საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

ლიტერატურა და ხელოვნება > ქართველ მეფეთა პოეზია

არჩილ მეფე
ლექსნი ასნი ორმუხლნი

ასნი ორმუხლნი შაირნი ვართ მეფის გამოთქმულია, არჩილის, ვახტანგ მეფის ძის,ბრძენთა სანუკვრად თქმულია.
 1 ჭირსა და ლხინსა მადლობა ღვთისა ჰხამს ყოვლის მპყრობლისა, სარწმუნოებით ვადიდოთ,პირი დაიყოს მგმობლისა.
 2 მეცნიერება ბრძენთანი ღვარისებრ განმდიდრდებიან, ბრძენთ ზრახვა ცხოვრების წყაროდ ისმის და ედინებიან.
 3 კაცი პირს ხედავს კაცისას,ღმერთი მწვლილს გულის-სიტყვებსა,ვერ დაიფარავს საქმესა,ვინ იშვებს,ან ვინ იტყებსა.
 4 კაცი ბრძენი სჯულდებულსა საქმეს არას მოიძულებს, უმეცარი უსჯულოობს,სხვათაც მასზედ აიძულებს.
 5 კაცი სრულარსთა მთავარი თავსა რად განინადირებს? ძვირის მოქმედთა ძვირივე ბოროტად მოინადირებს.
 6 ვინ მრწემსა სწყალობს,ავასხებს უხვად წყალობის მძლეველსა, შემწყნარებელი ობოლთა მძლე ექმნეს თვისსა მძლეველსა.
 7 თქვეს,ძღვენი ბრძენთა კაცის თვალს უჯეროდ დაარწმუნებსა, უსამართლონი მსაჯულნი ქრთამს არვის დაამგუნებსა.
 8 გრცხვენოდეს გინებისაგან, ევლტოდე სმენად ქებასა, თავი ნუ მოგწონს, ერიდე ცრუ სიტყვა-დაქადებასა.
 9 სხვის მომზირალი თავისას ავს ვერას დაინახავსა, უცები კაცი ხვაშიადს ვერათ ვერ შეინახავსა.
 10 ბრძენს ცოდვას თვისი გონება ამხილებს,შეანანებსა, უგბილი უმეცრებითა ვერ ხედავს,თვის თავს ავნებსა.
 11 დაღმართ არს ცოდვა მოქმედთა,სუბუქად ჩაიტანებსა, მადლი მძიმეა ამღებთა და ზეცათ აღიტანებსა.

 12 სიტყვა უცებთა ზღვა არის მღელვარე კლდისა მცემელი, არა მდუმარე, წვიმისებრ ნაყოფის გამომცემელი.
 13 თუ ძნელ არს ფიცი მართალიც, ცრუსი რაღამე იქნების? აღთქმაც დიდია სათქმელად, გარდასვლა რა შეიქნების.
 14 თუ შენ არ მისცე,ნუცა მას ელიღა რასმე მოცემას, უჩინარისა მტრისასა ერიდე მუდამ დაცემას.
 15 გული ნუ გითქვამს მეტს რასმე,რადგან უგუნურთ წესია, იფქლსა ვეროდეს შეიკრებს, ვის ღვარძლი დაუთესია.
 16 ეტლთა ბრუნვათა მსგზავსია ამ სოფლის ლხინი და შვება, წამიერთ იცის ორივე, ამაღლება და დაშვება.
 17 რაღაა ურჩეულესი მეგობრის საკუთარისა? რა უბოროტეს მოყვსისა ქვე მკბენის, მოკუთარისა?
 18 სჯობს აღსასრული კეთილი დიდად დასაბამ კეთილსა, სჯობს ახალ ნორჩი ხე დიდსა,ნაყოფით ქვე მოკვეთილსა.
 19 გატეხილს ჭურჭელს მიჰრონი არ ერწმუნების,იცითა? ცრუს კაცსა საიდუმლონი არ ეთქმის, მითქვამს ფიცითა.
 20 ხრდლის კაცის ყოლა გატეხილს მშვილდსა ჰგავს, ვინ ვერ მოიზევს, ვიდრე მტერს ნახავს,კაცსა  ჰგავს, მაშინ წინ ვეღარ წაიზევს.
 21 მოშიშარს,ამპარტავანს და მოსავს თავისა ძალისა, რაჟამს ხმა ესმის საზარო,ძრწოლით სამ დაემალისა.
 22 სასიკვდინენი წყლულია მცირე ნაკბენი გველისა, დიდს შფოთს აღადგენს ერთიცა სიტყვა ცრუ, ენა-გრძელისა.
 23 ვინ ენას სძლევს და მუცელსა, დიდი ნიჭი აქვს მადლისა, ვინ ბოროტსა სძლევს,ხელთა აქვს სრულყოფა მას საწადლისა.
 24 მუშაკი დღეის საქმისა ხვალისა მდები სცდებისა, მის-მის დღის საქმე მის დღეს სჯობს,რადგან სოფელი სცვდებისა.  25 ვინ ძრწის სამღვთოსა შიშითა, ვერა რა შეაშინებსა, უშიში ღვთისა თვისისა ჩრდილისგან შეიშინებსა.
 26 კაცს უყვარს ღვთისმოყვარესა ყოველი კაცი სრულებით, ძმის მოძულარსა ღმერთი სძულს სიბოროტისა კრულებით.
 27 სიტყვის სიმრავლე სასმენელს ავნებს და ვერ აამებსა, მეტი საზრდელი სულსა და ხორცს არც ერთს არ დაამებსა.
 28 თუ კაცი თვისად ბოროტს ჰყოფს,სხვას ვისღა უზამს კეთილსა? ნუ სთხოვ ნაყოფსა საშენოდ ხესა ფესვს-აღმოკვეთილსა.
 29 გვიან საქნელ არს ბოროტი, კეთილი – მოსწრაფებითა, ვინ ვშვრებით ავსა საქმესა, სინანულს შევესწრებითა.
 30 ბილწის სიტყვისა სასმენლად დახშვა ჯერა არს ყურისა, ენით კიცხვა და ბასრობა ნურავისთვიმცა გსურისა.
 31 სჯობს საქმე უხმო სიტყვასა, თქმულსა, არ გათავებულსა, თქმა და არა ქმნა სარცხვენელ ჰყოფს კაცსა გათავებულსა.
 32 თუ თავს ვინ განიკითხვიდეს, სხვასა აღარას აბრალებს, თვისის ცოდვისა მხილველი ღმერთს სხვასაც ბევრს შეაბრალებს.
 33 ამაღლებულნი დადმდაბლდნენ, ამაღლდენ დამდაბლებულნი, მოღვაწე წარწყმდა სილაღით, ცხონდა სიმდაბლით ვნებულნი.
 34 რისხვა ბრძნისა სჯობს ცრუთასა ალერსსა, სიტკბოებასა, უგბილთან ლხინსა დია სჯობს, თუ კაცი ბრძნისას ებასა.
 35 დიდი სიბრძნეა კაცისა ცნობა თავისა თვისისა, სიბოროტეა ძვირის თქმა მეგობრისა და თვისისა.
 36 წყლით დაივსება სახმილი, შერისხვა-დადუმებითა, შური იძლევის ტკბილისა სიტყვისა დაამებითა.
 37 მეგობარს გამოუცდელსა არ უნდა კაცი მიჰყვესა, ჯერ შეზავებით ვკითხვიდეთ ჩვენს წინ მეგობრად ვინ ჰყვესა.
 38 სარწმუნოს მოყვსის შერისხვა სჯობს მტრის პირისპირ ქებასა, ბრძენი სხვათაცა სწავლიდეს, დიდად სჯობ დადუმებასა.
 39 მოციქულია მქებარი პირად სასმენელ ბნელისა, შემასმენელი ლიქნითა მკვლელია შემასმენლისა.
 40 კითხვა საღვთოთა წერილთა გონებას განანათლებსა, რისხვას დაიდებს რისხვაზედ, ვინ ცრუდ თავს განიმართლებსა. 
 41 აქთქმას ღთისასა ნუ ჰყოვნი, მიცემად მისაცემელსა, სჯობს არ ქადება არასა, ქადებულს მიუცემელსა.
 42 მამა შვილთ დაკლვის მიზეზსა ნებსით არ მიიწურავსა, ღმერთი გლახაკთა მონახვეჭს მსხვერპლს არას შეიწირავსა.
 43 უღვთო მწყევარი ეშმაკთა, არ იცის, თავს იწყევლისა, ზაკვით მეტყველი მსგზავსია გველისა მის პირველისა.
 44 უგბილი თვისსა სიცილზედ ხმას დიდად აღიმაღლებსა, ბრძენი და მეცნიერენი ღიმილსაც დაიმდაბლებსა.
 45 უგუნურთ ნიჭი დიდია, ერთის წილ ითხოვს მრავალსა, მცირედ მისცემს და აყვედრებს დიდად კნინ მისა სავალსა.
 46 კაცი მრძენი სდუმს ჟამამდე, სხვას უსმენს წადიერებით, მრავლის-მეტყველი საძულელ იქმნეს მკლე გონიერებით. 
 47 უცხოსა თანა ნურას იქ საქმესა საიდუმლოსა, ყოვლს კაცს გულს წინ ნუ დაუდებ, უფროსღა ცრუ უმადლოსა.
 48 ურცხვინო არის, ვინ სიტყვა მოყვსისა არ დაიმარხოს, თვისი აუგი არად სჩნდეს და სხვისა მალ დაინახოს.
 49 მსაჯულად ყოფა ცუდია, ვინ ვერ სცნობს ცრუ და მართალსა, მოიკიცხება საჯაროდ, დააკლებს ვინ სამართალსა,
 50 ნუ თვალს არიდებ გლახაკსა, ნუ სცემ ადგილსა წყევისას, რიდე შესმენას ღვთისასა, სწრაფით ჰხამს, ისმენს ყე ვისას.
 51 რაბამ დიდ იყოს, მაშინ ჰხამს კაცი გულითა მდაბლობდეს, კაცს სათნო ეყოს და ღმერთსა სამარადისოდ მადლობდეს.
 52 მხედვლი აღსასრულისა მტერობას რიდებს მოყვსისას, დღისა დიდისა მომლოდნე, შურს აღარ ეძებს არვისას.
 53 ბზიკი ვინ უცემს, ვერ მოჰკლავს და თავსა მოიკვდინებსა, კაცი მოყვსისა მოშურნე მისგან თავს უფრო ივნებსა.
 54 თაგვი ჭურს ღვინით სავსესა მცირეცა შეაგინებსა, ბევრს სიკეთესა კაცთასა სიცრუე მოაყივნებსა.
 55 ძე ბრძენი მამის სწავლასა კვალად და კვალად ინებსა,მონა ერთგული სამსახურს აროდეს მოიწყინებსა.
 56  ათას წელთ სოფლის დაპყრობა ცუდია სულთა ვნებითა, ბოლოდვე გავლით შიშველი სასიკვდინესა სნებითა.
 57 ჭირშიგან გამოიცდება მეგობარ ყოფა მოყვსისა, თუ დასდებს თავსა შენთანა, არა იქს საქმეს ავს ისა.
 58 მეგობარი ბევრი უნდა,თანამზრახი ერთი ოდენ, საქმეს კარგად გაიმართვენ, თუ ჭკვა ორთავ სწორად რბოდენ.
 59 ბოროტი რამე სენია თვით-სჯულობისა ქადილი, მავნებელია თვისისა ნების შედგომა, წადილი.
 60 უცნობო კეთილს ბოროტად შეჰრაცხს, ბოროტსა კეთილად, უნაყოფოს ზრდის სამისოდ, ნაყოფოანს ჰყოფს კვეთილად.
 61 ბრძენი არც იშვებს ფრიადა, არც დია შეწუხდებისა, უცები ლხინსა და ჭირსა მის-მის დროს ვერ მიხვდებისა.
 62 კაცი კაცს საქმით შევჯერდეთ და ნუ ამოსა სიტყვითა, ადვილად კაცის ცნობასა ვიტყვით, თუ ვინმე ვიტყვითა.
