საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ჰელენ მირერმა კიდევ ერთხელ მოირგო დედოფლის სახე
georoyal.ge

ელისაბედ II-ის როლის შესრულებისთვის  „ოსკარის“ მფლობელმა ჰელენ მირენმა კიდევ ერთხელ მოირგო დედოფლის გრიმი, რათა ლეიკემიით დაავადებული მომაკვდავი ბავშვის ოცნება აესრულებინა.

10 წლის ბრიტანელ ოლივერ ბერტონს ბუკინგემის სასახლეში სტუმრობისა და დედოფლის გაცნობის ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა. თვით ელისაბედ  II-ეს არ მოუხერხდა ბავშვთან შეხვედრა, მაგრამ პატარის სურვილის ასრულება  მოახერხა 67 წლის ჰელენ მირენმა, რომელიც ამჟამად დაკავებულია სპექტაკლ „აუდიენციაში“, სადაც ის დედოფლის როლს თამაშობს. მან ოლივერის დედასა და თვით ბავშვს გაუგზავნა მოსაწვევი თავის სპექტაკლზე, ხოლო შემდეგ ისინი კულისებში  ჩაიზე დაპატიჟა.

მირენმა პატარა ოლივერი რაინდად აკურთხა, როდესაც ის მასთან საგრიმიოროში შევიდა. მშობლები ძალან ბედნიერები იყვნენ, რაკი ბავშვმა დაიჯერა, რომ დედოფალთან იმყოფებოდა.

ოლივერს ლეიკემიის დიაგნოზი სამი წლის ასაკში დაუსვეს. შვიდი წელი ებრძოდნენ მშობლები მის სენს. მაგრამ გასულ თვეში ექიმებმა მათ უკანასკნელი იმედიც წაართვეს და ამცნეს, რომ ბავშვს    სულ რამდენიმე თვის ან კვირის სიცოცხლე დარჩა. ოლივერს ლეიკემიასთან  ერთად დაუნის სინდრომიც აქვს,  რაც მას მგრძნობიარეს ხდის  სხვადასხვა პრეპარატების მიმართ. მშობლები ცდილობენ ცხოვრების უკანასკნელი დღეები ბედნიერი სიამოვნების მომტანი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აუვსონ ბავშვს.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq