მოდის წარმომადგენლებისა და ფსიქოლოგების აზრით, 15 წელი ბრიტანეთში საბავშვო მოდის განმსაზღვრელი პრინცი ჯორჯი იქნება. 15 წელს იმიტომ ამბობენ, რომ პატარა პრინცის ბავშვობის ხანა ამ დრომდე აითვლება ბრიტანეთში... თუმცა შემდგომაც, ალბათ, კვლავ მოახდენს, ერთგვარ, გავლენას საზოგადოებაზე... ეს გამოწვეულია არა მხოლოდ იმიტომ, რომ პატარა პრინცი ძალიან პოპულარულია და ძალიან უყვართ ბრიტანელებს, ამას ხელს უწყობს კიდევ რამდენიმე სხვა გარემოებაც: 1. ბრიტანელებში პოპულარობით სარგებლობს სამეფო ოჯახი. დედოფალი ბრიტანეთის ეროვნულ სიმბოლოდ ითვლება. იგი, მისი მემკვიდრე, უელსის პრინცი ჩარლზი და სხვა წევრები სამეფო ოჯახისა კარგი გემოვნების, პატრიოტ ადამიანებად ითვლებიან (ხშირად იხილავთ ხოლმე პრინც ჩარლზს შოტლანდიურ თუ სხვა ტრადიციულ სამოსში), 2. პრინცის დედა, ქეით მიდლტონი ითვლება ძალიან კარგი გემოვნების ქალად, როგორც ჩაცმის, ისე სხვა თვალსაზრისით. იგი თავისი უბრალო და ელეგანტური ჩაცმის კულტურით ერთგვარ გავლენას უკვე ახდენს ბრიტანულ მოდაზე. ფიქრობენ, რომ მისი შვილიც ასევე უბრალოდ და ძალიან კარგი გემოვნებით იქნება ჩაცმული, 3. მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები დიდ ყურადღებას უთმობენ სამეფო ოჯახს, არაფერი არ ეპარებათ და სარგებლობენ კიდეც... ცნობილია, დედოფალს უყვარს შლაპები, და შლაპები მოდაშია ბრიტანეთში, ინდუსტრიაც არ იშურებს დროს, ქსოვილებს თუ სხვა მასალას შლაპების შესაკერად და რეკლამირებისათვის. ეს დიდი მოგებაა ამ სფეროსათვის. 4.პატარა პრინცი ყოველთვის, უნდა თუ არა, ყურადღების ცენტრში იქნება, და უნდა თუ არა, როგორც აღვნიშნეთ, თავისი გავლენა ექნება... წარმოვიდგინოთ, როგორ მოუხდება მას კელტი თუ სხვა ეროვნული სამოსი... საინტერესოა, რომ პრინც ჯორჯის დაბადების დღეს ბრიტანეთში შობილი ყველა პატარასათვის სახელმწიფო ამზადებს ვერცხლის სამახსოვრო მონეტებს. ამგვარი მონეტა იქნება 2000 ცალზე მეტი ქვეყნის მასშტაბით. ალბათ, აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან იამაყებს ამით... ბრიტანეთს ამ მხრივ საინტერესო წლები ელის... |