 63 სჯობს მონა ბრძენი უგუნურს მაფესა მოხუცებულსა, არ ეთხოება კეთილი კაცსა ცრუ, ცნობა-ვნებულსა.
 64 მტირალთან გლოვა დაგვიდვეს, მოხარულთანა შვებანი, ნუ აღგიტაცებს დიდება, ნუცა პირისპირ ქებანი.
 65 ცეცხლს წყალი დაშრეტს და განსწმენდს მოწყალებანი ცოდვასა, ადვილად შეიწყალება, ვის ცოდვა თავს დაედვასა.
 66 სხვის სიკვდილს რად განიხარებ, რადგან რომ შენც მოკვდავი ხარ? ცოდვილი ცოდვილს რად ჰკიცხავ, ზრახავ და ან თავს რად იხარ?
 67 ბერს კაცს ნუ გიობ, ჭაბუკო, ნუთუ შენც სამე დაბერდე, დამწვარსა კვალად ნუ დასწვავ, დასაშუშებლად დაბერდე.
 68 სძულს ამპარტავანს მდაბალი, მდიდარს ზოგს გლახა მთხოველი, ღმერთი მართალი გვითმობსა,თვარ ცრუ ვართ კაცი ყოველი.
 69 კაცი სიცოფის მფარველი,სჯობს ბრძენსა სიბრძნის მფარველსა, ლაღს მონას არჩევს პატრონი სამსახურისა მკრძალველსა.
 70 მოშიში ღვთისა თუ ძვირსა შთავარდეს, იგივ იხსნისა, ცოდვილი ტვირთსა მძიმესა უნანლად ვერ მოიხსნისა.
 71 დრკუთ კაცთა გული ნიადაგ ეძებს მოყვასთა ძვირებსა, გული მშვიდი და მდაბალი ძრახვას არ გაიკვირვებსა.
 72 გულსა გამწყრალსა კეთილი განზრახვა არ ეპოება, უსამართლოსა ვერას იქს, ვით მეფეს შეეპოება.
 73 როგორც არ არის უცოდო კაცი,აგრეთვე უმადლო, დიდად ბოროტის მყოფელსაც სჯობს ცოტაც რამ დაუმადლო.
 74 ვინ ძმასა სძულობს, სჯულსა და განეშორება მცნებასა, ვინ საბრხე უგოს მოყვასსა, შთავარდეს დიდსა ვნებასა.
 75 გვალვის ჟამს წვიმა ქვეყანას შემატს და გაახარებსა, წყალობა ჟამსა ჭირისას სჯობს, ვინც ხელთ მიაბარებსა. 
 76 სიტყვათა შენთა საზომი დაუდევ კეთილის თქმისა, ეკრძალე ფიცსა სათქმელად, ნუ ხარ მეტყველი აღთქმისა.
 77 ბევრი რამ არის სოფლისა უფროსი ამოებანი, ცუდს კაცსა მწვე ააზავებს მორჭმა,ტყუილი ქებანი.
 78 კაცია ნათელს ბნელად და ბნელს ჰხედავს ნათელსავითა,  თვისსა სიკეთეს არ ეძებს, თავს იქებს ნათესავითა.
 79 ავი და კარგი მრჩობლივე ჩვეულობასა მმოსია, არ დაეკარგვის უფასოდ, ვის გლახა შეუმოსია.
 80 სიცოცხლე, აგრევ სიკვდილი ხელთა უპყრია ენასა, სისხლს დაღვრის უბრალოთასა, აჰყვება ვინ შესმენასა.
 81 მართალიც მოინადირა მტერმან, ცრუ სადღა განერ სა? თავსა ჩემსა ვწვრთნი უფრორე, ბოროტად გხედავ გან ერსა?
 82 თუ მეჭურჭლესა ჭურჭელი ვერ ეტყვის ავად შემქენო, კაცმან ვით ჰკადროს შემოქმედს, ესე რად ესრეთ მიქმენო.
 83 უშვილოთა სჯობს სიკვდილი უკეთურთ შვილთა ყოლასა, სჯობს მარტოდ ყოფა კაცისა ბოროტთა თან აყოლასა.
 84 სჯობს სიგლახაკე სიმართლით,ცრუს დიდსა გამდიდრებასა, მტერობავე სჯობს მოყვრისას ცრუდ სიტყვით მიფერებასა.
 85 სჯობს სნეულება, ბოროტსა სიმრთელე ფერხზედ რებასა, ცოდვილთ თავსდება ცოდვისა, სიწმიდის შეფერებასა.
 86 უჟამოს მწუხარებისა სიბერე არის ნაყოფი, გაადუხჭირებს კეკლუცთაც ჭმუნვა და ავი სამყოფი.
 87 ღვთისმოყვარება ეს არის, კაცს ყოვლი კაცი უყვარდეს, მოყვასი უნდა მოყვასსა, ვით თავსა შემოუარდეს.
 88 ცული თვინიერ მცემლისა ვერ მოჰკვეთს ხეთა ძირებსა, თუ კარგად ვერვინ ვერას იქმს, ღმერთსა მწედ დაიძვირებსა.   89 კაცი ასეთს კარგს რასა იქმს, ან ავსა, სხვასაც არ ექმნას, მაშინ გამოჩნდეს ორივე, რა ორთავ ბჭობა შეექნას.   90 უფროსი ერთი კაცთ იჭვი ვით საზვრენ, არ იქნებიან, მცირე გულისთქმა ბოროტი დიდ ცოდვად შეიქნებიან.
 91 რაცა არა მაქვს, ის მინდა, რაცა მაქვს, ვერ დამიცავსა, იმას ვერ ვშოებ და ამას დავკარგავ, წინ ეს მიცავსა.
 92 თავს ვაბრალებდე ნუ სხვასა, ნუ ვაკლებთ ღვთის სამართლებსა, რისხვას შესძინებს რისხვაზედ, ვით ცრუთ თავს განიმართლებსა.
 93 რაზომცა დიდად ბრძენ იყო, ნუ ეჭობ სიბრძნე-სრულებას, რაზომ სვამ წყლისგან წყაროსა,შეატყობ ვერ ნაკლულობას.
 94 მრავალგზის ნავი დაინთქმის ნავსაყუდელად შესული, მრავალჯერ ვისმე უნახავს ღელვისგან გაღმა გასული.
 95 შიში არ უნდა ხორციელს, სიკვდილს სად დავემალებით? ვერვინ ვიკადრებთ გაქცევას, ვინ მეფეს შევეპოვებით.
 96 ვინა სთხრის მთხრებლსა, არ იცის, ვისთვინ ამოჰკვეთს სიღრმესა, ვინცა აღმოჰკვეთს, უწყოდეს შთაიგდებს თვისსა სიყრმესა.
 97 შვილისა სიკეთისაგან იხარებს მამა ძლეული, კაცს უნდა სძულდეს საფასე სხვის ქრთამად შემოძლეული.
 98 სოფელი ესე მსგავსია სავაჭრო შესაკრებელსა, აქ თუ არ ვიღვწით, ვერ ვპოებთ სხვას კეთილთ მოსაკრებელსა.
 99 სხვა არა სჯობს რა კაცთათვინ სასმენლათ ბრძენთა ზრახვასა, სჯობს მონაგებთა წარგება კარგად ყე ქვე შენახვასა.
 100 სოფელს ვაგინებ,მაგრამე მიყვარს და ვერ ვეხსნებია, ყოფაც მძულს ცრუსთან, ჯერ ხანად გაყრა რა სახსენებია!.

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-12-13
წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა, საქართველოში ქრისტეს პირველმქადაგებელისა (62); წმიდისა დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლისა (502); წმ. პეტრე I კათალიკოსისა, წმიდისა დიდისა მეფის ვახტანგ გორგასლის თანამოღვაწისა (V); წმ. სამუელ I კათალიკოსისა (V-VI); ფრუმენტისა, ინდოელი (ეთიოპიელი) მთავარეპისკოპოსისა (დაახლ. 380).
ღირსი აკაკი სინელი (VI)
29 ნოემბერს (12 დეკემბერს) აღინიშნება ღირსი აკაკი სინელის (VI) ხსენების დღე.
gaq