საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

უილიამსა და ქეითს, შესაძლოა, ნავარაუდევზე ადრე ეყოლოთ ბავშვი

„nv-news.com“-ის ცნობით, ბრიტანეთის სამეფო კარის მედიკოსები ერთსულოვანნი არიან პროგნოზებში - არ არის გამორიცხული, რომ კემბრიჯის ჰერცოგინიამ ვადაზე ადრე იმშობიაროს.

თუკი აქამდე იტყობინებოდნენ, რომ პირმშოს მოვლინების თარიღია 13 ივლისი, სინამდვილეში, შესაძლოა,  ბავშვი მთელი ათი დღით ადრე დაიბადოს.

პაპარაცები ვარაუდობენ, რომ ქეით მიდლტონი ბაძავს თავისი მეუღლის დედას - პრინცესა  დაიანას და  დაბადების თარიღი -  13 ივლისი გამოგონილია. თავის დროზე დაიანამ ასე მოატყუა ჟურნალისტები, როდესაც განაცხადა, რომ ელოდებოდა მშობიარობას მისსავე საკუთარ დაბადების დღეს - 1 ივლისს; მაგრამ უილიამი ათი დღით ადრე - 21  ივნისს დაიბადა. ახლა, აბეზარი ჟურნალისტებისგან თავდასახსნელად, გასაკვირი არ იქნება, რომ  ქეითიც დაიანას კვალს მიჰყვებოდეს.

მამული, ენა, სარწმუნოება

25 აპრილი - ხსენება ღირსი ათანასია იღუმენიისა (+860)
ღირსი ათანასია კუნძულ ეგინზე მდებარე მონასტრის იღუმენია იყო. ის დაიბადა ღვთისმოსავი ქრისტიანების, ნიკიტას და მარინას ოჯახში. შვიდი წლის გოგონამ ფსალმუნთა წიგნი ზეპირად იცოდა. ერთხელ საქსოვ დაზგასთან მჯდომმა დაინახა, რომ ზემოდან მანათობელი ვარსკვლავი დაეშვა და მის თითებთან გაქრა. ამის შემდეგ ყრმას სული გაუნათდა და მტკიცედ გადაწყვიტა, მონასტერში წასულიყო.
25 აპრილი - ხსენება ღირსი ისააკ ასურისა (+550)
ღირსი ისააკ ასური VI საუკუნის შუა წლებში ცხოვრობდა. ის სირიიდან ჩავიდა იტალიის ქალაქ სპოლეტოში. ღირსმა მამამ მნათეებს სთხოვა, ნება დაერთოთ ტაძარში დარჩენილიყო სალოცავად და ორდღენახევარი ლოცულობდა.
gaq