საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ნიდერლანდების დედოფალმა დეპრესიისგან იხსნა იაპონიის პრინცესა მასაკო

სახელმწიფოებრივი მოწყობის ფორმიდან გამომდინარე, ყველა მონარქისტული ქვეყანა განსაკუთრებული სიახლოვით არის ერთმანეთთან ბუნებრივად დაკავშირებული - ეს არის უპირველესად  კულტურული და ეკონომიკური თანამშრომლობა, მაგრამ, ამასთანავე ეს არის დიდი სულიერი ერთობაც, რისი დასტურიც გახლავთ თუნდ შემდეგი ფაქტი: 

სულ ახლახან ნიდერლანდების დედოფალი მასაკო დაეხმარა იაპონიის მემკვიდრე პრინცესა მასაკოს - კრონპრინც ნარუხიტოს მეუღლეს -  დეპრესიასთან გამკლავებაში. თითქმის ცხრა წლის მანძილზე აწუხებდა მასაკოს დეპრესიის მძიმე ფორმა - ეგრეთ წოდებული ”ადაპტაციის დარღვევის სინდრომი” და ამ მიზეზით ძალიან იშვიათად ჩნდებოდა ხალხში.

პრინცესას მდგომარეობა გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც  ამა წლის აპრილში დედოფალმა მაქსიმამ დაითანხმა მასაკო ნარუხიტოსთან ერთად დასწრებოდა მეფე ვილემ-ალექსანდერის ინაუგურაციის ცერემონიას. იაპონიის გაზეთი ” Asahi Shimbun”-ი ამ სიტუაციას აღწერს შემდეგი სახით:

”ნიდერლანდების ახალმა მეფემ მიიწვია ნარუხიტო ინაუგურაციაზე ჯერ კიდევ მარტში, როდესაც ისინი შეხვდნენ ერთმანეთს ნიუ-იორკის კონფერენციაზე. ამის მიუხედავად,  დედოფალ მაქსიმას მაინც ტელეფონით მოუხდა პრინცესა მასაკოს დათანხმება ჩამოსვლაზე. ამ საუბარმა მასაკოს განუმტკიცა საკუთარი თავის რწმენა”.

აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიურსა და იაპონურ სამეფო ოჯახებს მრავალი წლის განმავლობაში აკავშირებს მეგობრული ურთიერთობა. ჯერ კიდევ ნიდერლანდების ყოფილი დედოფალი ყვებოდა იმის შესახებ, რომ მას კარგად ესმოდა  მასაკოს მდგომარეობისა, რადგან მის მეუღლესაც ჰქონდა იგივე პრობლემა.

 


მამული, ენა, სარწმუნოება

25 აპრილი - ხსენება ღირსი ათანასია იღუმენიისა (+860)
ღირსი ათანასია კუნძულ ეგინზე მდებარე მონასტრის იღუმენია იყო. ის დაიბადა ღვთისმოსავი ქრისტიანების, ნიკიტას და მარინას ოჯახში. შვიდი წლის გოგონამ ფსალმუნთა წიგნი ზეპირად იცოდა. ერთხელ საქსოვ დაზგასთან მჯდომმა დაინახა, რომ ზემოდან მანათობელი ვარსკვლავი დაეშვა და მის თითებთან გაქრა. ამის შემდეგ ყრმას სული გაუნათდა და მტკიცედ გადაწყვიტა, მონასტერში წასულიყო.
25 აპრილი - ხსენება ღირსი ისააკ ასურისა (+550)
ღირსი ისააკ ასური VI საუკუნის შუა წლებში ცხოვრობდა. ის სირიიდან ჩავიდა იტალიის ქალაქ სპოლეტოში. ღირსმა მამამ მნათეებს სთხოვა, ნება დაერთოთ ტაძარში დარჩენილიყო სალოცავად და ორდღენახევარი ლოცულობდა.
gaq