საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

დეკანოზი ჩაპლინი არ გამორიცხავს რუსეთში მონარქიის აღდგენის შესაძლებლობას

მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიისა და საზოგადოების ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე, დეკანოზი ვსევოლოდ ჩაპლინი დააჯილდოვეს. რუსეთის საიმპერატორო სახლის  და მისი საიმპერატორო უმაღლესობის, მარია ვლადიმიროვნას დადგენილებით დეკანოზ ვსევოლოდ ჩაპლინს მიეკუთვნა  წმიდა მთავარ ვლადიმირის IV ხარისხის  საიმპერატორო ორდენი.

„РИА "Новости"-სთან საუბარში  მადლიერმა მღვდელმსახურმა არ გამორიცხა რუსეთში მონარქიის აღდგენის შესაძლებლობა. თუმცა ამისთვის წინაპირობად დაასახელა ქვეყანაში აუცილებელი წანამძღვრების არსებობა, რადგან, მისი სიტყვით,  ამ სახის მმართველობის ხელოვნურად დანერგვას შეუძლია ქვეყანაში ნეგატიური შედეგების მოტანა. 

„მე შევეწინააღმდეგებოდი მონარქიის ხელოვნურად დანერგვას საზოგადოების მოუმზადებლად. ასეთი აღორძინება იქნებოდა კარიკატურული, რითაც გაუფასურდებოდა და დაკნინდებოდა მონარქისტული იდეა“, - აცხადებს მღვდელმსახური - „არსებობს რუსეთის გარეთ არსებულ ძალთაგან ზოგიერთი იმდაგვარი პოლიტექნოლოგიური სცენარები, რომლებიც გულისხმობენ საზღვარგარეთიდან მართული მონარქიის დამყარებას - როგორც რუსეთის ამ კონტროლისადმი  დაქვემდებარების ერთ-ერთ ვარიანტს. ვშიშობ, რომ ასეთ „აღორძინებას“ არ მიიღებს ჩვენი ხალხი და ისიც საეჭვოა, რომ  ამან სარგებლობა მოუტანოს რუსეთს“.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq