საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ბაგრატიონების საგვარეულო ბიბლია - ხელნაწერთა ინსტიტუტს!

როგორც საიტი ”epn.ge” იტყობინება, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელნაწერთა ინსტიტუტს ბაგრატიონების საგვარეულო მინიატურული ბილია გადასცა ბიბლია მოოქროვილია და ძვირფასი ქვებით არის შემკული.

 „ბიბლია 2004 წელს აშშ–ში პირველი ვიზიტის დროს, ერთ–ერთ მიღებაზე ბაგრატიონთა შთამომავალმა მაჩუქა და მითხრა, რომ ბაგრატიონთა საგვარეულო ბიბლიაა და ქართველ მეფეებს ყოველთვის თან ახლდა. ის საქართველოს სახელმწიფოს ეკუთვნის და წაიღეო“,– აღნიშნა სააკაშვილმა.

 მისივე თქმით, ყველა ქართული მატერიალური და კულტურის ძეგლი საქართველოს უნდა დაუბრუნდეს: „ეს ბიბლია როცა პრეზიდენტის სასახლე აშენდა, მას შემდეგ აქ იყო გამოფენილი. მინდა ყველაზე დაცულ ორგანიზაციას გადავცე, როგორიც არის ხელნაწერთა ინსტიტუტი. ყველა ჩვენგანის ვალია, ქართული მატერიალური და კულტურის ძეგლები დავუბრუნოთ ჩვენს ქვეყანას, რაც გააკეთა ექვთიმე თაყაიშვილმა, საქართველოს ეროვნულმა გმირმა. თუ მეც შევძელი ამის მობრუნება, თუნდაც ერთი ასეთის (ექვთიმემ ბევრად მეტი ჩამოიტანა), ესეც ერთ-ერთ ჩემს მიღწევად მიმაჩნია”.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq