საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

კემბრიჯის ჰერცოგინიამ კიდევ სამი ორგანიზაცია აიყვანა საკუთარ პატრონაჟზე
News.ge

პრინც უილიამის მეუღლე - კემბრიჯის ჰერცოგინია ქეთრინი თავდაჯერებულად მიჰყვება  თავისი გარდაცვლილი დედამთილის - პრინცესა დიანას ნაკვალევს: ლედი დის მსგავსად,  ბრიტანელი პრინცის მეუღლე ეწევა აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას და ფეხმძიმობის მეექვსე თვეზე კიდევ სამი ორგანიზაცია აიყვანა საკუთარ პატრონაჟზე.

დღეისათვის კემბრიჯის ჰერცოგინია ქეტრინი პატრონობს ბავშვთა ჰოსპისს, სხვადასხვა დამოკიდებულებათაგან ვნებულთა დახმარების ფონდს, ეროვნულ პორტრეტულ გალერეას და ბავშვთა შემოქმედების ცენტრს. ამას გარდა, ქეთრინმა აიღო შეფობა „Place2B“-ის საზოგადოებაზე, რომელიც ეხმარება ბავშვებს სკოლაში სირთულეების დაძლევაში, ბუნების ისტორიის მუზეუმზე (ლონდონი) და „SportsAid“-ის დაწესებულებაზე -  ნორჩი სპორტული ტალანტების მხარდასაჭერად. ყველა ეს გადაწყვეტილება უშუალოდ ჰერცოგინისას პირადი ინიციატივა იყო. თითოეულმა ორგანიზაციამ დაუფარავი აღტაცება გამოხატა ამგვარი ყურადღებით.

ვიდეო კლიპზე წარმოდგენილია  ჰერცოგინიას პირველი საჯარო ვიდეომიმართვა, რომელიც მან გააკეთა ბავშვთა ჰოსპისების კვირეულის გახსნასთან (27 აპრილი - 3 მაისი) და ამ კატეგორიის ბავშვების დახმარებასთან დაკავშირებით.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq