საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

სამეფო ოჯახის წევრები ფოტოსურათზე აღბეჭდეს 7 წლის გოგონასთან ერთად
News.ge

დედოფალმა ელისაბედ II -ემ პირველად დაარღვია სასახლის განაწესი და სურათი გადაიღო 7 წლის გოგონასთან ერთად ბუკინგემის სასახლესთან მდებარე პარკში სეირნობის დროს.

დედოფალმა ყველა გააკვირვა, როდესაც დათანხმდა გოგონასთან ერთად სურათის გადაღებას.

როგორც ” The Telegraph”-ი იუწყება, ხუთშაბათს, 11 ივლისს პატარა ჯესიკა ფიტჩი მშობლებთან ერთად სტუმრობდა ელისაბედ II -ის კორონაციის მე-60 წლისთავისადმი მიძღვნილ მორიგ ღონისძიებას. გოგონას მამა დაკავებულია ვაჭრობით - ის გარკვეული საქონლით ამარაგებს  სამეფო შეიარაღებულ ძალებს.

ჯესიკა მისეირნობდა ღირსპატივსაცემ სტუმართა რიგებს შორის თავის განუყრელ დათუნია ბერტისთან ერთად. უეცრად, როდესაც დედოფალმა გოგონას გვერდით გაუარა, გოგონას მამამ, მაიკლმა გულალალად ჰკითხა დედოფალს: ”მადამ, ხომ არ ისურვებდით ჩვენს დათუნიასთან ერთად გადაგეღოთ სურათი?”

ყველას გასაკვირად დედოფალი დათანხმდა ამ თხოვნას. მით უფრო ადვილი აღმოჩნდა სურათის გადაღება პრინც ჩარლზთან ერთად, რომელმაც დიდი სიხარულით გაწია პოზირება.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq