათს ჰყვა, ქალი მას მისცა მთვარია,

სახელად ერქვა ქეთევან, არს მზისა შესადარია,

ვაჟსა უწოდდი ერეკლეს, არვინ მყავს მისი დარია,

იგ თვით იახლა, მე დავრჩი - სიცოცხლე დასაზარია!

11

იგ თან  ჩამოჰყვენ ერეკლეს თავადნი თავდადებითა,

ომან, ჯიმშედ და გიორგი, ასლან ჰყვა თანახლებითა,

ბარამ, დავით და შერმაზან, ზაალ არს თავის ნებითა,

მღვდელი ჰყვა, დავით, დიაკვნად პართენ არს სახელდებითა.

12

კიდევ ახლდენ მდაბალთაგან მონანი, მსახურებია,

პატარკაცი და იოთამ ხამხაძე, გლეხკაცებია,

მგელია ერთი ქართლიდამ, ისიც ამათთან მხლებია,

ქრისტიანენი ესენი, ოთხნი ჰყვეს მას თათრებია.

13

აღალარი დილმაჯად ჰყვა, ქალბი ერქვა, ჯილაბდრობდა,

მუსა იყო მსწრაფლად მსრბოლი, იგი ფიცხად შათირობდა,

ადიგოზალ გაუყრელად სულ მუდამად ფარეშობდა,

ჩვენნი იყვნეს ეს თათრები, ერთგულებით მოჰყვებოდა.

14

ვიყავ ყანდაარს მჭმუნვარე, არა გულითა ლხინობით,

ვსთქვი ლექსი მცირე რაიმე სევდისა მოსათმინობით,

იქ დავასრულე, ვინც ნახოთ, ნუვინ იქნებით წყინობით,

მაშინ ჯდა ქორონიკონი: უნი, კანი და ვინობით.

 

 

                                                                  ქება სრისა



1

ჰქმნა ღმერთმან ცანი, ქვეყანა შეამკო ზევით-ქვევითა,

ცანი აღავსნა ვარსკვლავით სფეროში შემოკრებითა,

შვიდნი ცთომილნი დაბადნა შუქ-ფენით ბურჯებს რებითა,

ექვსს დღეს მზადა ქმნა ესენი, სიტყვა ვსთქვა შემოკლებითა.

2

დაბადნა ანგელოზთ დასნი―ქერაბინ, სერაბინები,

კაცისა დასაბადებლად მიწისგან დასდვა ბინები,

ჰქმნა ადამ ხატად თავისად, ეტყვის:„ხარ დასაძინები.“

გვერდით უშენა მას ცოლი ადამის გასაკვირვები.

3

უკვდავად ქმნილი ადამ სცდა―დაეცა ეშმაკისაგან;

ჩვენ დაცემულნი ჯოჯოხეთს ტანჯულნი გენიისაგან;

ძე ღმრთისა განხორციელდა―ნახეთ სიმდაბლე ღმრთისაგან!

ჯვარცმით, დაფლვით და აღდგომით დაგვიხსნა ტყვობისაგან.

4

ღმრთის მოწყალებას ვინ აღრაცხს, კაცზედ რამდენი მივა-და!

მოკლედ ვსთქვა ჩემნი საქმენი,რაც ხანი წამივლია-და,

სოფლისგან განსაცდელები მე ბევრი მამვლენია-და,

ქრისტესა გამოუხსნივარ, ჭირები მამლხენია-და.

5

რაც ამ სოფელსა ღმრთისაგან მომეცა წყალობანია,

არ ძალმიძს მისად სანაცვლოდ შევსწირო მადლობანია;

თუ, ვითა ღირმსყო ხარისხსა, დავიწყო წარმოთქმანია,

ორმოცდაოთხის წლისასა მერწმუნა მეფობანია.

6

ღმერთმან მომცა ეს სიმაღლე ნადირ-შაის მიზეზობით,

ჯერ მფლობელმყო კახეთისა, მერმე ქართლში მემკვიდრობით,

კახეთშია ჩემს ძეს დასვამს―ერეკლესა―მეფედ ხმობით,

ოცდაოთხის წლისა იყო, როს პატივ სდვეს ბატონობით.

7

მას ჟამს ჩემს დისწულს, მეფის ძეს, ანტონის, კაცსა ღმრთისასა,

ვარწმუნეთ პატრიარქობა ოცდაოთხისა წლისასა,

ბრალთა სიმრავლით უღირსსა მადლს მომფენს კურთხევისასა,

მცხეთას მოიღო კურთხევა, ზეთს მცხებდა მეფობისასა.



8

ვიყავ ქართლშიგან, მტრისაგან ერთს ალაგს ვერ დავდგებოდი:

იქით და აქათ მუდამით ვლშქრობდი, ვიარებოდი,

ავს დროს განსაცდელისაგან ჯარშია ვიმყოფებოდი,

სევდისა მოსაქარვებლად ამ სახლებზედა ვშვრებოდი.

