საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

მიმდინარეობს კენსინგტონის სასახლის განახლება
georoyal.ge
კენსინგტონის სასახლე, სადაც იცხოვრებს პრინც უილიამის ოჯახი

ქეთრინ მიდლტონი უკვე 18 თვეა დაკავებულია კენსინგტონის სასახლის განახლებით, სადაც ახალგაზრდა ოჯახი აპირებს დაბინავებას, როდესაც მათი ვაჟიშვილი წამოიზრდება.

კარგად ინფორმირებული წყაროების ცნობით, ქეთრინი ფეხმძიმობის პერიოდში ყურადღებით ადევნებდა თვალს 20-ოთახიანი ციხე-სიმაგრის  რეკონსტრუქციის პროცესს - ათვალიერებდა ქსოვილებს, ანტიკვარულ ნივთებსა და ავეჯს.

პრინც უილიამის მეუღლეს გადაწყვეტილი აქვს, რომ ეს ადგილი, უპირველეს ყოვლისა, აქციოს მყუდრო და მოსახერხებელ ნავთსაყუდრად ბიჭუნასათვის. განახლებულ კენსინგტონის სასახლეში გაშენდება უზარმაზარი პარკი, სასახლეს ექნება სამი სამზარეულო, მამაკაცებისა და ქალთა სააბაზანოები და თვით თავშესაფარიც კი (ე.წ. ”შიშის ოთახი”).

ინსაიდერის კომენტარით: კენსინგტონის სასახლე უსაფრთხოა და ძალიან კომფორტული. ინტერიერის გასაფორმებლად ჰერცოგინიამ გამოიყენა კრემისფერ-მოყავისფრო ტონები. იგი პროექტზე მუშაობდა დიზაინერ ენ ალენთან ერთად.

მომავალმა დიასახლისმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ინტერიერის ანტიკვარულ ნივთებს. იმ აქსესუართა გარდა, რომლებიც უკვე იყო მის კოლექციაში, ახალგაზრდა დედამ აარჩია მე-19 საუკუნის ორი ლამპა ვესტიბიულისათვის და 50 ათასი დოლარის ღირებულების სპარსული დეკორატიული ხალიჩა. ეკონომიის მიზნით ქეთრინმა პიტერ ჯონსის უნივერმაღში შეუკვეთა ხელოვნური  ბეწვის 6 მომცრო პლედი, თითოეუ

ლი 129 დოლარად.

ახალგაზრდა მშობლები ვარაუდობენ, რომ პრინცი ჯორჯი ბედნიერი იქნება იმ გარემოში დამკვიდრებით, სადაც მისი მამა და ბიძა გაიზარდნენ.

აქ გაიზარდნენ ძმები - უილიამი და ჰარი

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq