საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

8 წლის უკრაინელ გოგონას სწერენ მეფეები და დედოფლები
georoyal.ge

უკრაინული საიტი „vikna.stb.ua“ თანამემამულეებს აცნობს 8 წლის გოგონას - მარია მოვჩანს.

ეს პატარა გოგონა, ვოლინში მცხოვრები მარია მოვჩანი  მხოლოდ 8 წლისაა. მას კი აღდგომის მისალოცი ბარათები მოსდის  მონარქებისაგან მსოფლიოს ყველა კუთხიდან. მარიას უკვე ორი წელია მომოწერა აქვს ნამდვილ დედოფლებთან, პრინცებთან და პრინცესებთან. და ყოველ მათგანს გულწრფელად ეპატიჟება მშობლიურ კოველში.

2 წლის წინ მარიამ  პირველი წერილი გაუგზავნა დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-ს. მისამართი იპოვა ინტერნეტში. მას აინტერესებდა, ნამდვილად არსებობენ თუ არა დედოფლები და პრინცესები რეალურ ცხოვრებაში. ახლა ის უკვე დარწმუნდა, რადგან ხელთა აქვს  საბუთი  - პასუხები მონარქებისგან.

„მე დავპატიჟე ჩვენთან ბეატრიქსი და ის კი მაინცდამაინც ჩემს დაბადების დღეზე გადადგა“, -ცოტათი გულს აკლია მარიას, სამაგიეროდ - „ ალბერტ ІІ-მ და პაოლამ  მადლობა გადამიხადეს, აღდგომა რომ მივულოცე!”

დღესასწაულების მილოცვათა პასუხად გოგონას მიღებული აქვს ღია ბარათები 14 მსოფლიო პოლიტიკოსისა და მონარქებისაგან.

სანამ მეფეები და დედოფლები წერენ პასუხებს, მანამ მოვჩანები - ოჯახის 13 წევრი  მინდვრებსა და ბაღ-ბოსტანში ირჯებიან:  იმ პატარა თითებით,  რომლითაც დილით მეფე-დედოფლებს წერს წერილს, მარია რგავს კარტოფილს. მამამისი დღემდე გაკვირვებულია, როგორ გაბედა მისმა გოგონამ ასეთი წერილების დაწერა:

„ვხედავ ,რაღაც წერილებს წერს, მერე მირბის საფოსტო ყუთთან და ელოდება პასუხს. სანამ მის სახელზე მოსული  წერილები არ ვნახე, არც კი ვიჯერებდი.

როდესაც მარია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს მოითავებს ხოლმე, უბრუნდება თავის წერილებიან საქაღალდეს; მაგრამ მარია მარტო რომანტიკოსი როდია -  ის პრაგმატიკოსიც გახლავთ -  სჯერა, რომ მეფეები და დედოფლები მას აუცილებლად დაეხმარებიან მშობლიურ ვოლინში უპატრონო ბავშვებისათვის თავშესაფრის დაარსებაში.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq