საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ჰერცოგინია ქეითი ესტუმრა საქველმოქმედო ფორუმს
georoyal.ge

ჰერცოგინია ქეთრინი ესტუმრა საქველმოქმედო ფორუმ ” Place2Be”-ს, რომელიც მიმდინარეობდა ფსიქიკური გადახრების მქონე ბავშვთა ცენტრში. ჰერცოგინიამ, რომელმაც თავისი პატრონაჟის ქვეშ აიყვანა ეს დაწესებულება აპრილში, იქ მყოფნი ფრიად გაახარა თავისი ვიზიტით. ფორუმის მიზანი გახლდათ - ბავშვებში ნებისყოფისა და ემოციური მდგრადობის გამომუშავება.

იმ დღეს ქეთრინის ღიმილი ათბობდა წვიმიანსა და ქარიან ამინდს. პატარა გოგონამ მას უძღვნა ყვავილების თაიგული.

პაპარაცები აუწყებდნენ მოდის მოყვარულთ, რომ ქეთრინს ეცვა ”Max Mara”-ის ჟაკეტი და ” Orla Kiely ”-ის პლისირებული ქვედა ბოლო.

ფორუმზე ჰერცოგინია ყურადღებით უსმენდა გამომსვლელებს, რომლებიც ეხებოდნენ ისეთ თემებს, როგორიცაა კიბერძალადობა, თვითდაზიანება და დამოკიდებულებითობა. ორგანიზატორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ” Place2Be” ეხმარება 75 ათას ბავშვს 200 სკოლაში. ბევრი მათგანი ფსიქიკური გამოჯანმრთელების გზაზე დგას.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq