საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

პრინცმა ჯორჯმა მიიღო დაბადების მოწმობა

კემბრიჯის ჰერცოგმა და კემბრიჯის ჰერცოგინიამ მიიღეს თავიანთი ვაჟის დაბადების მოწმობა. დიდ ბრიტანეთში არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც დოკუმენტების გაფორმება საჭიროა ბავშვის დაბადებიდან პირველი ექვსი კვირის მანძილზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მშობლებს მოუწევთ მოზრდილი ჯარიმის გადახდა. უილიამისა და ქეითის პირმშო დაიბადა 22 ივლისს, ასე რომ ყველა წესი დაცულია.

ცერემონია შედგა კენსინგტონის სასახლეში, სადაც მოვიდა ვესტმინსტერის სარეგისტრაციო ბიუროს წარმომადგენელი.

დოკუმენტი ხელით არის დაწერილი. მოწმობაში საკმაოდ შეიძლება  თავშესაქცევი  ფრაზების ამოკითხვა - მაგალითად, ჯორჯის ”მშობლების საქმიანობის” გრაფაში მინიშნებულია - ”გაერთიანებული სამეფოს პრინცი და პრინცესა”.

ბავშვის სახელის გასწვრივ მითითებულია - ”მისი სამეფო უმაღლესობა პრინცი ჯორჯ ალექსანდრ ლუი კემბრიჯელი”. თუმცა მშობლების სახელები ასევე სრულად არის წარმოდგენილი,  მამამ უბრალოდ - ”უილიამი”  მოაწერა.

”ჩვენთან არის დარეგისტრირებული დედოფლის, პრინცი ჩარლზის, პრინცების - უილიამისა და ჰარის დაბადება; შესანიშნავია, რომ ტრადიცია გრძელდება”, - თქვა ბიუროს წარმომადგენელმა ელისონ კეტკარტმა - ”და აი, ამ კოლექციას შეემატა პრინცი ჯორჯი და ჩვენ ვულოცავთ ჰერცოგსა და ჰერცოგინიას ვაჟიშვილის დაბადებას”, - დასძინა მან.

 


მამული, ენა, სარწმუნოება

25 აპრილი - ხსენება ღირსი ათანასია იღუმენიისა (+860)
ღირსი ათანასია კუნძულ ეგინზე მდებარე მონასტრის იღუმენია იყო. ის დაიბადა ღვთისმოსავი ქრისტიანების, ნიკიტას და მარინას ოჯახში. შვიდი წლის გოგონამ ფსალმუნთა წიგნი ზეპირად იცოდა. ერთხელ საქსოვ დაზგასთან მჯდომმა დაინახა, რომ ზემოდან მანათობელი ვარსკვლავი დაეშვა და მის თითებთან გაქრა. ამის შემდეგ ყრმას სული გაუნათდა და მტკიცედ გადაწყვიტა, მონასტერში წასულიყო.
25 აპრილი - ხსენება ღირსი ისააკ ასურისა (+550)
ღირსი ისააკ ასური VI საუკუნის შუა წლებში ცხოვრობდა. ის სირიიდან ჩავიდა იტალიის ქალაქ სპოლეტოში. ღირსმა მამამ მნათეებს სთხოვა, ნება დაერთოთ ტაძარში დარჩენილიყო სალოცავად და ორდღენახევარი ლოცულობდა.
gaq