9

ავაშენებდი სასახლეს, საწოლსა აივანებით,

შემკული ზევით-ქვევითა ლამაზად ბალახანებით,

შუაზედ აინახანა დახატვით მიჭვრიტანებით,

ეს შევასრულე სალხინოდ, შიგ ვსვემდი დოსტაქანებით.

10

უწინ, სიყრმის დროს, მენახა ნაშენი უცხოებითა,

სამნი მორთულნი სახლები ვარაყით, სარკეებითა,

მეფეებისგან ნაშენი კვეხნით და დაქადებითა,

თითოსა თითო აეგო დიდ ხარჯით და ფასებითა.

11

როსტომ მეფისგან ნაგები საწოლი სახელიანი,

ნახატი სურათებითა, ყვავილი ფერადიანი,

თვით როსტომ ფალავანი და დევნი ეხატა რქიანი,

შაემკო დიდად, დაედვა სახელად როსტომიანი.

12

ერთი სრა მამის ჩემისა, მეფის ერეკლეს გებული,

ხელმწიფეთ საკადრისი და ქვეყნისგან მოწონებული,

სარკით და ოქროს ვარაყით შემთხვევით განათებული,

მეფეთ და დარბაისელთთვის სალხინოდ დამზადებული.

13

სრა ერთი მეფის ვახტანგის უცხოულებით ნაგები,

საკვირველი და საქები, მას უხდებოდა სარკები,

შუაზედ შანიშანი და აუზით შადრევანები,

ფერად-ფერადის ჯამებით შეხამებული ფანჯრები.

14

ავზს უხდებოდა შუაზედ ბროლისა ხომლის კიდება,

როს მეფე-სპანი ლხინობდენ, დღეს რომ შეჰნქნოდა ბინდება,

შეღამდის, ხომლზედ განწყობილს კელაპტრებს მოეკიდება,

შიგ მსხდომნი კედლებს სჭვრეტდიან, ეგონისთ―გარს გვეკიდება.

15

ერთიცა სახლი, უზეშთე ერანშიც არ ნახულა-და!

იმ სრისა ქება, სიკეთე ქვეყანას ხმა განთმულა-და,

როგორც მას ჰფერობს ქებანი, შესხმა არ ძალმიც სრულადა,

სხვებს სრებსა ყველას ის სჯობდა, მისებრივ არ დადგმულა-და.

16

სრას უხდებოდა ხელმწიფე თაჯითურთ ჯიღებიანი,

თვით მეფე ვახტანგ შიგ მჯდომი ძმებითურთ შვილებიანი,

გვერდს ახლდენ დარბაისელნი, მორთულნი, ბიღებიანი,

უკეთესს რაღას ნახევდა თვალითა კაცი ჭკვიანი?

17

როს დაუკრევდენ მგოსანნი, ტკბილად დაეწყოთ თქმანია,

მათს ხმაზედ ამღერდებოდენ ბულბული, იადონია,

ის ლხინი და სიხარული უცხო რამ გასაგონია,

მეც ბევრი ვნახე იმ სრაში ლხინი და უკუყრანია.

18

ამ ცრუ სოფელმან არ იცის ბოლოსა გატანებაო:

მეფენიცა და სრებიცა სრულ ყველა განქარდებაო,

ვითარებისა ჟამთაგან სამნივე მოიშლებაო,

იმათ აჩრდილად ეს ჩემი სასახლე აშენდებაო.

19

იმ სრებსა რის გზით შევადრი ამ ჩემსა აგებულსაო?

მართლისა თქმა სჯობს ტყუილსა, ვერ დაუმძიმებ სულსაო;

სახლებთან ბოდიშს მოვითხოვ ― ნუ დააკლდებათ გულსაო;

იმათი ერთი კედელი სჯობდა სულ აქა დგმულსაო.





                                                            პასუხი სახლისა



20

„მეფევ, რად გვწუნობ სრაებსა? სხვას აქებ, ჰბრძანებ რაებსა?

სიტყვით აგვიშლი დავებსა, მოჰყვებით თქვენ იგავებსა,

სხვაზედ გვიძახი ავებსა ― მაგით ვერ ჩაგვყრი ვაებსა!

ჩვენც მოვიწონებთ თავებსა, უსტა ხელს დაგვითავებსა.

21

სიტყვებს მოგიგებთ ასებით, გკადრებთ―თქვენ გებაასებით:

არ ვართ იმ სრებზე ნასებით, ავშენდით დიდ-დაფასებით.

როს, მეფევ, დასხდეთ დასებით,ღვინოსა სვემდეთ თასებით,

გული გვაქვს ამით სავსებით ასფოდელოსა მსგავსებით.

22

ვისაც აქ მოსვლა სურისა, კარი არ დაეგულისა;

ვით ირემს წყარო სწყურისა, მე მათი ნახვა მსურისა,

მოყვარული ვარ სტუმრისა, ჩემ-შიგან შემოსულისა,

ჩემთვის უტკბოსნი სულისა, სასიხარულო გულისა.

23

ვერა მჯობს ერთი სახლია, მჭვრეტელთა გულსა სწადია,

ახლოს მაქვს ტურფა ბაღია, მნახველთა დასაქადია,

მიბრძანდით, კარია ღია ― ნახოთ კოკობი ვარდია,

საღი აავსეთ თასია – უკუიყაროთ დარდია.

24

ჩემებრივ არვინ, მგონია, არ არის საზარონია,

როს ზაფხულისა დრონია, ყვავილნი დაუზრონია,

იმღერონ ტკბილნი ხმანია, ვით სტვენდეს იადონია,

ვინცა ლხინისა მდომია,ის არის გასაგონია!

25

ნუ მოუწყინებთ, მეფეო,თქვენს ჭირნახულსა სრასა-და!

ლხინი მინახონ, უბრძანეთ, ვინცა ვინ გვერდ გახლავსა-და,

თუ ავი მასპინძელი ვარ, ნუ ჰკადრებთ თქვენსა თავსა-და;

აწ მოგახსენებ ბოდიშით ― ხელი მიჰყავით სმასა და!

26

როს დასხდეთ აივანებში, ან ბალახანას სმიდეთო,

თუცა ვერ დამხიარულდეთ, ანუ თუ მოიწყინდეთო,

ნუმცა აიღებთ სუფრასა, დღე იყოს ― შეიბინდეთო,

აქ შემობრძანდით ისევე ― ლხინს ნახავთ, როგორც გინდეთო.

27

ვინც სმით დაიტანს ძალებსა, მეფევ, ნუ დამაბრალებსა,

თუ დალევს დიდ სასმელებსა, აუშლის საქციელებსა,

სიმთვრალე გაახელებსა, ეშმაკი დაახელებსა,

ცოდვაში გარევს მთვრალებსა, წარწყმედს, არ შეიბრალებსა.

28

ბევრსა ღვინოსა ნუ დალევთ, ცოტასა სმიდეთ გზიანად,

მართებულს ლხინსა ნახევდეთ წყნარად და ნამუსიანად,

აქ გაგიჩნდებათ ზნეობა, თქმა ხუმრობისა ზმიანად,

გალობა დასდებელისა, ვინც იტყვის ტკბილის ხმიანად.

29

ლხინს ნახევდეთ უცოდველსა, თქვენ განმინათლეთ არეო,

ზნეობა, საქციელები კარგ გვარად მოიხმარეო,

ჭირვეულობას ვინცა იქთ ― და თავი მოიჩქარეო,

მეფევ, უბრძანე პანღურით, ცემით გააგდონ გარეო.

30

ვინცა ისხედით მართებულად ლხინშია არმოწყენითა,

ხუმრობას ჩამოართმევდეთ ერთი ერთს კარგ მოსმენითა,

ვის შეუძლიან ხუმრობა სიტყვითა, თუმცა ზმენითა,

მეფეც გიბოძებთ წყალობას, საბოძვრით აივსენითა.




                                                             მეფის პასუხი


31

„სახლო, სიტყვები გვიბრძანეთ, ბოდიში მართებულები,

მადლს მოგახსენებთ მეფე და თავადნი, დიდებულები,

ლხინით, შვებით და უკუყრით გახლავართ მხიარულები,

აქ კაცი რის გზით მოიწყენს, სადამდის უდგეს სულები!

32

აქ რაცა კარგი სახლია, არ არის შენისთანაო,

მაგრამ მუხთალმან საწუთრომ ბოლო ვის გაუტანაო!

სჯობდა მეშოვნა სარქრადა მსგავსი მარჩბივისთანაო,

რაც რომ მე შენზედ ხარჯი ვქენ, იმისთვის მიმეტანაო.

33

ინდოეთს ხელმწიფესავით ჩემთვინა საქმე გაეგო,

თომასებრ უმუშაკოთა უცხო სასახლე აეგო,

ჩემს სარქარს ესე სიტყვები უწინვე ადრე გაეგო,

მესწავლებინა იმგვარად ― კეთილს საქმეზედ წაეგო.

34

სანამ საწოლი სარკითა, ვარაყით შეიმკობოდა,

ორისა წლითა უწინვე სრა ესე აშენდებოდა,

თებერვალისა თვეშია თამამად შესრულდებოდა,

მას ჟამსა ქორონიკონი უნ, მანი, ანი ჯდებოდა.

 

 

ბიჟინას სიკვდილზე

1

ვითა ვსთქვნეთ ძნელად სათქმელნი აწ თქვენთან ჩემის პირითა,

აღვსილნი მწუხარებითა, სისხლრევით ცრემლით ვტირითა,

ერთმანერთზედა დაგვერთვნეს წუხილნი უცხოს ჭირითა,

აწ ვრიდობ თქმასა, ვით თხაზედ მოვსთქვამთ და მუდამ ვჩივითა.

2

მოგიკვდა თქვენი ბიჟინა, ამიერ სოფლით გავა–და!

ვერც მოვიხმარეთ ჩვენ ხორცი, ბარკალი, ვერცა გავა–და,

არც გამოგვადგა გუდად და ტყავი არც ფარად გავა–და,

ფათერაკის გზით მოგვიკვდა, ცოტას ხანს გვიწვა ავადა.

3

ჩიოდა ამას ბიჟინა, როს ხდომა ჰქონდა სულისა:

,,სად მყავს აწ ჩემი ბატონი, ჩემი ამგები ხულისა?

უმისოდ მომკლეს დიაცთა, არ მყვანდა მტკენი გულისა‘‘.

აწ თქვენ შეგკადრეთ უგრძნულად სიკვდილი მის ბედკრულისა.

4

ჩვენც გვეწყალობდა, რა ვნახეთ ვერ შემჭამელი მაზისა,

საკლავად გამომეტებით მოსდევდა თვალლამაზისა,

გოგიაურის ქალს უთხრა სწრაფლ გახურვება გაზისა,

უთხრა: ,,დაგლიჯე ასონი ბიჟინა ტურფა, ნაზისა‘‘.

5

სულთ–ბრძოლის დროსა ჩვენება ნახა, ადგილი მზიანი,

გვითხრა: ,,ვნახეო ნათელში, თხა არის ოქროს რქიანი,

უცხოს სამყოფში კიკინებს, არა სტირს სულის ზიანი‘‘.

მოდი და ჩემთან იხარე, ნუღარ ხარ თვალცრემლიანი!

 

 

ანბანთქება

1

აღივსო გულიცა ჩემი საკვირველებით ვისაგან?

აწ მეცა გავოცებულვარ ერთს რისმე მიზეზისაგან:

აღმძრა თავისა საქებლად უშვენიერემ მზისაგან.

არ ძალმიძს, კიდეც მეშინის შეუფერებლის თქმისაგან!

2

ბრძენთა, რიტორთა ვერ უძლონ მის შესამსგავსნი ქებანი,

ბევრეულთ ფილოსოფოსთა თუცა არა ჰქნეს კრებანი;

ბრძანონ ათინელთ: ,,ვერ ძალგვიცს ჩვენ მაზედ მეტყველებანი‘‘.

ბოლოს არ დავრჩე პირშეკვრით, არ მქონდეს სიტყვის კლებანი.

3

გულისხმა ჰყავით, ჩემგნითა შესხმა რით გაიბედოდა?

გასინჯეთ, ამით შევმართე: მეგობარ მექმნა, მედო–და,

გავბედე ამ გზით შემკობა, კიდეც თავს დამედებოდა,

გამამხნო მისმა წყალობამ, მე შემქმნა მოიმედოდა.

4

დაწყნარებითა ქებასა მოვყვე, არ აჩქარებითო,

დავიძახებდე ხმამაღლად, არ ვიყო დაჩუმებითო,

დავადარო ჯერ ქალწულსა ბარბარეს შემსგავსებითო,

დაუცხრომელი მლოცავი, სავსე ღვთის მოყვარებითო.

5

ესრეთ მშვიდი და მდაბალი, ვით მართებს ქრისტიანესა,

ელტვის და ჰბაძავს ქალწულთა რიფსიმეს, გაიანესა,

ესეც შეუდგეს მათ კვალთა, მშობელთ არ დაინანესა,

ევროპიაში ვით უხამს, თუ სიტყვა გაიგონესა?

6

ვინ გაუშვებს უქორწინოდ, გამოჩნდების კაცი ღირსი,

ვგონებ, დიდად ვერ იპოვნონ შესაფერი, შესატყვისი,

ვნაძლეობ მე: არ ვინ იყოს საქმროდ მისად საკადრისი!

ვაღონებცა თავსა ჩემსა, ვით შევიძლო ქება მისი?

7

ზედაზედ ვიტყვი ამასა: საღმრთოდ, საეროდ სრულია,

ზნე, ქცევა, მისი საქციელ ღვთისაგან მოცემულია,

ზოგჯერ მენახოს სპეტაკით სამოსლით მოკაზმულია,

ზრუნვა გამქარდის შეხედვით, ვთქვი, თუ: ,,მზე ამოსულია‘‘.

8

ჱესრეთ მისმა ბრწყინვალებამ მჭვრეტელთ გულნი გაახელის,

ჱე, როდესაც შორს ვნახევდი, ვთქვი: ,,არ მსგავსი ხორციელის‘‘.

ჱაღვსებული ღვთის მადლითა, ვით ბარბარე მოსახელის,

ჱაქვს ნეტარება მას სრული, სამეუღლოდ ვინც მოელის!

9

თავს, შიშველს თმაზედ, როს ჰქონდეს ალმასით მოჭედილობა,

თუ ვინც გასინჯავს, აკვირვებს მისი ქცევა და ზრდილობა,

თეთრს ბროლსა პირსა შეშვენის შავთვალ–წარბთ გაწყობილობა,

თქმაცა არ ძალმიცს, მას რომე უხდების პირღიმილობა.

10

იყნოსებთ ყვავილის სუნთა, როს მოვა გაზაფხულიო.

ია თუ ვარდი, სუმბული, ერთმანეთს არეულიო,

იმათ ზამთრისა სიცივით მალ გაუქარდესთ სულიო,

ისინი თავის ფერითა აღარ იქნების სრულიო.

11

კარგად მისმინეთ: მას დროსა, როს დიდად ჰყინავს, ცივიან,

კაცთ მოიძულონ ყვავილნი, ფურცელნი ოდეს ცვივიან,

კონას ვერ შეჰკვრენ ვარდისას, ტირიან, ამას ჩივიან,

კეთილის ხმითა ბულბულნი მათზედან ვეღარ ყივიან.

12

ლაპარაკით თავს შეგაწყენ, მე სიტყვას გეტყვი გზიანსა:

ლამის მომძულდეს ყვავილნი: ვარდსა არ დავსდევ, იასა,

ლამპარს აღვანთებ, მოვძებნი, დავივლი ევროპიასა,

ლამაზდა, გამორჩეულსა ყვავილს ვიპოვნი მზიანსა.

13

მიპოვნიაცა ყვავილი უცხო და საკვირველიო,

მკითხონ: ,,ზამთარი რას უზამს, არ იყოს დასაძვრელიო?‘‘

მიუგებ: ,,არცა დაძრების, არცა გაახმობს, ველიო,

მაინც ვერ ჰპოებთ ამგვარსა, სჩხრიკოთ მთანი და ველიო.

14

ნატრული ესე ყვავილი აღმოჩნდა აწ რუსეთშია,

ნურვინ იფიქრებთ, ამგვარი იპოოთ საფრანგეთშია,

ნაძლევსა დავსდებ: თუ წახვალთ, დაივლით სულ ხმელეთშია,

ნანვას დაიწყებთ, ვერ ჰპოებთ, შერცხვებით ქვეყანაშია.

15

ოდეს მკითხევდენ: ,,მაგ ყვავილს, რა აქვსო ხასიათები?‘‘

ორჯერ და სამჯერ ვერ მიხვდენ, თუ არ ვსთქვი სიტყვა ასები,

ოქროზედ სწონდენ მისხლობით, არ იყოს მისი ფასები,

ოცწილად ვარდი, სუმბული მასთან დარჩების ნასები.

16

პირველად გეტყვი მის ნორჩის უცხოსა ფეროვნებასა,

პლატონცა თავის სიბრძნითა ვერ დასწერს საფერს ქებასა,

პირისპირ ჭვრეტით გავნათლდეთ, მივეცეთ დიდსა შვებასა,

პატივცემული იქნების, ვინც ღირსა ახლოს ხლებასა.

17

ჟიჟინით, ხმოვანებითა მაქვს სიტყვა მოსახსენები,

ჟეჟდეს კაცს ცივებისაგან, მაგრად შეჰკროდეს ენები,

ჟღვლემდენ, წამალსა ასმევდენ, არ იყოს მოსარჩენები _

ჟამზედ ვინც ნახავს იმ ყვავილს, სულ გაეყრება სენები.

18

რასაც დროს მიახლოვდებით, აღგავსოსთ სურნელებამან,

რომელს მიხედოს წყალობით _ გაუშვას სნეულებამან,

როდის არ ჰკურნოს მდებარეს მის სიხარულმან, შვებამან?

რაოდენიც ვსთქვათ, ეს არის _ გაცოცხლოსთ მისმან ხლებამან!

19

სულთქმით სწერს ყვავილს რუსთველი, ნახვით არ გასახარესა,

სუფევას აძლევს ავთანდილს ტარიელს მოსახმარესა,

სამიჯნუროსა სიტყვასა ნუ ჰგონებთ აქეთ მხარესა,

სრულად არა ჰგავს ყვავილთა, ვერ ჰპოებთ შესადარესა.

20

ტყუილს არ გეტყვი: ეს ნორჩი ედემით გამოსულია,

ტურფად და ნაზად ნაზარდი, მისგან ყრჩის უცხო სულია,

ტრფიალებითა ვახსენებ, ვისგანაც დანერგულია,

ტანად ლომი და პირად მზე, სპასპეტად ხსენებულია.

21

უმანკო სიტყვიერი და არასხვებრ დამზრალიაო,

უკვდავებისა წყაროსგან მორწყული ყვავილიაო,

უხარის მისთა მშობელთა, ვისიცა ასულიაო,

უთხრათ შვიდთ ცდომილთ მნათობთა: ,,მერვე ეს ვარსკვლავიაო‘‘.

22

ფერით სპეტაკი თოვლივით, ანუ თუ მსგავსი რისანი?

ფიცი არ უნდა ამაზედ, ძოწნი აქვს, ვით ლალისანი,

ფიალნი ღაწვნი, ვითარცა ფშვიან ნელსაცხებლისანი,

ფილოსოფოსებრ ვერ  მთქმელი ქებად მის შვენებისანი.

23

ქალი კეკლუცი რუსისა მჭვრეტელთ თავს მოაწონებსა,

ქონან მას შუქნი, ვის მიჰფენს, შვიდ ცდომილს მოაგონებსა,

ქვეყნისა მანათობელსა მზეს, მთვარეს დააღონებსა,

ქებას იმისას მწერალი აზიას გააგონებსა.

24

ღირსი არა ვარ მის შესხმის, მაგრამ არ დავდგე თქმისაგან,

ღვთის ბრძანებითა ვარსკვლავნი არ გამოჩნდების დღისაგან,

ღამისგან დაიყენების შუქის მოფენა მზისაგან,

ღრმად ვიტყვი: ამისი სხივი არ დადგეს სიბნელისაგან.

25

ყური მომიგდე: მზის დისკო ღამით ვერ გამოჩნდებისა,

ყრმათ გეტყვი, მთვარესა შუქი დაჭერვით წაუხდებისა,

ყველას მნათობთა სინათლე ნიადაგ არ ექნებისა,

ყოვლთვის ნათობს და ნათელი ამას არ მოაკდებისა.

26

შაბაშს–შაბაშსა ტურფასა, ვისაც არა ჰყავს დარია,

შვენებამ, ბრწყინვალებამან მისმან მნათობთა დარია,

შუქს მის ღრუბელიც ვერ ჰფარავს, ბრწყინავს ნიადაგ დარია,

შინაგანითა სიწმინდით არის, ვით წმინდა დარია.

27

ჩემი ნათქვამი მართალი აწ სწორედ გამოჩნდებისო,

ჩვეულებაა ღამისა – სანთელი ეჭირებისო,

ჩანსცა, ვითარცა ბაზმაკი, როდეს ჟამს დაბნელდებისო,

ჩენა ვისცა აქვს თვალისა, ამას არ დაშორდებისო. 

28

ცანით და გულისხმა ჰყავით, რაც სჭირდეს კეთილობანი,

ცუდად არ, დიდად ქნარითა შეუმკოთ კეკლუცობანი,

ცუდად არ ვშვრები, დავწერო მისი ქება და მკობანი,

ცრემლითა ვთხოვდეთ უფალსა, რომ მისცეს დღეგრძელობანი.

29

ძენო კაცთანო, არ გიკვირსთ იმისი შვენიერება?

ძნიად ვთქვა: ის რომ რხევითა, უსულით დაიარება,

ძლევით შუქსა ჰფენს მზისაებრ, ჩავა, არც მოეფარება,

ძნელად არს ჩემგან საქებრად, თუ ბრძენი არ მეხმარება!

30

წვრილად არ ძალმიცს მოთხრობა, მას რომ აქვს სიბრძნე სრულები:

წმიდად რომელსაც უკითხავს ფილოსოფოსთა თქმულები,

წარმატებულად ენები მან იცის ფრანციცულები,

წერილი იტალიანთა, ფრანგული, ნემენცურები.

31

ჭმუნვა გაქარდეს ყველასა, როს დაინახონ თვალითა,

ჭაბუკად მოკაზმულობით იაგუნდითა, ლალითა,

ჭურვილი ალმასებითა შვენოდეს ბროლის ყელითა,

ჭირადაც კმარა მოშორდეთ, კარგსა ნურასა ელითა.

32

ხილვად რა ახლოს მიხვიდეთ, პირი მიუგავს სარკესა,

ხერხით არ გეტყვით: ვის გინდათ, გასინჯავთ თქვენსა სახესა!

ხარებულ იქმნას, ვინც რომე ღირსებით დაინახესა,

ხან თქვან, თუ: ,,მზეა უცილოდ‘‘, ხან თქვან, თუ: ,,მჯობი აწ ესა!‘‘

33

ჴორციელი მისი მსგავსი, დია, ძნელად იპოების,

ჴმით ნარნარით ლაპარაკში იადონსა ემსგავსების,

ჴსენებითაც კაცის გული სიხარულით აღევსების,

ჴამს და კიდეც ვიტყვი სახელს, ბოლოს ლექსში გამოჩნდების.

34

ჯობს მისი მამა ვახსენოთ სახელოვანი, ქებული:

ჯვარის თაყვანისმცემელი, ქრისტესთვის თავდადებული,

ჯერ გითხრათ – ხელმწიფისაგან სპასალრად დადგინებული,

ჯომარდი, ქველი, სრულიად ქვეყნისგან პატივცემული.

35

ჰედარებოდეს ომშია – ვერ ჰპოებთ მისსა დარესო,

ჰემსგავსებისა სპილოსა, პრუსსა ჭკუაზედ არევსო,

ჰაავსებს ლაშქრით მის მამულს, ხელსა ძალიან დარევსო,

ჰაღძრავს პრუსისა კოროლსა, რუსთ ჯარს მისს სისხლში გარევსო.

36

ჵოდა, გიამბობთ ამბავსა წუხილით შესაზარესა,

ჵოხვრა მით მმართებს – ვეყრები თვით მნათობთ შესადარესა,

ჵოი, რა ძნელის ფიქრებით სიტყვას ვამბობდე მწარესა,

ჵოდეს მოვშორდე ბარბარეს, ასულსა ალექსანდრესსა!  

 

 

კიდურწერილობა

1

ისი ვთქვა ქება, თქენც ნახეთ, ვისაც გჭირსთ ცეცხლთა დებანი,

ფიქრეთ, კარგად გასინჯთ, ვისაც გაქვთ უფრო მცნებანი,

ქვენ მომეხმარეთ, მიჩივეთ, მე რით მომეცეს შვებანი,

წ შეიტყევით, მოყვსნო, ვისთვინაც ვიწყო ქებანი.

2

არვა არ ძალმიც შნისა სიყვარულისკენ, მზეო–და,

სრეთ მოგიღვნობ მონურად ადვიად ჩემს თავს მზეო–და,

ოს აღმომჭვირვას გხედვიდე, მქნების კაი დღეო–და,

რს მნათობთ შესადარისო, კეკლუცო, ბრწყინვალეო–და,

3

როლისა მსგავსა პირზედ ტურფად გიხდება ხალია,

იმშვენიერით მაგ ენით ვარ თუცა ეყით მთვრალია,

იტყვის თქმით მიზეზოან მყავ შევიქმნე შესაბრალია,

სევ მაღირსე მხდვიდეს კეთილად თქვეი თვალია.

4

ეთილ არს დღეი, როდესაც უსულთ მოერხეოდი,

სრეთ ვნატრობდ მას დღესა, უკან რო მოგეწეოდი,

ვალით გიხილ, სურვილის ბადეში გავეხვეოდი,

სრეთ ვერ გკადე, უცილოდ, ძმურადე მოგეხვეოდი.

5

წვეთს გოლი ბაგთა შენთა, ღიმილი, ჩენა კბილისა,

ქვს სიტყვის შემკობილოა მის მიჯრით მიწყბილისა,

ენ გშვენის სიტყვს თქმანი–და წყლიანია და ტკბილისა,

ვროპიისა საქება ვარდი გაშლილხრ დილისა.

6

ათელ ცისკროვნდ გხედვიდი, პირი გიმგზავსე მთვარესა,

ხივთა შენთანი ვენება ანათებს არე–მარესა,

ხლოს სინათელე მღირსოს შვიდ მნათობთ შესადარესა,

სრეთ მამყოფეთ იმედით მე თქვენა შესაბრალესა.

7

ანდევნილი არ შევქნა მე შენის წყალობისაგან,

ოს მებრძანოდეს იტყვანი ხმის შნის ნარნარისაგან,

გრეთ ესმოდა სსმენელს უტკოსად, ვით შაქრისაგან,

ქვენ ჩემთვის მწყალობელ ინათ, უსაყვარლეს ხა დისაგან.

8

აყნოსელთ სურნლებითა თავი ვარდშიგან გარია,

მისთვის განვცვიფრდეოდი, მას ეხვეოდ გარ ია,

ვეყანაზედან ვერ ვნახე მე ისი შესადარია,

სრეთ იმედთ მამყოფოს, არ დავრჩე მის შუქ გარია.

9

რძენთაგან გასაკვირვეო, რიტორთან საქებარო–და,

ლენთგან მიუხდომელ ხა, სხივითა მისა დარო–და,

ალურად ღაწვნი ითულნი გქონან, შენ გმჭვირვალო–და,

ელში რომ გეპრას ყვავილი, ჩემთვის არს გასახაროდა.

10

მისთვის მშობელნ შენნი კურთხეულ იყო ღვთისაგან,

ომელთაგანც ხარ აშობი კეთილის დდ–მამისაგან,

იდად ხარ მათთის უმჯობეს სხვა ათის შვილებისაგან,

ხარონ შენის ნახვით მრავალთწელ სიცოცხლისაგან!

11

იდადა სანატრე იყვნენ, ვისიცა ხარ ასულია,

მას ვგონებ: საკრეფლად შენ ვარდ ხარ, ან სულ ია,

ითქმის ეშყის ფერეითა დამელიო მე სულია,

სეც ვიცი, არ გამგდებ, არ შემაკლო აწ გულია!

12

კვირვარ შენს სილამაზესა, ტურფა ხრ, დია, ნაზია,

ოს შავნი თვალნი წამწმითურთ ჩემზე ისაი დაზია!

რის ან სამის ანკითხვით, თუ მითხრა: ,,ესე რაზია?‘‘

ირველად ვიტყვი სყვარულს, არ ბოროტს, ჩემსადა ზია!

13

ტრფიალების ჩემნითა შუქთ შენთა მოვანებანი,

სეთი წყალობ მიყავ: თუმცაღა მამეც შვებანი,

ურვილით სიყარულისა არ გამირავლდეს ვნებანი,

წ წასვლის დროა ვით გავსძლო მე შენი მშორვებანი?

14

არავანდედი ენისა შენს მვრეტთა შემოადგესა,

ხილვებიცა, ვითა მზ დღეს საშუალსა, ადგესა,

აქრცევნი, ვით ვარდისაი, მის მსგავსა ხა, გიფშას ბაგესა,

წ გევედრები, გამოსხნა თქვენის სურილის ბადესა!

15

ამშვენებულსა პირედა გიხდებს შავი თვალია,

წ შენსა მოშორვბასა ვინცა მოელის, ბრალია,

ასურველსა და აყვარელს მოგშორდე, დამწვავს ალია,

რ არის შენიც სწორი ევროპიაში ქალია!

16

ირემდინ დავჰყო ხანი–ა, შენ გევედრები ამასა,

სე წყალობით თუც ხარ, გაფუცებ კაის მამასა,

ვალითა დამენახდე - მე როს ვეღირსო მაგასა?

ულსა ზიანსა არ მისცემ, მადლა იქმ ამითანასა.

17

რს დია ძნელად სთქმელად: როს წავალ, დავდგე გზაზედა,

ოვლთეის ფიქრითა ვინოსებ საყნოსელს გუნებაზედა,

იფიქრებ ბერჯელ სურვილით, ვირ ვცოცხლებ ქვეყანაზედა:

,,ხლა რას ჰსცხოვრებს? რასა იქს‘‘ - ვგონებდე სიტყვას თქმაზედა.

18

ოსაც რომ მოგეშოები ტურფას, ა სასახელოსა,

სრეთცა ვგონბ, გაყრამა მე თქვენმა გამახელოსა!

ამაზ თვათ მოვეშორები, როს წავალ საქართველოსა,

დეს ვსხდეთ სტლზედ სალხინოდ, დავლევ შენს სადღეგრძელოსა.

19

ვენ რას ვაგრძელებთ, დავუმდეთ, ლექსთ, ანს, ვერ ვაძლევ სიტკბოსა,

გრეთვე გამორჩული წამალი რამე მიყოსა,

ისმან, ლამის რომ ახვილმან სიცოცხლე ე გამიყოსა,

დეს გასინჯთ, თქვენც ნახოთ თქმულსა ჩემს აკროსტიხოსა.  

   

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-08-22
მოციქულისა მატათასი (დაახ. 63); მოწამისა ანტონი ალექსანდრიელისა; ღირსისა ფსოე ეგვიპტელისა (IV); მოწამეთა: იულიანესი, მარკიანესი, იოანესი, იაკობისა, ალექსისა, დიმიტრისა, ფოტიოსისა, პეტრესი, ლეონტისა, მარიამ პატრიკიასი და სხვათა (730).
ღირსი ექვთიმე - ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი (+1804)
8 (21) აგვისტოს ქართული ეკლესია აღნიშნავს ღირსი ექვთიმეს - ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვრის (+1804) ხსენების დღეს.
მართალი ნონა, დედა გრიგოლ ღვთისმეტყველისა (+374)
გრიგოლ ღვთისმეტყველის დედა, რომლის ხსენებაც არის 18 აგვისტოს, ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა და აღიზარდა. მშობლები, ფილტატიოსი და გორგონია მას ქრისტიანული სულისკვეთებით ზრდიდნენ. როცა დრომ მოაწია, დედ-მამამ ქალწული მდიდარ მიწათმფლობელს, გრიგოლს მიათხოვეს, რომელსაც არიანზსა და ნაზიანზოსში ჰქონდა მამულები. სულიერი თვალსაზრისით ქორწინება მძიმე გამოდგა ღვთისმოსავი ქალისთვის, რადგანაც ქმარი წარმართი იყო. კეთილმსახური ნონა მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს, რომ გრიგოლი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცია.
gaq