საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

პრინცი ჰარი იპყრობს სამხრეთ პოლუსს

პრინცი ჰარი ჩავიდა ანტარქტიდაში, რათა მონაწილეობა მიიღოს საქველმოქმედო ექსპედიციაში სამხრეთ პოლუსზე. ის რამდენიმე დღეს დაჰყოფს რუსულ სადგურ ”ლაზარევსკაიაზე” აკლიმატიზაციისათვის და ახალ პირობებთან შესაგუებლად.

მიუხედავად იმისა, რომ  ერთი თვის წინ 29 წლის ჰარიმ ფეხის თითი მოიტეხა, მან არ გადადო თავისი საკმაოდ რთული და სახიფათო მოგზაურობა.

დეკემბრის დასაწყისში ანტარქტიდაში დაიწყება შეჯიბრი ბრძოლებში დაზარალებულ დიდ ბრიტანელ, აშშ-ის, ავსტრალიისა და კანადის სამხედრო მოსამსახურეთა შორის. 335-კილომეტრიანი ექსპედიციის ხანგრძლივობა სამხრეთ პოლუსზე მთელი 16 დღეა.

პრინცი ჰარი დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა ამ მოგზაურობისათვის: მან მთელი ერთი დღე-ღამე გაატარა ყინულის კამერაში, სადაც ტემპერატურა იყო მინუს 35 გრადუსი ცელსიუსით.

ასე რომ, უკვე მომავალი პარასკევიდან ჰარი დაიწყებს სამხრეთ პოლუსის კვლევას. საგულისხმოა, რომ 2011 წელს პრინცს უკვე დაპყრობილი აქვს ჩრდილოეთ პოლუსი.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: ფილიმონი, აპოლონი, არიანე, თეოტიქე და ოთხი მხედარი (+286-287)
წმიდა მოწამენი: ფილიმონი, აპოლონი, არიანე, თეოტიქე და ოთხი მხედარი, რომელთა ხსენებაც აღესრულება 27 დეკემბერს, ეგვიპტის ქალაქ ანტინოეში ეწამნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას. როცა უსჯულო თვითმპყრობელმა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, თებაიდის მმართველმა არიანემ ბრძანა, მართლმორწმუნეები ან იძულებით გადაედრიკათ ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან, ან - წამებით დაეხოცათ.
წმიდა მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი და კალინიკე (+249-251)
წმიდა მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი და კალინიკე, რომელთა ხსეენბაც აღესრულება 27 დეკემბერს, დეკიუსის (249-251) ზეობისას ეწამნენ ბითვინიის კესარიაში. როცა უსჯულო იმპერატორმა ქვეყანაში ქრისტიანთა დევნა დაიწყო, კესარიის მმართველმა კუმბრიკიუსმა მრავალი მორწმუნე მზაკვრობით გადადრიკა საცხოვნებელი გზიდან, სხვებს კი მუქარით აიძულებდა კერპების თაყვანისცემას. მაშინ ერთ-ერთმა ქრისტიანმა ლევკიოსმა საჯაროდ ამხილა მმართველის უსჯულოება.
gaq