საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ბელგიის მეფე ალბერტ II-ემ მიიღო ტახტიდან გადადგომის გადაწყვეტილება
News.ge

როგორც ”itar-tass.com”-ი იუწყება, ბელგიის მეფე ალბერტ II-ემ მიიღო   ტახტიდან გადადგომის გადაწყვეტილება. დღეისათვის არსებული მონაცემებით ბელგიის მონარქის გადადგომის ოფიციალური თარიღი იქნება 21 ივლისი - მეფის ფიცის დადების დღე, რომელიც ეროვნული დღესასწაულია ქვეყანაში. მონარქის გვირგვინს დაიდგამს 53 წლის პრინცი ფილიპი. საინფორმაციო ორგანოების ცნობით, გადადგომას წინ უძღოდა აქტიური კონსულტაციები, რომლებიც მიმდინარეობდა გაზაფხულის დასაწყისიდან სამეფო სასახლეში პრემიერ-მინისტრ დი რუპოს და მოწინავე პოლიტიკურ პარტიათა მონაწილეობით.

გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი ალბერტ II-ის ასაკია, რომელსაც 6 ივნისს 79 წელი შეუსრულდა. არსებობს სხვა პოლიტიკური წიაღსვლებიც - ბელგიის მეფე გაცილებით უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ვიდრე სხვა ევროპული ქვეყნების მონარქები. არსებული ღრმა კრიზისის პირობებში ფრანგულენოვან ვალონებსა (სამხრეთი ბელგია) და ნიდერლანდურენოვან ფლანდრიას შორის (ჩრდილოეთი ბელგია) მეფე ითვლება საყოველთაოდ აღიარებულ მთავარ და მიუმხრობელ შუამავლად, რომელიც არცთუ იშვიათად საკუთარი ავტორიტეტის ხარჯზე აგვარებს ამ ორი რეგიონის მყიფე თანაცხოვრებას.

2014 წელს ბელგიაში ჩატარდება მორიგი საპარლამენტო არჩევნები და დამკვირვებლები ელიან ახალ გამწვავებას ვალონიასა და ფლანდრიას შორის, როგორც ეს იყო ყოველი არჩევნებისას უკანასკნელი 8 წლის მანძილზე. თუ ეს მოხდება, ალბერტ II, თავისი ასაკის გამო შეიძლება ვერ გაუძღვეს ჯეროვნად თავის მოვალეობას.  ჯერჯერობით მემკვიდრე პრინცი მამის პოპულარობის ნახევარსაც ვერ ფლობს. ამიტომ ადგილობრივი პოლიტოლოგები ფიქრობენ, რომ ტახტი მას უკვე წელს უნდა გადაეცეს, რათა ახალ მეფეს ჰქონდეს საკმარისი დრო საკუთარი თავის დასამკვიდრებლად.

მამული, ენა, სარწმუნოება

25 აპრილი - ხსენება ღირსი ათანასია იღუმენიისა (+860)
ღირსი ათანასია კუნძულ ეგინზე მდებარე მონასტრის იღუმენია იყო. ის დაიბადა ღვთისმოსავი ქრისტიანების, ნიკიტას და მარინას ოჯახში. შვიდი წლის გოგონამ ფსალმუნთა წიგნი ზეპირად იცოდა. ერთხელ საქსოვ დაზგასთან მჯდომმა დაინახა, რომ ზემოდან მანათობელი ვარსკვლავი დაეშვა და მის თითებთან გაქრა. ამის შემდეგ ყრმას სული გაუნათდა და მტკიცედ გადაწყვიტა, მონასტერში წასულიყო.
25 აპრილი - ხსენება ღირსი ისააკ ასურისა (+550)
ღირსი ისააკ ასური VI საუკუნის შუა წლებში ცხოვრობდა. ის სირიიდან ჩავიდა იტალიის ქალაქ სპოლეტოში. ღირსმა მამამ მნათეებს სთხოვა, ნება დაერთოთ ტაძარში დარჩენილიყო სალოცავად და ორდღენახევარი ლოცულობდა.
gaq