საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

გრიფი ”საიდუმლო” მოეხსნა 1983 წლის 4 მარტს დედოფლის მიერ წარმოსათქმელ სიტყვას

ბრიტანელ სახელმწიფო მოხელეებს  მომზადებული ჰქონდათ ემოციური მიმართვა ერისადმი, რომელიც უნდა წაეკითხა დედოფალ ელისაბედ  II -ეს იმ შემთხვევაში, თუ ბირთვული ომი დაიწყებოდა. რეალურად დედოფალს არასოდეს  წარმოუთქვამს ეს სიტყვები და, სავარაუდოა, რომ არც არასოდეს  უნახავს.

სიტყვა მომზადებული იყო 1983 წლის გაზაფხულზე. როგორც ”Associated Press”-ი იუწყება, ოჯახის ერთობის, ღმერთისა და პატრიოტიზმისკენ მოწოდებით, დედოფალს უნდა შეედუღაბებინა ერი  საბჭოთა კავშირიდან მომდინარე  ბირთვული იარაღით განადგურების საფრთხის პერიოდში.

”ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საშიშროებანი,  რომლებიც დღეს ჩვენს წინაშეა, აღემატება იმათ, რომელთა წინაშეც გვიხდებოდა ყოფნა ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში.  მაგრამ რა საშინელებაც  უნდა მოგველოდეს მომავალში, ჩვენ გვაქვს თვისებები,  რომლებიც კვლავაც იქცევა ჩვენს ძალად და დაგვეხმარება თავისუფლების შენარჩუნებაში, როგორც ეს უკვე მომხდარა ორგზის ჩვენს მწუხარე საუკუნეში”, -  ნათქვამია ცივი ომის დროინდელ ახლად გამჟღავნებულ დოკუმენტში.

სიტყვა უნდა წაკითხულიყო 4 მარტს.  ეს ერთხელ კიდევ  უსვამს ხაზს მთელ სერიოზულობას,  როგორადაც დასავლეთი ეპყრობოდა საბჭოთა კავშირთან შესაძლო ბირთვულ ომს. საგულისხმოა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა სწორედ იმ წელს უწოდა საბჭითა კავშირს ”ბორიოტების იმპერია” და  განალაგებინა ფრთოსანი რაკეტები ევროპაში, მათ შორის - დიდ ბრიტანეთში.

მამული, ენა, სარწმუნოება

25 აპრილი - ხსენება ღირსი ათანასია იღუმენიისა (+860)
ღირსი ათანასია კუნძულ ეგინზე მდებარე მონასტრის იღუმენია იყო. ის დაიბადა ღვთისმოსავი ქრისტიანების, ნიკიტას და მარინას ოჯახში. შვიდი წლის გოგონამ ფსალმუნთა წიგნი ზეპირად იცოდა. ერთხელ საქსოვ დაზგასთან მჯდომმა დაინახა, რომ ზემოდან მანათობელი ვარსკვლავი დაეშვა და მის თითებთან გაქრა. ამის შემდეგ ყრმას სული გაუნათდა და მტკიცედ გადაწყვიტა, მონასტერში წასულიყო.
25 აპრილი - ხსენება ღირსი ისააკ ასურისა (+550)
ღირსი ისააკ ასური VI საუკუნის შუა წლებში ცხოვრობდა. ის სირიიდან ჩავიდა იტალიის ქალაქ სპოლეტოში. ღირსმა მამამ მნათეებს სთხოვა, ნება დაერთოთ ტაძარში დარჩენილიყო სალოცავად და ორდღენახევარი ლოცულობდა.
gaq