საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ძიძა

ქეით მიდლტონს გამოუჩნდა დამხმარე პატარა უფლისწულის მოვლა-პატრონობაში. ეს არის 71 წლის ჯესი უები - ამ საქმეში ხანგრძლივი გამოცდილების მქონე - ხუმრობა როდია, ის იყო ბიჭუნას მამისა და ბიძის - უილიამისა და ჰარის ძიძა!

ჭარმაგი ასაკის მიუხედავად, იგი დათანხმდა თავისი აღმზდილის მეუღლეს, რომელიც ბავშვის მოვლის ანაბანას სწავლობს,  დახმარებას ამ საქმეში. პრინცი უილიამი ამბობს, რომ ძიძის მიმართ მეტად ფაქიზი გრძნობები ამოძრავებს  და გასაკვირიც არ არის, რომ იგი მას სავსებით ანდობს საკუთარ პირმშოს.

თუმცა, ტიტულოვან ოჯახთან დაახლოებული პირების გადმოცემით,  თავდაპირველად უილიამი და ქეითი არ აპირებდნენ ვისიმე დახმარებისათვის მიემართათ და თავად სურდათ  დამოუკიდებლად აღეზარდათ პატარა. მაგრამ, როგორც ჩანს, ბოლოს და ბოლოს  არ აღმოჩნდნენ  მსგავსი დახმარების წინააღმდეგნი.

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

მართალი ანა წინასწარმეტყველი
მართალი ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ვისი ხსენებაც აღესრულება 10 სექტემბერს, ასერის ტომიდან იყო. მან მხოლოდ შვიდი წელი იცხოვრა ქმართან, შემდეგ კი, დაქვრივებული, მკაცრი კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და „არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე“ (ლკ. 2,37).
მოსე შავი
ღირსი მოსე შავი, რომლის ხსენებასაც დღეს აღასრულებს მართლმადიდებელი ეკლესია, IV საუკუნეში ცხოვრობდა ეგვიპტეში. წარმოშობით ეთიოპიელმა ზანგმა ეს ზედწოდება პირისკანის ფერის მიხედვით მიიღო. ახალგაზრდობაში წმიდანი ერთი დიდებულის მონა იყო და ერთგულადაც მსახურობდა, მაგრამ შემდეგ მკვლელობისათვის ბატონმა სასახლიდან გააძევა. მართლმსაჯულებას გაქცეული მოსე ავაზაკების გუნდს შეუერთდა, მათ კი მკაცრი ხასიათისა და დიდი ფიზიკური ძალის გამო წინამძღოლად აირჩიეს.
gaq