საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

70 წელი ქვეყნის სამსახურში. საინტერესო ფაქტები კორონაციის ისტორიიდან

ახლოვდება დიდი ბრიტანეთის დედოფლის კორონაციის 70 წლისთავი: საინტერესო ფაქტები


როგორც ცნობილია, 2 ივნისს შესრულდება დიდი ბრიტანეთის დედოფლის - ელისაბედ II-ის კორონაციის 70 წლისთავი.

საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტებს დედოფლის კორონაციასთან დაკავშირებით:

ელისაბედ II მონარქი გახდა 1952 წლის 6 თებერვალს, მამის - ჯორჯ VI-ის გარდაცვალების შემდეგ. იმ დროს ის მეუღლესთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა კენიაში. ამიტომ, კორონაციის ცერემონია შედგა მხოლოდ  მოგვიანებით.

კორონაცია პირველი საერთო ეროვნული მნიშვნელობის მოვლენა იყო, რომელიც ნაჩვენები იქნა ტელევიზიით -  მიუხედავად იმისა, რომ უინსტონ ჩერჩილი და ბრიტანეთის ეკლესია დაბეჯითებით იყვნენ წინაღმდეგნი. მომავალი დედოფალი და მრჩევლები თავისაზე იდგნენ: 

„ ჩემი რომ ირწმუნოს ხალხმა,  უნდა დამინახოს!“- თქვა ელისაბედმა. „BBC“-ის მიერ ორგანიზებული ტრანსლაცია ნახა 27-მა მილიონმა კაცმა დიდ ბრიტანეთში და 100-მა მილიონმა მთელ მსოფლიოში. ითვლება, რომ ეს იყო შემობრუნების ეპიზოდი ტელევიზიის ისტორიაში.

ელისაბედმა გვირგვინის ტარება დაიწყო ცერემონიამდე სამი კვირით ადრე. არ იხდიდა მას არც საუზმისას, არც სეირნობისას. ასე ემზადებოდა ის კორონაციისათვის; არადა, 275 ძვირფასი ქვით მოოჭვილი გვირგვინი სამ კილოგრამზე მეტს იწონის. ც

ხადია, მას სჭირდებოდა დრო ასეთი სიმძიმის ტარების შეჩვევისათვის.

კორონაციის ცერემონია ჩატარდა წმინდა პეტრეს ტაძარში ვესტმინსტერში. პირველი  მეფე, რომელიც აქ დაგვირგვინდა იყო ჯერ კიდევ ვილჰელმ I დამპყრობელი (5.12.1066 - 09.09.1087). მას შემდეგ ყველა ბრიტანელმ მონარქმა სწორედ ამ ეკლესიაში დაიდგა  გვირგვინი.

კორონაციის დღე  აღინიშნებოდა თანამეგობრობის ყველა ქვეყანაში.  გამოიცა საფოსტო მარკები. პირდაპირ ტრანსლაციას აწარმოებდა  „BBC“.

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq