საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ქეთრინ მიდლტონი შეხვდა სკაუტებს
News.ge

 ფეხმძიმობაშიც კი ქეთრინ მიდლტონი არ ტოვებს საზოგადოებრივ ღონისძიებებს, მით უფრო, თუ საქმე ეხება სკაუტთა მოძრაობას. 20 აპრილს ის ეწვია სკაუტების სამეფო რაზმის შეკრებას. ჩვეულებისამებრ, ამ შეკრებებს ესწრება ხოლმე დედოფალი ელისაბედ II, მაგრამ მან ამჯერად ეს საპასუხისმგებლო მისია მიანდო  მთელი ბრიტანეთისთვის საყვარელ კემბრიჯის ჰერცოგინიას.

ქეთრინი შეხვედრაზე მივიდა ინგლისური „Mulberry“-ს სახლის ელეგანტურ  პალტოში გამოწყობილი. ამ დღეებში ერთ-ერთმა მოდების ჟურნალმა იგი  დაასახელა ცნობილ პირთა შორის ყველაზე მოდურ ფეხმძიმე ქალად.

ამრიგად, წელს ქეთრინი იყო პასუხისმგებელი მოზრდილ სკაუტთა შორის, რომელთა რიცხვი ბრიტანეთში 2 800 კაცია. სკაუტთა სამეფო მოძრაობამ აღნიშნა  არსებობის მე-80 წელი. შეფ-სკაუტმა, ბირ გრილსმა აღნიშნა:
„ჰერცოგინია მაგალითია მიბაძვისათვის. იგი დაეხმარა ჩვენს მოძრაობას იმის ნათელსაყოფად, რომ სკაუტები შეიძლება იყვნენ არა მხოლოდ ბიჭები.  ის შესანიშნავი ნებაყოფლობითი სკაუტია და ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენს მეგობრულ სკაუტთა ოჯახში გვყავს ასეთი მნიშვნელოვანი სკაუტი“.

მომავალში ქეთრინსა და უილიამს  ვაჟი ეყოლებათ თუ ქალი, სულერთია - ბავშვი მიიღებს კლასიკურ ინგლისურ განათლებას და მეტად სავარაუდოა, რომ ვერც ის აუვლის გვერდს სკაუტთა მოძრაობას. რაც შეეხება ბავშვის დაბადების შემდგომ ხანას, ქეთრინმა განაცხადა, რომ ესურვებოდა მისი დაბადების პირველი კვირები და დეკრეტული შვებულება გაეტარებინა ბუნების წიაღში სოფელ ბაკლბერიში სადაც თავად აქვს პატარაობა გატარებული. ამავე დროს კენსინგტონის სასახლეში ამზადებენ ოთახს მომავალი ტახტის მემკვიდრისა და მისი მშობლებისათვის.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq