საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ჰერცოგინია ქეითი პატივს მიაგებს ბრძოლაში დაცემულ მეომრებს

დღეს დიდ ბრიტანეთში დილის 11 საათზე  სრულმა მდუმარებამ დაისადგურა - ქვეყანა იხსენებდა პირველ და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ მეომრებს.

მთავარი ღონისძიება გაიმართა კენოტაფის მემორიალთან ლონდონის ცენტრში, სადაც მონაწილეობა მიიღეს დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედმა, სამეფო ოჯახის წევრებმა, მთავრობის წევრებმა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა. ცერემონიის შემდეგ ვეტერანებმა პარადით გაიარეს ვაითჰოლის ქუჩაზე.

საყოველთაო ყურადღების ცენტრში იყო ჰერცოგინია ქეითი, რომელიც მეუღლეს ადევნებდა თვალს სამეფო აივნიდან: პრინცმა უილიამმა ყაყაჩოების გვირგვინი დადო კენოტაფის ობელისკთან. მის გვერდით იყვნენ გრაფინია სოფია და ვიცე-ადმირალი ტიმოთი ლოურენსი.

პრესა საგანგებოდ აღნიშნავდა, რომ  ქეითს ეკეთა ყაყაჩოს ფორმის გულსაბნევი - ომში დაღვრილი სისხლის სიმბოლო.

რამდენიმე დღის წინ კი ჰერცოგინია ქეითი მეუღლესთან - პრინც უილიამთან ერთად შეხვდა ”ვოლონტიორებს” და მათთან ერთად მიაგო პატივი ბრძოლაში დაცემულ მეომრებს.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე პარასკევა
წმინდანმა ქალწულების აღთქმა დადო და მოშურნედ იღვწოდა თავის ქალაქში მკვიდრი წარმართების ქრისტიანობაზე მოსაქცევად. გააფთრებულმა წარმართებმა იგი შეიპყრეს და ოლქის მმართველს მიჰგვარეს. როცა უღმრთო ხელისუფალმა წმინდანს კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა, ნეტარმა მტკიცე უარი განაცხადა და მხნედ აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი.მაშინ მმართველმა მისი წამება ბრძანა. ქრისტეს ტარიგი ძელზე დაჰკიდეს და მთელი სხეული დაუსერეს. ბოლოს, სულთმობძავი მარტვილი საპყრობილეში ჩააგდეს. ღმერთმა წყლულები დაუამა თავისი რჩეულს.
წმიდა მოწამენი: სვინკლიტიკია და ორნი ასულნი მისნი (VI)
24 (06.11) ოქტომბერს (6 ნოემბერს) აღინიშნება წმიდა მოწამეთა: სვინკლიტიკიას და მისი ორი ასულის (VI) ხსენების დღე.
gaq