საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

სამეფო სახლის წევრებისთვის მიუღებელია უცხო ქვეყნის ტრადიციები
News.ge

პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა გადაწყვიტეს უარი თქვან ეგრეთ წოდებულ ” Baby shower”-ის საღამოზე, რომელიც წესად აქვთ მომავალ მშობლებს ბავშვის ქვეყანაზე მოვლინებამდე რამდენიმე ხნით ადრე.

მსგავსი საზეიმო საღამოს გამართვის ტრადიცია დიდ ბრიტანეთში აშშ-იდან შემოვიდა და თანდათან მოიკიდა ფეხი. ასეთ საღამოებზე სტუმრები ახალგაზრდა წყვილთან  სულ სხვადასხვაგვარი საჩუქრებით ხელდამშვენებულები მოდიან ხოლმე. ზოგიერთი მშობელი წინდაწინ აცნობებს  სტუმარს, რა საჩუქრის მიღება ესურვება, სხვები კი ამ საკითხს თვით მოწვეული სტუმრების გადაწყვეტილებას ანდობენ. ყველაზე ხშირად მსგავსი საღამოების ორგანიზატორობას თავს იდებს ხოლმე მომავალი დედის ახლო მეგობარი ან და. იგი ადგენს საჩუქრების სიასაც. ხმები დადიოდა, რონ ამ კონკრეტულ შემთხვევაში  საღამოს მოწყობას დაივალებდა კემბრიჯის ჰერცოგინიას უმცროსი და - 29 წლის პიპა მიდლტონი.

მაგრამ ” Baby shower”-ის სამეფო ექსპერტის, ვიქტორია არბაიტერის მონაცემებით, კემბრიჯის ჰერცოგები მიიჩნევენ, რომ მსგავსი საღამოს გამართვა ეწინააღმდეგება მათ მაღალ სტატუსს. სამეფო სახლის წევრები ფრიად უნდობლობით ეკიდებიან   საზღვარგარეთიდან შემოსულ სიახლეებს და არ სურთ ხელი შეუწყონ  მათ გავრცელებას. ამას გარდა, მისი სიტყვით, ქეითი და უილიამი გრძნობენ გარკვეულ პრესინგს საზოგადოებრივი აზრის მხრიდან, ”წყვილი საკმარისად შეძლებულია  და  მდიდრული ღონისძიების ჩატარება მათ მდგომარეობაში, უხერხული მაინც იქნება, გამომწვევზე რომ არაფერი ვთქვათ”.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

25 აპრილი - ხსენება ღირსი ათანასია იღუმენიისა (+860)
ღირსი ათანასია კუნძულ ეგინზე მდებარე მონასტრის იღუმენია იყო. ის დაიბადა ღვთისმოსავი ქრისტიანების, ნიკიტას და მარინას ოჯახში. შვიდი წლის გოგონამ ფსალმუნთა წიგნი ზეპირად იცოდა. ერთხელ საქსოვ დაზგასთან მჯდომმა დაინახა, რომ ზემოდან მანათობელი ვარსკვლავი დაეშვა და მის თითებთან გაქრა. ამის შემდეგ ყრმას სული გაუნათდა და მტკიცედ გადაწყვიტა, მონასტერში წასულიყო.
25 აპრილი - ხსენება ღირსი ისააკ ასურისა (+550)
ღირსი ისააკ ასური VI საუკუნის შუა წლებში ცხოვრობდა. ის სირიიდან ჩავიდა იტალიის ქალაქ სპოლეტოში. ღირსმა მამამ მნათეებს სთხოვა, ნება დაერთოთ ტაძარში დარჩენილიყო სალოცავად და ორდღენახევარი ლოცულობდა.
gaq