საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ელისაბედ II თანდათან იხსნის პასუხისმგებლობებს
georoyal.ge

ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II-ემ განაცხადა, რომ იწყებს საკუთარ უფლებამოსილებათა ვაჟიშვილის - პრინცი ჩარლისათვის გადაცემას. ამასთან ერთად, დედოფალი მნიშვნელოვნად შეზღუდავს საზღვარგარეთული ვიზიტების რაოდენობასაც. სახელდობრ, ელისაბედ II  40 წლის მანძილზე პირველად გამოტოვებს თანამეგობრობის მეთაურთა შეხვედრას.

უელსის პრინცი იქნება დედოფლის წარმომადგენელი ერთა თანამეგობრობის ლიდერთა შეხვედრაზე, რომელიც შედგება ნოემბერში შრი-ლანკაში. აქამდე ელისაბედ II-ეს არ გამოუტოვებია არცერთი მსგავსი კონფერენცია 1973 წლიდან. 

თავისი საგარეო მგზავრობები დედოფალმა შეამცირა ჯერ კიდევ გასული წლიდან და ეს საპატიო მისია დააკისრა სამეფო ოჯახის სხვა წევრებს. შრი-ლანკაში გამგზავრებაზე უარის თქმა მანიშნებელია, თუ რამდენად არის მზად დედოფალი საკუთარ უფლებამოსილებათა ვაჟის -  ჩარლზისა და შვლიშვილის - უილიამისათვის გადასაბარებლად.

”Financial Times”-ის ცნობით, ეს პროცესები ნელნელა განვითარდება და, როდესაც დედოფალი ვეღარ შეძლებს ცხოვრების აქტიური წესის  შენარჩუნებას,  პასუხისმგებლობათა უდიდესი წილი პრინცი ჩარლზის მხრებს დააწვება.

დღეისათვის უკვე მსჯელობის საგანია თემა -  დაესწრება თუ არა ელისაბედ II თანამეგობრობის მომდევნო სამიტს, რომელიც დიდ ბრიტანეთში გაიმართება 1015 წელს.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე აპოლინარი, რავენელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 75)
23 ივლისს (5 აგვისტოს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მღვდელმოწამე აპოლინარის, რავენელი ეპისკოპოსის (+დაახლ. 75) ხსენების დღეს.
წმიდა მოწამენი ტროფიმე, თეოფილე და მათთან ათცამეტი მოწამე (IV)
23 ივლისი (5 აგვისტოს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამენი ტროფიმეს, თეოფილეს და მათთან ათცამეტი მოწამის (IV) ხსენების დღეს.
gaq